ხელოვნური ინტელექტი ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ტერმინია. მუდმივად ვიგებთ სხვადასხვა სიახლეებს ხელოვნური ინტელექტის მიღწევების შესახებ, შესაბამისად იზრდება AI-სთან დაკავშირებულ უნრაებზე მოთხოვნა.
არ აქვს მნიშნელობა რაიმე უნარის განვითარება გსურთ AI-სთან დაკავიშერბით, თუ უბრალოდ მეტი ინფორმაციის მიღება გინდათ, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, ერთ ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტიციაა რაც შეგიძლიათ განახორციელოთ.
სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ რამოდენიმე საინტერესო კურსი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.
1. AI for Everyone (DeepLearning.AI)
DeepLearning.AI არის ტექ კომპანია, რომელიც ატარებს ტრენინგებს AI-ს შესახებ. კომპანიას ხელმძღვანელობს დოქტორი Andrew Ng, რომელიც ხელოვნური ინტელექტის პიონერი გახლავთ. ნებისმიერი კურსი, რომელსაც დოქტორი Andrew Ng უძღვება, გარანტირებულად ხარისხიანია.
DeepLearning.AI გთავაზობთ სხვადასხვა AI კურსებს, მათი ღირებულება მერყეობს $39-დან $79-მდე.
Andrew Ng ასევე არის Coursera-ს თანადამფუძნებელ, მისი კურსი “AI ყველასათვის” არის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ AI კურსი, რომელიც მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიარა და მას აქვს 40000-ზე მეტი დადებითი შეფასება.
კურსი თავისთავად მოიცავს უამრავ საინტერესო თემას, მათ შორის, როგორ ჩართოთ AI თქვენს ბიზნესში და როგორ მოქმედებს AI საზოგადოებაზე.
ფასი: 7 დღიანი უფასო საცდელი ვერსია; ამის შემდეგ 79$/თვეში
2. Building Generative AI Skills for Business Professionals (LinkedIn)
Building Generative AI Skills for Business Professionals ერთ ერთი ყველაზე პრაქტიკული კურსია, რომელიც გასწავლით, თუ როგორ შექმნათ საუკეთესო მოთხოვნები, გამოიყენოთ გენერაციული AI შინაარსის დასაწერად, ჩაატაროთ კვლევები და შექმნათ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სურათები Midjourney-ზე. კურსი მოიცავს თითქმის ყველაფერს, რაც დაგეხმარებათ AI-ის გამოყენებაში.
ფასი: უფასო 1 თვე; 39,99$/თვეში (ან 14,99$/თვეში, ყოველწლიურად გადახდილი) ამის შემდეგ
3. Generative AI Learning Path (Google)
Google ასევე გთავაზობთ AI-თან დაკავშირებულ სხვადასხვა ონლაინ კურსებს. Generative AI Learning Path, ერთ ერთი საუკეთესო რესურსია მისი შინაარსისა და მოცულობის გათვალისწინებით.
ეს არის შესავალი კურსი, რომელიც მოგცემთ კარგ მიმოხილვას გენერაციული AI-ის, დიდი ენობრივი მოდელების და Responsible AI-ს გამოყენების შესახებ. სასწავლო მასალა შედგება ხუთი კურსისგან, შემოთავაზებული Google Cloud’s Skills Boost პროგრამის მეშვეობით.
თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ მთლიანი კურსი უფასოდ, მაგრამ „ლაბორატორიაში“სამუშაოდ (თქვენი ცოდნის შესამოწმებლად და დასრულების სამკერდე ნიშნის მოსაპოვებლად, რომელიც გამოჩნდება თქვენს Google პროფილზე), უნდა გამოიწეროთ ან მიიღოთ საკმარისი კრედიტები. Google Cloud’s Skills Boost-ის გამოწერა უფასოა პირველი თვე, შემდეგ 29 $/თვეში.
4. AI for Business Specialization (University of Pennsylvania)
პენსილვანიის უნივერსიტეტი გთავაზობთ AI ბიზნეს სპეციალიზაციის კურსს Coursera-ს მეშვეობით, რომელიც მოიცავს ინტერესთა ფართო სპექტრს. კურსი შედგება ოთხი მოდულისგან:
- AI საფუძვლები არა-მონაცემთა მეცნიერებისთვის
- AI აპლიკაციები მარკეტინგისა და ფინანსებში
- AI აპლიკაციები ხალხის მენეჯმენტში
- AI სტრატეგია და მმართველობა
კურსი განკუთვნილია დამწყებთათვის, მაგრამ შინაარსი გამიზნულია ბიზნეს ლიდერებისა და მენეჯერებისთვის. იგი ყურადღებას ამახვილებს ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა სფეროების მიმოხილვაზე და იმაზე, თუ როგორ უკავშირდება ისინი ერთმანეთს. კონტენტი ასევე გასწავლით, თუ როგორ შეგიძლიათ საუკეთესოდ გამოიყენოთ AI თქვენი ორგანიზაციის სხვადასხვა სფეროებში.
ფასი: 7 დღიანი უფასო საცდელი ვერსია; ამის შემდეგ 79$/თვეში
5. AI Foundations for Everyone (IBM)
IBM-ის AI Foundations for Everyone კურსი გვთავაზობს სამ ძირითად ბლოკს – პირველი არის შესავალი AI-ში და მისი გამოყენება სამუშაო გარემოში, მეორე ორი ბლოკი უფრო პრაქტიკულია, მაგრამ ისინი ასევე სპეციალიზირებულია IBM-ის საკუთარი პროდუქტისთვის. თქვენ გაეცნობით IBM-ის გენერაციულ AI პროდუქტს, IBM Watson-ს და ისწავლით როგორ შექმნათ Watson ჩეთბოტი კოდის გარეშე.