Google docs -ის საინტერესო ფუნქციები

ალბათ ყველასათვის კარგად ნაცნობია Google Docs-ი და მისი შესაძლებლობები, თუმცა Founders.ge-ს გუნდმა გამოვარჩიეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც თქვენს პროდუქტიულობას საგრძნობლად გაზრდის.

  1. Pageless view
    ერთ ერთი ჩემი ფავორიტია ფუნქციაა. ეს განსაკუთრებით სასარგებლო ფუნქციაა, თუ მუშაობა გიწევთ დიდ სურათებთან ან წერთ ვებისთვის. აღნიშნული ფუნქციის ჩართვის შემდეგ თქვენ გექნება ერთიანი, დიდი, თეთრი სივრცე კონტენტზე სამუშაოდ.

ფუნქციის ჩართვა შესაძლებელია File > Page Setup მენიუდან.

2. მენიუს shortcut-ები

Google Docs-ს ბოლოს განახლების შემდეგ, დაემატა ძალიან საინტერესო და გამოსადეგი shortcut-ის ფუნქცია, რომლის დახმარებით შეგიძლიათ მარტივად მონიშნოთ ადამიანები, დაამატოთ სხვადასხვა ელემენტები და გამოიყენოთ ფუნქციების ფართო სპექტრი მაუსის დაჭერის გარეშე. ამისათვის წერის დროს აკრიფეთ @ სიმბოლო და გამოჩნდება ჩამოსაშლელი მენიუ.

ასე რომ, თუ იყენებთ სხვა Google-ის აპლიკაციებს, ყველაფერი გაცილებით ურთიერთდაკავშირებულია.

3. ჩამოსაშლელები

ერთ ერთ ქონთენთზე მუშაობის დროს, გამოვიძახე shortcut მენიუ @ სიმბოლოს აკრეფით და შემთხვევით აღმოვაჩინე Dropdown ფუნქცია.

ეს არის საჭირო ელემენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ წინასწარ გამზადებული ჩამოსაშლელი მენიუ, ან შექმნათ საკუთარი dropdwon ლისტი.

ეს ფუნქციონალი განსაკუთრებით სასარგებლოა პროექტების მართვის და მონიტორინგის დროს, ან დოკუმენტის სექციების სტატუსისთვის.

4. ცხრილები

ცხრილის შექმნა მარტივია Google Docs-ში. უნდა აირჩიოთ რამდენი მწკრივი და სვეტი გსურთ და სულ ეს არის, თუმცა, აქაც გვაქვს რამდენიმე საინტერესო რამ: Google-მა დაამატა ახალი შაბლონები.

  • Product Roadmap:
  • Review tracker:
  • პროექტის ფაილების ცხრილი სამი სვეტით: ფაილი, აღწერა და სტატუსი.
  • ქონთენთის მენეჯმენტი ექვსი სვეტით: ტიპი, აღწერა, გამოქვეყნების თარიღი, გამოქვეყნებული, განყოფილება და ბმული.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შაბლონები ჯერ კიდევ შორს არის სრულფასოვანი პროექტის მართვის აპლიკაციისგან, მათ შეუძლიათ დახმარება გაუწიონ მცირე პროექტების ორგანიზებას სხვა ჩანართზე გადასვლის გარეშე.

5. Meeting notes

Shortcut მენიუდან (@ სიმბოლო) “Meeting Note” ის არჩევის შემდეგ, თქვენ გამოგიჩნდებათ ყველა დაგეგმილი შეხვედრა. ჩამონათვლიდან აირჩიეთ მიმდინარე შეხვედრა და Google doc ავტომატურად დააგენერირებს შეხვედრის ნოუთების/ჩანაწერების შაბლონს

6. Email შაბლონი

თქვენ შეგიძლიათ შეადგინოთ ელფოსტა პირდაპირ Google Docs-ში და გაუგზავნოთ ის Gmail-ის მეშვეობით თქვენს კონტაქტებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ Google Docs-ის ყველა ელემენტი ელფოსტის წერისას და ისინი ექსპორტირებული იქნება თქვენ მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში. დიახ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ ისეთი ელემენტები, როგორიცაა ცხრილები, dropdown ელემენტები და ფაილის ბმულები.

ელ ფოსტის დრაფტის შედგენა შეგიძლიათ Insert – Building Blocks – Email Draft

შეავსეთ ელ.ფოსტის ველები და დაამატეთ თქვენი ელფოსტის ტექსტი. როდესაც მზად იქნებით მისი გასაგზავნად, დააწკაპუნეთ Gmail-ის ხატულაზე მისი ექსპორტისთვის.

7. Checklists

Google doc ში საკუთარი შესასრულებელი ამოცანების სიის შექმნაც შეგიძლიათ, ამისათვის უნდა გახსნათ და დახუროთ კვადრატული ფრჩხილები [] და დააჭირეთ ღილაკს space

8. Watermarks

ზოგჯერ გსურთ ე.წ. Watermarks ის გამოყენება, რათა მკითხველს აცნობოთ, რომ ისინი ათვალიერებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას, ან გსურთ დაიცვათ თქვენი ნამუშევარი.

დასაწყისისთვის, დარწმუნდით, რომ თქვენი დოკუმენტი არ იყენებს Pageless views. შემდეგ დააჭირეთ insert > watermarks. შეგიძლიათ ატვირთოთ სურათი ან დაწეროთ ტექსტი, რომლის გამოყენებაც გსურთ.

9. ინტეგრაცია Google Meet -თან

Google Docs საშუალებას გაძლევთ შეუერთდეთ ან შექმნათ შეხვედრა ისე, რომ თქვენი დოკუმენტი არ ჩახუროთ. ჯერ დარწმუნდით, რომ იყენებთ Chrome-ს (სხვა ბრაუზერები არ უჭერენ მხარს ამ ფუნქციას), შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Meet ზედა მარჯვენა კუთხეში. დაიწყეთ ახალი შეხვედრა ან შეიყვანეთ შეხვედრის კოდი.

ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, როდესაც გსურთ თქვენი დოკუმენტის შინაარსი სხვებს წარუდგინოთ, რადგან შეგიძლიათ ეკრანზე გააზიაროთ Doc-ი. ეს ფუნქციები ასევე ხელმისაწვდომია Sheets-სა და Slides-ში.

10. Chat in Google Docs

თუ გირჩევნიათ დოკუმენტის სხვებთან ერთად გადახედვა შეხვედრის გარეშე არც ეგაა პრობლემა, შეგიძლიათ მათთან პირდაპირი ჩეთი Google Docs-ის ჩატის ფუნქციის გამოყენებით (ეს ფუნქცია მიუწვდომელია, თუ მხოლოდ თქვენ გაქვთ გახსნილი ფაილი).

მოგეწონა სტატია?

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს