ციფრული ტრანსფორმაცია რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიზნესის განვითარებისთვის ამაზე უკვე ვისაუბრეთ.
ამ სტატიაში მოგიყვებით აღმასრულებელი ხელმძრვანელების როლზე ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში. Deloitte – ის ბოლო კვლევების თანახმად, მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელების 67% თავს “არაკომფორტულად” გრძნობს მოწინავე ანალიტიკური სისტემების გამოყენების დროს.
იმისთვის, რომ აღმასრულებელი ხელმძღვანელები არ გახდნენ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის შემაფერხებელი რგოლები, მათ სჭირდებათ ცოდნა ახალი ტექნოლოგიების, პოტენციური გამოწვევებისა და რისკების შესახებ.
დღეს გამოვყოფთ იმ სფეროებს, რომლებზეც უფროსმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება რათა არ შეაფერხონ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი
ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება
უფროსმა აღმასრულებლებმა უნდა იცნობდნენ AI-ს და მის შესაძლებლობებს, რათა გაიგონ, თუ როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს დაეხმაროს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში და საერთო ბიზნეს ოპერაციებში. Deloitte-ის მიერ გამოკითხული კორპორატიული ლიდერების 94% თვლის, რომ AI ძლიერად იმოქმედებს მათ ბიზნესზე მომდევნო სამი წლის განმავლობაში. იმის ცოდნა, თუ რას გვთავაზობს ხელოვნური ინტელექტი მონაცემთა ანალიტიკასა და სამუშაო ნაკადის ავტომატიზაციაში, დაეხმარება ზედა რგოლის მენეჯმენტს დარჩნენ რელევანტურები ციფრულ ეპოქაში.
დიდი მონაცემების ანალიტიკა
ანალიტიკა ყოველთვის იყო ძლიერი ინსტრუმენტი ბიზნესისთვის, მაგრამ მონაცემების ზრდამ ისინი კიდევ უფრო ღირებული გახადა. დიდ მონაცემებთან ერთად იზრდება შესაძლებლობა მომხმარებელთა ქცევისა შესასწავლად, რაც დაგეხმარებათ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში. New Vantage Partners-ის გამოკითხვამ დაადგინა, რომ უფროსი აღმასრულებლების 97% ზრდის ინვესტიციებს მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით.
უფროსმა აღმასრულებლებმა უნდა იცოდნენ დიდი მონაცემების ანალიტიკის საფუძვლები და გააცნობიერონ, თუ როგორ შეუძლიათ გამოიყენონ დიდი მონაცემები თავიანთ სასარგებლოდ. მათ უნდა შეეძლოთ გამოიყენონ ანალიტიკა გადაწყვეტილების მიღების გასაუმჯობესებლად, ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირებისთვის და მომხმარებელთა საჭიროებების უფრო ეფექტურად გამოსავლენად.
Agile მეთოდოლოგია
ეჯაილ მეთოდოლოგიები – რომლებიც ფოკუსირებულია სწრაფ მიწოდებაზე და განმეორებით განვითარების ციკლებზე – სულ უფრო გავრცელებული ხდება. უფროსი აღმასრულებლები უნდა იცნობდნენ ეჯაილის პრინციპებს და შეეძლოთ მათი გამოყენება საკუთარ ორგანიზაციებში.
სისწრაფეზე ორიენტირებული ლიდერები ხშირად უკეთესად არიან აღჭურვილი, რათა გაუმკლავდნენ ცვლილებებს და სწრაფად ადაპტირდნენ ბაზრის ცვალებად ტენდენციებთან. მათ ასევე შეუძლიათ უკეთ მართონ თავიანთი გუნდები, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო სწრაფად და წარმატებით განახორციელონ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი.
კიბერუსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობა
ციფრული ტრანსფორმაცის პროცესში, უსაფრთხოების ძლიერი პროტოკოლები და კონფიდენციალურობის პრაქტიკის საჭიროება კიდევ უფრო კრიტიკულია. KPMG-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ უფროსი აღმასრულებლების 39% თვლის, რომ მათი კომპანია მოუმზადებელია კიბერშეტევებისთვის. აღმასრულებლებმა უნდა გაიგონ კიბერუსაფრთხოების საფუძვლები და უზრუნველყონ, რომ მათი ორგანიზაცია შეესაბამებოდეს მოქმედ რეგულაციებს.
ასევე მნიშვნელოვანია გვესმოდეს მომხმარებელთა მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და უსაფრთხო მომხმარებლის გამოცდილება. ეს მოიცავს უსაფრთხოების უახლესი ტენდენციების და საუკეთესო პრაქტიკის გააზრებას და სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას კიბერშეტევის შემთხვევაში.
დასაქამებულების Upskilling და Reskilling
უფროსი აღმასრულებლები უნდა ცდილობდნენ გაეცნონ კვალიფიკაციის ამაღლების ტენდენციებს ციფრულ სფეროებში, როგორიცაა AI, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია. მათ ასევე უნდა გააცნობიერონ, თუ როგორ შეუძლია ამ ტექნოლოგიებს გააუმჯობესონ საერთო ბიზნეს ოპერაციები – დაწყებული თანამშრომლების პროდუქტიულობისა და ეფექტურობის გაზრდიდან, მომხმარებელთა ქცევის შესწავლით დასრულებული.
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამყარო იცვლება და ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობა.
უფროსმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელებმა უნდა აღიარონ, რომ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი აღარ არის არჩევითი სტრატეგია – ეს არის ფუნდამენტალური მოთხოვმა დღევანდელ ეკონომიკაში წარმატებისთვის. საბედნიეროდ, რესურსები და ცოდნა ხელმისაწვდომია, რაც დაგეხმარებათ სწრაფად აითვისოთ ციფრული უნარ ჩვევები, ამიტომ დაიწყეთ კვლევა და სწავლა დღესვე.