ფინანსური აპლიკაციები

Თანამედროვე სამყაროში აღარაფერია რთული, მათ შორის ფინანსების მართვაც, ციფრულმა ტექნოლოგიებმა ფინანსების მართვა გაამარტივა და ყველა პროფესიისა თუ საჭიროების მქონე ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადა, ამ სტატიაში შევეცდებით, რამოდენიმე საინტერესო აპლიკაციაზე მოგიყვეთ.

Mint 

Mint არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უფასო ფინანსური მენეჯმენტის აპლიკაცია, რომელიც გთავაზობთ თქვენი ფინანსების დაგეგმვას და მართვას. ის საშუალებას გაძლევთ დააკავშიროთ სხვადასხვა საბანკო, საკრედიტო ბარათი და სესხის ანგარიშები, რათა თვალყური ადევნოთ ხარჯებს, შექმნათ ბიუჯეტი, შეამოწმოთ თქვენი საკრედიტო ქულა. ეს არის მრავალმხრივი აპლიკაცია, რომელსაც შეუძლია მომხმმარებელს დაეხმაროს ფინნანსების სრულ მართვაში.

PocketGuard

PocketGuard არის ბიუჯეტის აპლიკაცია, რომელიც ფოკუსირებულია სიმარტივეზე. ის უერთდება თქვენს საბანკო ანგარიშებს და გაძლევთ მიმოხილვას იმის შესახებ, თუ რამდენი გაქვთ დარჩენილი „ჯიბეში“ ყოველდღიური ხარჯვისთვის, გადასახადების, დანაზოგების და სხვა აუცილებელი ნივთების აღრიცხვის შემდეგ.

Albert 

ალბერტი არის მრავალფუნქციური ფინანსური აპლიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს ბიუჯეტის დაგეგმარებას და მართვას, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეძლებთ ბიუჯეტის შედგენას და ავტომატურ დანაზოგების სისტემის შექმნას, აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ მართოთ ინვესტიციები და მიიღოთ სარგებელი ავანსების სახით. ის ასევე გთავაზობთ ფუნქციას, სახელწოდებით Albert Genius, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალიზებულ ფინანსურ რჩევებს.

Expensify

 ეს აპლიკაცია განსაკუთრებით სასარგებლოა ბიზნესის მფლობელებისთვის, ფრილანსერებისთვის და ხშირი მოგზაურებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ თვალყური ადევნონ ხარჯებს საგადასახადო მიზნებისთვის ან შემდგომ ანაზღაურებისთვის (მარტივად, რომ ვთქვათ ბუღალტრები, რომ გვთხოვენ ხოლმე). Expensify მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაასკანერონ ქვითრები რის შემდგოაც აპლიკაცია მის ვალიდურობას დაადგენს და თქვენი კომპანიის ფინანსური მენეჯერისთვის ხარჯვის რეპორტს შეგივსებთ. 

ყველა ამ აპს აქვს თავისი უნიკალური ძლიერი მხარე, ამიტომ თქვენი საჭიროების მიხედვით უნდა აარჩიოთ. Მაგრამ ის ცალსახაა, მსგავსი სტილის აპლიკაციებს შეუძლათ დაგეხამარონ, ბიუჯეტი დაგეგმვაში, ხარჯების ოპტიმიზირებაში, მოგცე ფინანსური რჩევები და დაგეხმარონ ყველა ფინანსური პროცესის მართვაში. 

Მალე შევეცდებით მსგავსი ტიპის ქართულ აპპებე მოგიყვეთ. 

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს