ნიახურის ტესტი

დღესდღეობით კომპანიების უმეტესი ნაწილი, იმისათვის რომ საკუთარი პროდუქტი გააუმჯობესონ გასაოცარ ხერხს მიმართავენ. დიდი ალბათობით თქვენც დაინტერესდით, თუ რა არის ეს საოცარი ხერხი, რომელიც ასე კარგად მუშაობს? – „სხვისი პრაქტიკის გადმოღება“.  სამწუხაროდ, იმედი უნდა გაგიცრუოთ და გითხრათ, რომ მოსაზრება „ის თუ კარგია მათთვის, კარგი იქნება ჩვენთვისაც“ არ მუშაობს.

კომპანიები, რომლებიც ამ ხერხს მიმართავენ ავიწყდებათ ერთი მნიშნვნელოვანი დეტალი, ის რომ „საუკეთესო პრაქტიკა“ ყველა შემთხვევაში არაა საუკეთესო. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად წარმატებული კომპანიისგან გადმოიტანთ მათ აპრობირებულ და კარგად მომუშავე სისტემას, შედეგი იგივე არ იქნება.

წარმატებულ კომპანიებს თავიანთი პრაქტიკა ლატარიაში არ მოუგიათ და არც ვინმესგან გადმოუღიათ. მათ უბრალოდ დაიწყეს კითხვით რატომ, და თავიანი რატომის პასუხი დაგვაჯერეს ჩვენც. თუ თქვენც გაიაზრებთ თქვენი კომპანიის არსებობის მიზანს, იმას, თუ რატომ არსებობს თქვენი კომპანია და ამას მკაფიოდ, ნათლად, ზუსტად დაგვანახებთ და დაგვაჯერებთ, მაშინ, გილოცავთ, თქვენ ეს ესაა საკუთარი საუკეთესო პრაქტიკა შეიმუშავეთ.

სიმართლე გითხრათ, ცუდი არაფერია იმაში თუ შეხევდავთ სხვებს და გაიგებთ რას და როგორ აკეთებენ. უბრალოდ, რთულია გაიგოთ რა მეთოდებს და რჩევებს უნდა მიყვეთ.

„ნიახურის ტესტი“, რომელიც საიმონ სინეკმა გაგვაცნო დაგეხმარებათ ზუსტად დაინახოთ თქვენი ,,რატომ“ და შედეგზე ორიენტირდეთ.

წარმოიდგინეთ, მიდიხართ წვეულებაზე. თქვენთან მოდის ვიღაც და გეუბნებათ : „იცით, რა გჭირდებათთ თქვენს ორგანიზაციაში? M&M’s-ი (შოკოლადი) . თუ ბიზნესში M&M’s-ს არ იყენებთ, ფულს კარგავთ“. შემდეგ სხვა გიახლოვდებათ და გეუბნევათ: „იცით რა გჭირდებათ? ბრინჯის რძე. მონაცემების თანახმად, ახლა ყველა ბრინჯის რძეს ყიდულობს. არსებული ეკონომიკის პირობებში ბრინჯის რძე უნდა გაყიდოთ“. შემდეგ სხვა ადამიანი გაძლევთ კეთილ რჩევას „ორცხობილა Oreo, აი რა გჭირდებათ“. შემდეგ კიდევ მოდის ერთი ადამიანი და გეუბნებათ: „ნიახური. ნიახურის ბიზნესი უნდა დაიწყოთ“.

თქვენ მიიღეთ შესანიშნავი რჩევები ძალზედ მაღალკვალიფიციური ადამიანებისგან. ზოგიერთი მათგანი თქვენზე წარმატებულიც კია. აი, ახლა რას შვებით?

მიდიხართ სუპერმარკეტში და ყიდულობთ ბრინჯის რძეს, ნიახურს, oreo-სა და M&M’s-ს. სუპერმარკეტში ამ პროდუქტების ძებნაში კარგავთ ძალიან ბევრ დროსა და ფულს, რადგან ყველაფერს ყიდულობთ. თუმცა, მიიღებთ ამ პროდუქტებიდან რამე ღირებულს? ან იმ შემთხვევაში რა უნდ ქნათ თუ თანხაშიც შეზღუდული ხართ რა რამე პროდქტის ამოღება დაგჭირდებათ? მაგ შემთხევაში რომელ პროდუქტს ამოიღებდით?

ამ სიტუაციიდან მხოლოდ ერთი რამ არის ნათელი: როცა სუპერმარკეტში დგახართ ნიახურით, ბრინჯის რძით, oreo-სა და M&M’s-ით ხელში, ვერავინ ვერ მიხვდება რისი გწამთ.

მაგრამ, რა მოხდება თუ სუპერმარკეტში წასვლამდე გეცოდინებათ თქვენი რატომ? მაგალითად ჯანმრთელობისვის სასარგებლო ქმედებები. ისევ მივიღებთ კეთილი ადამიანების რჩევებს, თუმცა შემდეგ ჯერზე სუპერმარკეტში მხოლოდ ბრინჯის რძესა და ნიახურს შეიძენთ. ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ სხვა რჩევები ცუდია, უბრალდო თქვენი შემთხვევისთვის არაა შესაფერისი.

თუ გადაწყვეტილებებს გაატარებთ რატომ ფილტრში, შედეგად სუპერმარკეტში დახარჯავთ ნაკლებ დროს, ნაკლებ თანხას და შესაბამისად უფრო პროდუქტიულ სიტუაციაში აღმოჩნდებით. წარმოიდგინეთ დგახართ სუპერმარკეტის რიგში, ხელში გიჭირავთ ნიახური და ბრინჯის რძე და გამვლელი გეუბნებათ: „ვხედავ გჯერათ რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საჭიროა, გეთანხმებით და თქვენთან ერთი კითხვა მაქვს“ – პირველი წარმატება, თქვენ უკვე მიიპყარით ყურადღება, დააინტერესეთ კლიენტი, მხოლოდ იმით რომ დაანახეთ თქვენი რწმენა. თუ იდგებოდით ისევ ყველა პროდუქტით ხელში, ვერავინ მიხვდებოდა რის მიღწევას ცდილობდით.

ამ ამბის საუკეთესო ნაწილი ისაა, რომ მას შემდეგ რაც გაჩნდა კითხვა რატომ, მას მერე უკვე იცოდით რომ მხოლოდ ბრიჯის რძესა და ნიახურს შეიძენდით. რატომ ფილტრის მერე უკვე მიხვდით რა გადაწყვეტილება იქნებოდა სწორი. – ეს არის პრიორიტეტის მინიჭება.

როდესაც ორგანიზაციაში მკაფიოდ არის განცხადებული რატომ, ყველაფერი გაცილებით მარტივია. თანამშრომლები ისევე ცალსახად მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორც დამფუძნებელი. რატომ წარმოადგენს მკაფიო ფილტრს, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება.

შედეგად, ვიღებთ კომპანიას სადაც თანამშრომლებს და მომხმარებლებს ერთნაირი ღირებულებები, ფასეულობები და მრწამსი გააჩნიათ. კომპანიას, რომელმაც იცის რატომ არსებობს და რა ღირებულებების მატარებელია. რომელსაც რაღაცის შეცვლა და სხვისი პრობლების გადაჭრის სურვილი აქვს.

მარტივი არ არის დაიწყო სიტყვით რატომ, რადგან ძალიან ბევრ რამეზე დაგაფიქრებს. თუმცა ის რა გზებზეც დაგაყენებს მეტად ღირებული და ფასეულია.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს