Microsoft გეგმავს თავისი AI შესაძლებლობები გააერთიანოს და მომხამრებლებს კომბინირებულ გამოცდილება შესთავაზოს, რომელიც Microsoft Copilot-ს სახელით იქნება ცნობილი.
Microsoft Copilot ინტეგრირებული იქნება Microsoft-ის ყველა აპლიკაციასთან, მათ შორის Microsoft 365, Windows 11, Edge და Bing. Copilot-ის საშუალებით მომხმარებლებს შეეძლებათ მიიღონ AI-ის დახმარება მათი სამუშაო პროცესის პრაქტიკულად ყველა ასპექტში.
მაგალითად, Microsoft 365 აპლიკაციების შემთხვევაში, მათ შორის Word, Excel, PowerPoint, Outlook და Teams, Copilot-ი დაგეხმარებათ თქვენი სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციაში, როგორიცაა ტექსტისა და ცხრილების გენერირება Word-ში, ელფოსტის შეჯამება და შედგენა Outlook-ში და პითონის ვიზუალიზაციის გენერირება Excel-ში და ა.შ.