ნაბიჯები მიზნის მისაღწევად: 5 აუცილებელი გზა წარმატებისთვის

天道酬勤 — Heaven rewards the diligent
ყველა დიდ მიზანს წინ უძღვის მყარად ჩამოყალიბებული დისციპლინა. მოცემული სიბრძნე და წესები, რომლებიც ჩინურ კულტურაში იჩენენ თავს მუდმივ მოძრაობას წინ გვიჩვენებს, რომ წარმატება არ მოდის შემთხვევით. ის არის ყოველდღიური შრომის, სიმტკიცის და საკუთარი თავისადმი ერთგულების შედეგი.


წარმატების მისაღწევად ხშირად ბევრი რამის დათმობა და შეცვლა გვიწევს, თუმცა სწორედ ეს ყოველივე მიგვიყვნას მიზნამდე. მოცემულ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე ნაბიჯს, რომელიც აუცილებლად შეცვლის თქვენ ზრდას და უფრო დინამიურს გახდის მას.

1. შექმენი რუტინა, რომელიც პატივისცემის გარანტიაა.

ყველა მოგვიწოდებს რუტინის შექმნისკენ. ქვეცნობიერად, ჩვენც გვაქვს გააზრებული მისი მნიშვნელობა. თუმცა მიზეზი იმაზე ღრმაა ვიდრე გვგონია. დილით ადგომის, სწავლისა თუ დასვენების დროების განსაზღვრა კარგი მართვის სტრუქტურაა, რომელიც გეხმარება, დღის განმავლობაში პროდუქტიულად მოძრაობაში. რუტინის შექმნა პირდაპირ კავშირშია პატივისცემასთან. ეს ნეირომეცნიერების დონეზეც დადასტურებულია. როცა მუდმივად მივყვებით სტრუქტურირებულ, გამიზნულ დავალებებს (პატარებსაც კი), ჩვენი ტვინი მოქმედებისა და პასუხისმგებლობის დაკავშირებას იწყებს. ეს პროცესი ამყარებს პრეფრონტალურ ქერქს, არეა, რომელიც პასუხისმეგებელია გადაწყვეტილების მიღებაზე, დაგეგმვასა და თავის კონტროლზე. ეს ასევე ააქტიურებს ტვინის დასაჩუქრების სისტემას დოფამინის საშუალებით და გვიჩენს უფრო დიდი შრომის სურვილს მიზნის მისაღწევად. მოკლედ რომ ვთქვათ, როცა ვასრულებთ იმას რასაც ჩვენს თავს ვპირდებით შინაგან სიძლიერის ბოძს ვიქმნით.

2. დაიწყე პატარა ნაბიჯებით

დიდი დავალების შესრულება ნებისმიერი ადამიანისთვის ურთულესი და ზოგჯერ მოუღწეველია. იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ, რაიმე კონკრეტულ სფეროში, გვჭირდება დავალების დაყოფა და ტვინისთვის მარტივ ენაზე “გადათარგმნა”. მაგალითად თუ მიზანი გაქვს “მინდა წარმატებული ბიზნესი”, ტვინისთვის ეს აბსტრაქტულია.
მაგრამ თუ მას დაყოფ შემდეგნაირად:
– დღეს დავწერ 1 იდეას პროდუქტის ან სერვისის შესახებ
– ხვალ 10 ადამიანს გამოვკითხავ
– ზეგ შევქმნი Instagram გვერდს
ეს უფრო ნათელი იქნება გონებისთვის და უფრო მალეც მიაღწევ შედეგს.

3. თვითკონტროლი

მოტივაცია მოძრავია, ამიტომ საჭიროა გვქონდეს რაიმე ძალა რაც სტატიკურია. ეს კი დისციპლინის დამახასიათებელი თვისებაა, საჭიროა ისწავლო მოქმედება ამინდის, ხასიათის და გარე ფაქტორების მიუხედავად. იმისათვის რომ ეს გამოგივიდეს საჭიროა ნათლად ხედავდე შენს მიზანს და ისწრაფოდე მისკენ მუდმივად.

4. მიზნების ფურცელზე ამოწერა

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამ ნაბიჯს არასერიოზულად აღიქვამს, კალიფორნიის დომინიკის უნივერსიტეტის პროფესორი, გეილ მეთიუისი იკვლევს, რომ იმ ადამიანთა წარმატების მაჩვენებელი რომლებიც თავის მიზნებს წერდნენ ფურცელზე, 42%-ით მეტი იყო ვიდრე ხალხს რომელსაც უბრალოდ გონებაში ჰქონდათ ისინი.

5. ყველა მარცხიდან გამოიტანე რაიმე ღირებული

არავის უყვარს მარცხი და დაცემა, თუმცა მხოლოდ ცოტაოდენმა იცის მისი რეალური ფასი. ხშირად ეს მწარე გაკვეთილები უფრო მეტს გვასწავლიან ვიდრე უშუალოდ მიზნის მიღწევა. ყოველ ჯერზე როცა იაზრებთ რომ გეგმა ისე არ წავიდა როგორც თქვენ გინდოდათ, დასხედით, კარგად გაანალიზეთ სიტუაცია და გამოიტანეთ მისგან რამე ღირებული. კითხვებს, რომლებსა დაუსვამთ თქვენს თავს ამ პროცესში დადებითად აისახება შემდგომ წარმატებაზე და უფრო დაგაახლოებთ საკუთარ თავთან.

და ბოლო …. „Heaven rewards the diligent“ (სამოთხე აჯილდოებს ყველაზე მონდომებულს.) — ეს სიბრძნე გვახსენებს, რომ შრომას ყოველთვის აქვს შედეგი. არ აქვს მნიშველობა სად ხარ ახლა ან რისი გაკეთება შეგეძლო 20 წლის წინ, ენდე საკუთარ თავს დაგეგმე ამ წამს და მალე აუცილებლად დაინახავ გაუმჯობესებას.

Previous Article

Spotify-ს Agile რევოლუცია: როგორ შეცვალა მუსიკამ ბიზნესის მართვის წესები

Next Article

AI-ის რევოლუცია მარკეტინგში: როგორ ზრდის ეფექტურობასა და შედეგებს ხელოვნური ინტელექტი

Write a Comment

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

გახდი FoundersPlus-ის წევრი

„გამოიწერე FoundersPlus - მიიღე ყოველი პოსტი ელფოსტაზე და თვალი ადევნე სხვა საინტერესო სიახლეებს!“
მხოლოდ ინსპირაცია, არანაირი სპამი ✨