GroundUP – თუ სტარტაპის კეთება გადაწყვიტე

ხშირად, როცა სტარტაპის კეთებას ვიწყებთ, ხშირია დაბნეულობა, შიში, რაც უმეტესად გამოწვეულია რიგი საკითხების არცოდნით და მსგავსი ტიპის ბიზნესის კეთების მწირი გამოცდილებით. ამიტომ გადავწყვიტეთ, ძალიან საინტერესო რესურსზე გიამბოთ, რომელიც იმედი გვაქვს, შიშს გაგიქრობთ და მეტიც – მეტ თავდაჯერებას შეგმატებთ.

დღეს გვინდა გაგაცნოთ ამერიკასა და ისრაელში ბაზირებულ vc ფონდზე რომელიც სხვადასხვა ტიპის და ეტაპის სტარტაპებს აფინანსებს, ზემოხსენებულმა vc ფონდმა გადაწყვიტა, გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, სტარტაპებისთვის განთლება და გამოცდილება გაეზიარებინა, რისთვისაც შეიმუშავე აღნიშნული პლათფორმა სახელად – https://www.groundup.vc/resources სადაც ასობით ძალიან საინტერესო რჩევას შეხვდებით. ეს შეიძლება იყოს – რჩევა დაფინანასების მოპოვებაზე, მარკეტინგზე, პროდუქტის განვითარებაზე და სხვა მრავალ მიმართულებაზე, აღსანიშნავია ისიც, რომ რჩევები სხვადასხვა ფორმატიითა წარმოდგენილი, ზოგი მათგანი ბლოგია, ზოგი პოდკასტი, ზოგი კი უბრალოდ რომელიმე წიგნის წაკითხვას გვირჩევს კონკრეტული პრობლემისა თუ გამოწვევის მოსაგვარებლად. ამიტომ გირჩევთ ჩაუჯდეთ.

პ.ს რადგან ამ სტატიამ დაგაინტერესა, ნიშნავს იმას, რომ ან სტარტაპი ხარ ან გაქვს რაღაც იდეა, ხოდა როგორც უკვე გაიგე, ეს რესურსი შექმნილია VC ფონდის მიერ, ამიტომ გირჩევ მათი საიტიც დაათვალიერო.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს