ალბათ, ნებისმიერ ადამიანს ჰქონია ისეთი შემთხვევა, როცა საჭირო იყო ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც დღის რუტინას შეცვლიდა. ეს გონებისთვის საკმაოდ სტრესულია, ვინაიდან იგი ხშირად პანიკაში ვარდება და იბნევა. თუმცა უშუალოდ სისტემური რუტინის არსებობასაც აქვს გარკვეული დადებითი და უარყოფითი შედეგები. იმის მიუხედავად, რომ რღვევა დიდ სტრესთანაა დაკავშირებული, ამ ეტაპზე დაგეგმვაზე საუკეთესო ვარიანტი არ არსებობს.
ეს სტატია მოგიყვებათ დაგეგმვის, რუტინისა და მოქნილობის ღირებულების ნეირომეცნიერებას.
რუტინა და გონება – ერთმანეთზე დამოკიდებული ძალაა.
ბაზალური განგლიები: ტვინის ავტომატიზირებულუ ცენტია. ის ეხმარება ჩვევების ფორმირებასა და აძლევს საშუალებას დავალებას შესრულდეს ნაკლები ენერგიითა და ზედმეტი ფიქრის გარეშე.
პრე-ფრონტალური ქერქი: მონაწილეობს დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღებაში. რუტინის შექმნა გვეხმარება ტვინის აუტოპილოტურ რეჟიმში ჩაყენებაში (კბილების გახეხვა, მეილის შემოწმება), რაც ნიშნავს ენერგიის დაზოგვას უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისა და კრეატიული აზროვნებისთვის.
როცა რუტინა იცვლება, ტვინი იძულებულია კვლავ დაუკავშირდეს პრეფრონტალურ ქერქს – რაც იწვევს მენტალურ გადაღლას, იმედგაცრუებასა და ზოგჯერ შფოთვას.
დავალებების შეცვლა კოგნიტურ მოუქნელობას იწვევს
დავალებების შეცვლა ააქტიურებს (ACC)-ს, რაც პოულობს ქმედებებს შორის კონფლიქტს.
ნებისმიერი გადართვა ერთიდან მეორე დავალებაზე, ტვინს ანელებს და ნაკლებად ეფექტურს ხდის.
ხშირი ცვლილებები ამაღლებს კორტიზოლის დონეს, რაც სტრესს იწვევს.
ვინაიდან ჩვენს გონებას უყვარს წინასწარი გათვლების გაკეთება. მოულოდნელი ცვლილებები იწვევს სისტემის ამოტრიალებას, რაც დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვს.
დაგეგმვა გამკვლავების იარაღია და არა ციხე
სხვადასხვა ვარიაციების გამოყენება (თუ X მოხდება, მაშინ Y გავაკეთებ) მენტალურ მოქნილობას იწვევს.
დროის ბლოკირება, ის ტექნიკაა, რომელიც სპეციფიკური ტიპის დავალებისთვის ძალიან გამოსადეგია, იგი გადაწყვეტილების მიღების გადაღლას ამცირებს და მუშაობის რეჟიმზე ახდენს ფოკუსს, რაც თავისთავად ამცირებს შფოთვასა და მისგან გამოწვეულ ფიქრებს.
ნეირომეცნირების ხერხები დროის გადანაწილებასთან დაკავშირებით:
მედიტაცია და ფიქრი: ავარჯიშებს წინა ინსულას (კუნძულს), რაც აუმჯობესებს დაღლის კონტროლსა და საკუთარი შესაძლებლობების აღქმას.
დავალების ვიზუალიზაცია: ჰიპოკამპს ააქტივირებს და ემოციური გადაღლისგან იცავს ადამიანს.
პომოდოროს ტექნიკა: ტვინის ტალღებტან ეს ტექნიკა ყველაზე ახლოსაა (90-120 წუთის ანმავლობაში მუშაობა), იგი ასევე ანვიტარებს ფოკუსსა და მენტალურ ენერგიას.
იმის მიუხედავად, რომ გვიწევს ისეთ დროში ცხოვრება, როცა ერთ დღეში ათასობით დავალების შესრულება გვიწევს და მუდმივად ახალი აღმოჩენების გარშემო ვვარსებობთ, დროის მენეჯმენტი კვლავ დიდ პრობლემად რჩება. იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ საჭიროა ბალანსი მუშაობასა და დასვენებას შორის. ასევე წინასწარი რუტინის შექმნა და მაქსიმალური რაოდენობის დავალების შესრულება ბედნიერებისა და სიმშვიდის მოპოვების საუკეთესო გზაა. (მუშაობის კონტექსტში).