არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის სიატის შექმნა გჭირდებათ, იქნება ეს ონლაინ მაღაზია თუ მარტივი საინფორმაციო ვებ გვერდი, ან სულაც ბლოგის ტიპის საიტი – WordPress-ი ყველა შემთხვევაში გამოგადგებათ.
თუ საიტის შექმნაზე გიფქრიათ აუცილებლად გეცოდინებათ WordPress ის შესახებ. მისი პოპულარულობის გამო გადავწყვიტეთ მეტი ინფორმაცია გაგვეზიარებინა მკითხველისთვის, სწორედ ამ მიზნით Founders -ის გუნდი კომპანია Webintelligence დამფუძნებელს გეგა კუპრეიშვილს გაესაუბრა:
F: პირველ რიგში, მარტივად აგვიხსენი რა არის WordPress-ი
WordPress, არის უმარტივესი და ყველაზე პოპულარული გზა საკუთარი ვებსაიტის ან ბლოგის შესაქმნელად. WordPress, ფაქტობრივად, ფლობს ინტერნეტის ყველა ვებსაიტის 43.3%-ს. რაც თითოეული ჩვენგანის მიერ მონახულებული ვებგვერდებიდან ყოველი მეორეა.
წლების წინ, WordPress იყო მთავარი ინსტრუმენტი ბლოგების შესაქმნელად. დღესდღეობით, კი WordPress-ზე კოდის ცვლილებებისა და პლაგინების წყალობით, შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ვებსაიტის შექმნა.
პოპულარული ბრენდები თუ სახელმწიფოები ვებ- გადაწყვეტილებად სწორედ WordPress -ის ბაზას ირჩევენ. მაგალითად, ვებ-საიტები, როგორებიც არის – Whitehouse.gov; Microsoft; BBCAmerica.com; .mtv.com; nytco.com; thewaltdisneycompany.com – და სხვა.
F: მაინც რა განაპირობებს ვორდპრესის ასეთ პოპულარობას?
პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ, რომ WordPress-ის ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობა არის ის, რომ იგი არის უფასო, ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფა, იგი გამოირჩევა მოქნილობით როგორც მზა ისე ქასთამ პროექტებით.
მისი თემებისა და დანამატების უზარმაზარი ეკოსისტემის საშუალებით მარტივად შეგვიძლია ვებ-გვერდზე ცვლილებები. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია ავაწყოთ ერთი უბრალი ვებ-საიტი WordPress-ის თემების(Themes) გამოყენებით (ეს ძირითადად ცვლის ვებსაიტის ვიზუალს.) ხოლო პლაგინების (Plugins) – (ძირითადად ცვლის ვებსაიტის ფუნქციონირებას.) საშუალებით გავხადოთ ის მძლავრი მრავალფუნქციური საიტი. საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რომ WordPress საშუალებას გვაძლევს შევქმნათ თითქმის ნებისმიერი ტიპის ვებსაიტი.
F: ბევრისგან გაგვიგია, რომ WordPress უსაფრთხო არ არის, მის უსაფრთხოებაზე რას გვეტყვი?
პირიქით, ვიტყოდი, რომ ვორდპრესი განიხილება როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო სისტემა.
არსებობს უამრავი პლაგინი რომელიც სისტემის უსაფრთხოებასა და დაცვას უზრუნველყობს. თუმცა, სასურველია WordPress-ის უსაფრთხოებისთვის, მხოლოდ ერთ გზას არ დავეყრდონთ, დაცვის ერთ ინსტრუმენტზე დაყრდნობა იშვიათად გახლავთ კარგი იდეა. სწორედ ამიტომ, არსებობს უსაფრთხოებისათვის შემუშავებული 10 ნაბიჯი, რომელთა იმპლემენტაციის შემთხვევაშიც WordPress-ის საიტთა 99.9% უსაფრთხოება გარანტირებულია.
საიტის უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ეტაპები:
- SSL / https საიტზე
- შეარჩიეთ ვორდპრეზე მორგებული ჰოსტინგი
- პლაგინების მუდმი განახლება
- ქორ სისტემის განახლება
- თემის განახლება
- გამოიყენეთ ძლიერი და უნიკალური პაროლები და უზერნეიმები
- ჩართეთ ორმაგი ავოტირზაცია
- დააყენეთ უსაფრთხოების პლაგინი
- შეცვალეთ სამართავი პანელის ბმული
- Backup your WordPress site
F: რამდენად მარტივია ან რთულია დაიწყო ვორდპრესით, რა რესურსებია საჭიროდ დაწყებისთვის?
მართული ვორდპრეს ჰოსტინგი – (Managed WordPress Hosting)
მართული WordPress არის სპეციალიზებული სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომია ზოგიერთი ვებ ჰოსტინგის პროვაიდერის საშუალებით. ის მუდმივად მართავს თქვენი WordPress ვებსაიტის ყველა ტექნიკურ ასპექტს. მართული ჰოსტინგის კომპანია პასუხისმგებელია ვებსაიტის რუტინულ მოვლასა და შენარჩუნებაზე, მათ შორის სიჩქარეზე, უსაფრთხოებაზე, ავტომატური სარეზერვო ასლებისა და განახლებების ჩათვლით:
- https://wordpress.com/
- site.namespace.ge
Regular Hosting – მოიაზრებს – ჰოსტინგის არჩევის შემდგომ თავად უზრუნველყოთ ვებ-საიტის ტექნიკური ნაწილი -(დააყენოთ, ააწყოთ, გამართოთ და გატესტოთ ვებ საიტი)
F: ბაზარზე ბევრი CMS(Content Management Systems) პლატფორმაა, რა გამოარჩევს ვორდპრესს სხვებისგან ?
მარტივი და ადმინისტირებადი
ექსპერტების აზრით, WordPress არის საუკეთესო CMS, რადგან ის არის ყველაზე ხშირად გამოყენებული CMS 60.8% ბაზრის წილით, მოსახერხებელია მომხმარებლისთვის და აქვს ყველაზე მეტი თემები და ფლაგინები. ეფექტური ვებსაიტის შექმნა არ მოითხოვს არც დიდ შრომას და, არც დიზაინის ცოდნას.
უამრავი დანამატი და ფლაგინი
თემის პოვნა, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის მოთხოვნებს, მარტივია WordPress-ში არსებული თემების ფართო არჩევანის წყალობით. გარდა ამისა, შეგვიძლია შევცვალოთ ამ თემების ფერები და ფონი, ავტვირთოთ ლოგოები და დავამატოთ მრავალი სხვა ფუნქცია ყოველგვარი კოდის წერის გარეშე.
მოქნილობა
ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი არის ვებსაიტის მასშტაბირების შესაძლებლობა. 59,471-ზე მეტი მოდული მხარს უჭერს საიტის განვითარებას. ფლაგინების რაოდენობა არის უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერი სხვა CMS-ში.
SEO-მეგობრული
მიუხედავად იმისა, რომ WordPress-ის ბევრი კონკურენტი ვერ უზრუნველყოფს მარტივი საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის გამოცდილებას, WordPress ეფექტურია SEO-ს საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში. მისი საშუალებით შეგვიძლია შემდგომი ანალიზი და ოპტიმიზაცია მოვახდინოთ ნებისმიერი შინაარსის, საკვანძო სიტყვებისა და ფლაგინების გამოყენებით.
ქასთამიზაციის შეუზღუდავი შესაზლებლობა
საკუთარი პროექტის პერსონალიზაცია WordPress-ის ერთ-ერთი გამორჩეული ფუნქცია გახლავთ. მოცემული სერვისი თქვენს მიერ ჩამოყალიბებული ვებ გვერდის პირველსახეში ისეთი ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას გაძლევთ, როგორებიცაა: ფერი, შაბლონის თემა, დიზაინი, საიტის ფუნქციონალობა… პერსონალიზირებული დანამატებითა და ფუნქციებით, შეგიძლიათ შექმნათ საიტი, რომელიც აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს და ვიზიტორებს უზრუნველყოფს უწყვეტი გამოცდილებით, გაძლიერებული უსაფრთხოებითა და ინდივიდუალური მიდგომით. რაც საბოლოო შედეგს მეტად უნიკალურსა ხდის.
ქასთამ პროექტებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღებისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი კომპანიის შოუქეისებს: ლინკი
F: თქვენი კომპანია ცნობილია, WordPress ის უმაღლესი დონის დეველომენტით, შეგიძლია გაგვიზიაროთ უფრო მეტი ინფორმაცია რას ნიშნავს ვორდპრესი თქვენი კომპანიისთვის და როგორ უყურებთ მის განვითარებას.
ჩვენი კომპანია WordPress-ს 2011 წლიდან იყენებს. მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც რეგულარულ ჰოსტინგს (Regular Hosting), ასევე მართულ ჰოსტინგს (Managed Hosting).
ჩვენი კომპანიისთვის უმთავრესი მიზანი კონკრეტულ პროექტში მომხმარებელის მოთხოვნების გაგება და მათი რეალიზება გახლავთ. ცნობილია, რომ WordPress გვთავაზობს ისეთ მნიშვნელოვან სერვისებს, როგორიცაა custom solution-ები, უსაფრთხოების შენარჩუნება, მომხმარებლებზე მორგებული თემები, web ჰოსთინგი, storage, კონტენტის ტრანსფერი, ვებსაიტის ყოველდღიური back-up, საიტის გრძელვადიანი მახარდაჭერა და სხვა. თითოეული ჩამოთვლილთაგანი კი საბოლოოდ ქმნის იმ მაღალი დონის სისტემას, რომლის იდეალიზებასაც Webintelligence ახდენს, მისი ვებსაიტების, ინტრანეტისა და აპლიკაციების შექმნის გამოცდილებით, ადგილობრივი და ევროპული მასშტაბით.
ამდენად, Webintelligence -ისათვის WordPress გახლავთ სანდოობით აღჭურვილი დამხმარე მექანიზმი, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ მუშაობას ამდიდრებს და პროექტების ფორმირებაში ხელსგვიმართავს.
მოგეწონა სტატია?