დღეს AI აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა; ის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა, ბევრი მომხმარებელი იმედგაცრუებული რჩება ზოგადი ან არაზუსტი პასუხების გამო. მიზეზი ხშირად თავად AI-ში კი არა, არამედ მასთან კომუნიკაციის ფორმაშია.
იმისთვის რომ უკეთ გვესმოდეს თუ რა შეცდომას ვუშვებთ და როგორ შეიძლება ამ შეცდომის გამოსწორება, რაც AI-ს მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებაში დაგვეხმარება საჭიროა დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, გავიგოთ ის თუ როგორ მუშაობს AI
როგორ მუშაობს AI და რა არის ე.წ LLM?
სანამ პრომპტებს დავწერთ, უნდა გვესმოდეს, რა ხდება უშუალოდ AI-ს შიგნით”. თანამედროვე ენობრივი მოდელები (LLM – Large Language Models) მუშაობენ ალბათობის პრინციპით.
AI-მ წაიკითხა კაცობრიობის მიერ შექმნილი ტექსტების უზარმაზარი რაოდენობა. როდესაც თქვენ მას კითხვას უსვამთ, ის არ “ფიქრობს” ადამიანივით, არამედ ითვლის, თუ რომელი სიტყვა (ან სიმბოლო) იქნება ყველაზე ლოგიკური თქვენი კონტექსტის გასაგრძელებლად.
მნიშვნელოვანია: AI არის “ინტელექტუალური სარკე”. რაც უფრო ზუსტი და სტრუქტურირებულია თქვენი შეკითხვა, მით უფრო მაღალია ალბათობა, რომ მან სწორი პასუხი შეარჩიოს თქვენთვის.
ახლა საჭიროა გავიგოთ, რა არის პრომპტი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
პრომპტი (Prompt) არის ინსტრუქცია ან შეკითხვა, რომელსაც აძლევთ AI-ს. პრომპტ ინჟინერია კი არის ამ ინსტრუქციების ისე ჩამოყალიბება, რომ მოდელმა ზუსტად გაიგოს თქვენი განზრახვა.
წარმოიდგინეთ, რომ გყავთ ძალიან ნიჭიერი სტაჟიორი, რომელსაც საერთოდ არ აქვს კონტექსტი თქვენს საქმეზე. თუ ეტყვით: “დაწერე სტატია გაყიდვებზე”, ის დაწერს რაღაც ზოგადს. თუ ეტყვით: “დაწერე 500-სიტყვიანი ბლოგპოსტი საქართველოში ელექტრომობილების გაყიდვების ტენდენციებზე 2024 წელს”, შედეგი რადიკალურად განსხვავებული იქნება.
ხოდა AI-ზუსტად აღნიშნული პრომპტების მეშვეობით ხელძღვანელობს. რაც უფრო ნათლად და კარგად არის გადმოცემული საკითხი პრომპტში მით უფრო უკეთეს შედეგს იღებთ პასუხისს სახით.
როგორია ეფექტური პრომპტის სტრუქტურა (ფორმულა)
საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ შემდეგი კომპონენტები:
- როლი : მიწერეთ AI-ს, ვინ არის ის (მაგ: “შენ ხარ გამოცდილი მარკეტერი”, “შენ ხარ Python-ის დეველოპერი”).
- კონტექსტი : მიაწოდეთ გარემოებები (მაგ: “ჩვენ ვუშვებთ ახალ აპლიკაციას სტუდენტებისთვის”).
- დავალება : მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ, რა გსურთ (მაგ: “შეადგინე იმეილების კამპანია”).
- შეზღუდვები/ფორმატი : რა ენაზე, რა ტონით და რა ფორმით გსურთ პასუხი (მაგ: “გამოიყენე პროფესიული ტონი, მაქსიმუმ 3 პარაგრაფი, პუნქტებად დაყოფილი”).
არაფერი რთული ამაში არ არის, უკეთესი რეზულტატისთვის მიჰყევით ამ ნაბიჯებს:
ა) მკაფიო მიზნის განსაზღვრა
სანამ წერას დაიწყებთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: “რა არის ჩემი იდეალური პასუხი?”. თუ გსურთ იდეების გენერირება, იყავით კრეატიულობისკენ მიმართული. თუ გსურთ ფაქტობრივი ინფორმაცია, მოსთხოვეთ სიზუსტე.
ბ) იტერაციული მიდგომა
ნუ ეცდებით ყველაფრის ერთ პრომპტში ჩატევას. დაშალეთ დავალება ეტაპებად:
- პირველ ეტაპზე სთხოვეთ გეგმის შედგენა.
- მეორე ეტაპზე დაამუშავებინეთ თითოეული პუნქტი.
- მესამე ეტაპზე სთხოვეთ კორექტირება ან უფრო მეტი დეტალიზაცია.
გ) მაგალითების მიწოდება
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტექნიკა. შენ თუ შეგიძლია რომ მას მისცე დეტალური მაგალითი თუ რა გჭირდება AI-ს ეს ძალიან დაეხმარება
მაგალითი: “მე მჭირდება პროდუქტის აღწერა. აი ნიმუში: [ნიმუში]. ახლა დამიწერე მსგავსი სტილით ამ ახალ პროდუქტზე: [აღწერა]”.
სულ ეს იყო, შეგახსენებთ, რომ თუ უფრო მეტი გსურთ გაიგოთ AI-ს შესახებ, შეგიძლიათ ჩვენს კურსებს ესტუმროთ და ძალიან ხელმისაწვდომ ფასში შეიძინოთ თქვენთვის სასურველი კურსი და უფრო მეტი გაიგოთ – https://www.foundersplus.net/
ბოლოს კი, რჩევები უკეთესი შედეგისთვის
- იყავით სპეციფიკური: ნაცვლად სიტყვისა “მოკლედ”, გამოიყენეთ “100 სიტყვაში” ან “3 პუნქტად”.
- მიეცით დრო “ფიქრისთვის”: დაამატეთ ფრაზა “იფიქრე ეტაპობრივად” (Think step-by-step). ეს აიძულებს მოდელს, ჯერ ლოგიკური ჯაჭვი ააგოს და შემდეგ მოგცეთ პასუხი, რაც ამცირებს შეცდომებს.
- უკუკავშირი: თუ AI-მ შეცდომა დაუშვა, ნუ დაიწყებთ ახალ ჩატს. მიუთითეთ შეცდომაზე: “ეს ნაწილი კარგია, მაგრამ მეორე პუნქტში ტონი ძალიან ფორმალურია, გახადე უფრო მეგობრული”.
აბა წარმატებები <3