როგორ გავაუმჯობესოთ სამუშაო გარემო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით

არსებობს უამრავი აპლიკაცია, რომელიც პირადი ან/და სამუშაო სივრცის ორგანიზებას გთავაზობთ, მიუხედავად აპლიკაციების მრავალფეროვანი არჩევანისა, “ციფრული არეულობის” დაძლევა ბევრი ჩვენთაგანისთვის მიუღწევადად რჩება და ვერაფერს ვუხერხებთ ათეულობით .txt ფაილს, რომელიც ჩვენი ლეპტოპის სამუშაო ეკრანზე ყოველთვის ბინადრობს.

სწორედ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, დღეს გვინდა გაგიზიაროთ ერთ ერთი საუკეთესო ხელსაწყო Mem.AI-, ერთი შეხედვით სუფთა, მინიმალისტური სამუშაო სივრცის გარემო, რომელიც აერთიანებს ჩანაწერების მართვას და პროექტის მენეჯმენტს.

სინამდვილეში, მემი გახლავთ „პერსონალური Google-ი“, რომელიც ინახავს ინფორმაციას თქვენი ციფრული ცხოვრებიდან და შემდეგ უპრობლემოდ ასახავს სწორ ინფორმაციას სწორ კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ Mem-ის უფასო ვერსია დიდად არ განსხვავდება Notion-esque-სგან, Mem X, აპლიკაციის პრემიუმ ვერსია, გთავაზობთ „თვითორგანიზებულ“ სამუშაო სივრცეს, რომელიც AI-ს დახმარებით მსგავს ელემენტებს შორის ურთიერთკავშირს ავტომატურად პოულობს.

რა არის Mem?

გახსოვთ, Gmail-ის პირველი გამოსვლა? მისი მთავარი მესიჯი იყო ის, რომ აღარ გჭირდებოდათ თქვენი ელფოსტის საქაღალდეების ორგანიზება. ამის ნაცვლად, შეგეძლოთ დაგეარქივებინათ და სწრაფი ძიების ფუნქციით ყველაფერი მარტივად გეპოვათ.

გარკვეულწილად, Mem იგივეს აკეთებს ციფრული სამუშაო სივრცისთვის, რასაც Gmail აკეთებს ელფოსტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ Notion და მრავალი სხვა სამუშაო სივრცის აპი მუშაობს საქაღალდეზე დაფუძნებულ სისტემაზე, Mem იყენებს AI-ს, რათა დააჯგუფოს მსგავსი შინაარსის ფაილები და აჩვენოს იგი საჭიროების შემთხვევაში. (თქვენ ასევე შეგიძლიათ ხელით შექმნათ ურთიერთკავშირები ელემენტებს შორის ისეთი ფუნქციების გამოყენებით, როგორიცაა ტეგები და ორმხრივი ბმულები.)

Mem საშუალებას გაძლევთ, რომ მასში დააგენერიროთ ინფორმაცია თქვენი ელ ფოსტიდან, sms შეტყობინებებიდან, სხვადასხვა სამუშო აპლიკაციებიდან, ვებ გვერდებიდან, კალენდრიდან და ა.შ. შესაბამიად თქვენ არ გიწევს ნერვიულობა სამუშაო ეკრანის არეულობაზე ან საქაღალდეების მოწესრიგებაზე.

მას შემდეგ რაც ინფორმაციას Mem-ში მოახვედრებთ, მისი მართვა და პოვნა ბევრად გაგიადვილდებათ

თქვენ ასევე შეგიძლიათ ნოუთების შექმნა, ისევე, როგორც სამუშაო სივრცის ნებისმიერ სხვა აპლიკაციაში, თუმცა mem-ის ერთ ერთი უპირატესობა მისი ნოუთების მოქნილობაა. მაგალითად, თქვენ შეიძლება შექმნათ რამე ჩანაწერი/ნოუთი, რომელიც შეიძლება ძალიან მარტივად გადაიქცეს დროში შეზღუდულ დავალებად.

Mem-ის ყველაზე საინტერესო ფუნქციონალი კი მისი ჭკვიანი ძებნის ფუნქციაა.

Smart Search (ჭკვიანი ძებნა)

ეს არის ერთგვარი პერსონალიზირებული საძიებო სისტემა, რომელსაც ესმის ადამიანური ენა. იმის ნაცვლად, რომ ეძებოთ კონკრეტული ჩანაწერი (მაგალითად “ფინანსური ანგარიში 2023”), Smart Search საშუალებას გაძლევთ დაუსვათ კითხვები ადამიანის მსგავსად („რა იყო ჩვენი მოგება 2023 წლის აპრილში?“) და შესაბამისად მიიღებთ რელევანტურ პასუხს.

მოდით ვნახოთ კონკრეტული მაგალითი

პირველ რიგში mem-ში უნდა განვათასოთ ინფორმაცია, ამისთვის შევქმნით ახალ ნოუთს (New note ღილაკზე დაჭერით) და ტექსტურ რედაქტორში შევიყვანთ სასურველ ინფორმაციას, ამ შემთხვევაში შევიყვანთ founders.ge-ს სტატიას Hotjar -ის შესახებ

პლატფორმა ავტომატურად იპოვის და დააკავშირებს მსგავს ნოუთებს, თუ ავტომატურად დაკავშირება ვერ მოხდა შეგვიძლია გამოვიყენოთ @ – ნიშანი და შევქმნათ ნოუთებს შორის კავშირი.

ინფორმაციის შეყვანის შემდეგ ყველაზე საინტერესო რამ ხდება, როდესაც გვინდა კონკრეტული ინფორმაცია მოვიძიოთ, არ არის საჭირო სხვადასხვა note ებში ვეძებოთ, მარტივად შეგვიძლია დავსვათ კითხვა, ადამიანურ ენაზე და სისტემა ავტომატურად მოძებნის ჩვენთვის სასურველ ინფორმაციას, ჩვენს მიერ შეყვანილ ნოუთებში და დაგვიბრუნებს პასუხს:

პროდუქტიულობისა და სამუშაო სივრცის მენეჯმენტის აპლიკაციებს შორის რთულია რაიმე ინოვაციურის და უნიკალურის პოვნა — მაგრამ Mem სრულიად ახალ გამოცდილება გვთავაზობს, საქაღალდეების გარეშე ინფორმაციის მართვა და ხელმისაწვდომობა იმ გზით, რა გზითაც მემი გვთავზობს შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სამუშაო გარემოს მომავალია.

მოგეწონა სტატია?

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს