რატომ ახერხებენ ზოგიერთი მეწარმეები უფრო სწრაფ ადაპტაციას ცვლილებებთან, მაშინ როცა სხვები გადაწვისკენ არიან მიდრეკილნი? ან რატომ განსხვავდება კრიზიში, ოპტიმალური გზების მოძებნის დონეები სხვადასხვა ადამიანებში?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად კოგნიტური მოქნილობის პრინციპი დაგვეხმარება.
რა არის კოგნიტური მოქნილობა?
კოგნიტური მოქნილობა, ტვინის უნარია სწრაფად შეცვალოს გეგმა, გადართოს აზროვნება და ადაპტირდეს გარემოებებთან. მაშასადამე, ის გვეხმარება პრობლემის სხვადასხვა კუთხით დანახვაში და კრეატიული გადაჭრის გზების ძიებაში.
ბიზნესში ეს თვისება საჭიროა მაშინ, როცა:
- ბიზნესი ვერ ვითარდება გეგმის მიხედვით და საჭიროა ახალი მწერვალების დაწესება.
- გუნდი საჭიროებს ახალ სტრატეგიას
- ბაზრის ტენდენციები იცვლება და შენს იდეებს ახალი ხედვა სჭირდება
რას გვიყვება ნეირომეცნიერება ამ ფენომენის შესახებ?
2024 წლის ივნისში გამოქვეყნებული კვლევა ბელგიის ლიეჟის უნივერსიტეტიდან (The University of Liège, Belgium) აჩვენებს, რომ მეწარმეებში, განსაკუთრებით მათში ვინც უკვე არაერთი სტარტაპი განავითარა, ტვინის მარცხენა ინსულაში (insula) ფიქსირდება ნაცრისფერი ნივთიერების უფრო მაღალი მაჩვენებელი.
ინსულა პასუხისმგებელია:
– ადაპტაციურ აზროვნებაზე
– ემოციური რეგულაციის უნარზე
– გარემოზე სწრაფად რეაგირებაზე
რაც უფრო ინტენსიურად ვარჯიშდება ეს უბანი, მით მეტია მოქნილობა. შედეგად, მეწარმეები უკეთ მართავენ სტრესს, უფრო მარტივად იცვლიან გეგმას და სწრაფად იღებენ ახალ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს.
როგორ შეიძლება ამ თვისების განვითარება?
გთავაზობთ 5 პრაქტიკული გზას კოგნიტური მოქნილობის გასაძლიერებლად:
- გააზრებულად გადაერთე სხვადასხვა დავალებებზე:
სცადეთ 25 წუთი ანალიტიკურ ამოცანაზე (ცხრილები, ფინანსები) მუშაობა, შემდეგ 10 წუთი კი კრეატიულ იდეებზე (მარკეტინგი, ბრენდინგი). ეს ხელს უწყობს “აზროვნების გადართვის უნარის” განვითარებას. - პრობლემების სხვადასხვა კუთხით დანახვა:
ყოველდღე სცადე აღიქვა ერთი პრობლემა მინიმუმ 3 სხვადასხვა კუთხით. მაგალითად: “რატომ არ იყიდიან მომხმარებლები ჩემს პროდუქტს?” 1. ფასი, 2. კომუნიკაცია, 3. არასწორი ბრენდინგი. - შეცვალე რუტინა პატარა ნაბიჯებით:
იმგზავრე განსხვავებული გზით, შეცვალე სამუშაო სივრცე, სცადე ახალი ჰობი. მოცემული წვრილმანები ტვინს ასწავლის ცვლილებების მიმართ გახსნილობას. - ისწავლე ახალი უნარი:
მეორე ენის სწავლა, ახალი ინსტრუმენტის დაკვრა ან კოდირების ბაზის შესწავლა—ტვინის ახალ უბნებს ააქტიურებს. - მიუდექი სიტუაციას კრიტიკულად:
იდეის შემუშავებისას, დაუსვი შენს თავს კითხვა: “რა მოხდება თუ ამ ყველაფრის დაწყება თავიდან მომიწევს? ან თუ კონკრეტული მარკეტინგული სტრატეგია არ იმუშავებს?
კოგნიტური მოქნილობა არ არის მხოლოდ ფსიქოლოგიური ტერმინი—ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ნეირო-უნარი, რომელიც განსაზღვრავს შენს მდგრადობას ბიზნესში. ის გეხმარება არ გაჩერდე მარცხის წინაშე, და ხედავდე შესაძლებლობებს იქ, სადაც სხვები მხოლოდ დამარცხებას ხედავენ. თუ ყოველდღიურად იმუშავებ ამ უნარზე, შენც შეძლებ არა მხოლოდ გადარჩენას, არამედ მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე ყოფნას. დაიწყე დღე ერთი პატარა ცვლილებით.