მარკეტერებისთვის, მომხმარებლების საკონტაქტო ინფორმაცია ერთ-ერთი ძვირფასი საკუთრებაა. ეს არის ინსტრუმენტი კონტაქტის შესანარჩუნებლად.
Meta-ს custom audiences ფუნქციის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი მომხმარებლების სია Facebook-ზე, Instagram-ზე და სხვა მეტას პლატფორმებზე, მიზანმიმართული რეკლამის შესაქმენელად.
რა არის Facebook-ის custom audiences?
Meta-ს custom audiences საშუალებას გაძლევთ თქვენი რეკლამები აჩვენოთ თქვენს არსებულ კონტაქტებს. მარტივად რომ ავხსნათ, თქვენ Meta-ს უნდა მიაწოდოთ თქვენი მომხმარებლების სია (ელ.ფოსტა, ტელეფონი და ა.შ.) Meta დაამუშავებს თქვენს მიერ მიწოდებულ მონაცემებს, შემდეგ კი ეცდება თავის პლატფორმაზე მსგავსი მონაცემების მომხმარებელი იპოვოს.
არსებობს ოთხი ტიპის custom audiences:
- ვებსაიტის აუდიტორია, თქვენ შეგიძლიათ რეკლამა გაუშვათ იმ მომხმარებლებზე, რომლებიც თქვენს ვებსაიტს სტუმრობდნენ.
- აპლიკაციის აუდიტორია, შეგიძლიათ რეკლამა გაუშვათ იმ მომხმარებლებზე, რომელიც იყენებს თქვენს აპლიკაციას.
- თქვენ შეგიძლიათ რეკლამა გაუშვათ იმ მომხმარებლებზე, რომლებმაც ინტერესი გამოხატეს თქვენი Facebook / Instagram გვერდის ან/და პოსტების მიმართ (ინტერესში იგულისხმება, თუ მომხამრებელმა მოიწონა თქვენი რომელი პოსტი, უყურა ვიდეოს და ა.შ.)
- და ბოლოს, თქვენ შეგიძლიათ რეკლამა გაუშვათ იმ მომხამარებლებზე, რომლებსაც თქვენ თავად მიაწვდით მეტას.
ამ პოსტში სწორედ ბოლო ტიპის Custom Audiences-ზე მოგიყვებით.
წარმოიდგინეთ, რომ ქართული სამზარეულოს შესახებ უშვებთ კულინარიულ წიგნს და გადაწყვიტეთ ამ წიგნის პოპულარიზაცია. ამისთვის თქვენ შექმენით Landing page და განათავსეთ ინფორმაცია თქვენი წიგნის შესახებ, ლენდინგ ფეიჯზე განათავსებთ სარეგისტრაციო ფორმა, სადაც დაინტერესებული ვიზიტორები ელ. ფოსტას ტოვებენ. 1 თვის შემდეგ თქვენ უკვე დააგროვეთ 10,000-მდე მომხმარებლის ელ.ფოსტა, ამასობაში წიგნიც გამოუშვით და გინდათ ამ ადამიანებს, ვინც საიტზე ელ.ფოსტა დატოვა, ინფორმაცია გაუზიაროთ.
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მათ პირდაპირ, ელექტრონული ფოსტით მიწეროთ, მაგრამ დიდი ალბათობაა იმისა, რომ თქვენი მეილი ვერ ნახონ, სპამში ჩავარდეს ა.შ.
კიდევ ერთი, მარტივი და ძლიან ეფექტური გზა ზემოთ მოყვანილ აუდიტორიასთან კომუნიკაციის დამყარებისთვის არის Meta Custom Audiences-ი. თქვენ შეგიძლიათ, არსებული ელ. ფოსტა შესაბამისი სიის სახით Meta-ს პლატფორმას მიაწოდოთ, Meta დაამუშავებს ამ მონაცემებს და იპოვის ყველა იმ მომხმარებელს მის პლატფორმაზე, ვინც თქვენს მიერ მიწოდებულ ელ.ფოსტის მონაცემებს ემთხვევა. შესაბამისად თქვენ საშუალება გეძლევათ, არა მხოლოდ ელექტრონული ფოსტით, არამედ Meta-ს პლატფორმებითაც გქონდეთ კომუნიკაცია აღნიშნულ აუდიტორიასთან.
მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის
მას შემდგე რაც ატვირთავს თქვენს სიას და მეტა შექმნის თქვენთვის აუდიტორიას, პლატფორმა ასევე საშუალებას გაძლევთ იპოვოთ შექმნილი აუდიტორიის მსგავსი აუდიტორია. წარმოიდგინეთ 10,000 კონტაქტიდან, რომელიც თქვენ პლატფორმას მიაწოდეთ, Meta შექმნის აუდიტორიას და ასევე საშუალებას მოგცემთ იპოვოთ მსგავსი ინტერესის მქონე მომხმარებლები და ეს შეიძლება იყოს 100,000. შესაბამისად Meta თქვენს მიერ გაშვებულ რეკლამას აჩვენებს თქვენს მიერ ატვირთულ მომხამრებლებს და ასევე მათ მსგავი 100,000 მომხამრებელს.
როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი?
იმისათვის, რომ ატვირთოთ თქვენი მომხარებლების სია , გადადით რეკლამის მენეჯერზე, შემდეგ დააწკაპუნეთ აუდიტორიაზე მარცხნივ.
შემდეგ დაკლიკეთ – Create Audience და შემდეგ აირჩიეთ Custom Audience.
აირჩიეთ მომხმარებელთა სია, როგორც თქვენი მონაცემების წყარო.
აუდიტირიის ატვირთვის დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ ასატვირთი .CSV ფაილი სწორად იყოს ფორმატირებული. მაგალითად, ცხრილების სვეტს, რომელიც შეიცავს კონტაქტების სახელებს, უნდა ეწოდოს “fn”. (ჩამოტვირთეთ შაბლონი სწორი ფორმატირებით)
მას შემდეგ, რაც თქვენს ატვირთულ აუდიტორიას დაამუშვებს Meta, შეგიძლიათ აირჩიოთ ის ახალი სარეკლამო კამპანიის შექმნისას.
და ბოლოს, როგორ შევქმნათ ჩვენს მიერ ატვირთული აუდიტრიის მსგავსი აუდიტორია
ისევ გადადით რეკლამის მენეჯერის აუდიტორიის განყოფილებაში და ამჯერად დააწკაპუნეთ Create a Lookalike Audience.
წყაროდ აირჩიეთ თქვენს მიერ უკვე შექმნილი აუდიტირია, და ასევე მონიშნეთ რამდენად მსგავსი უნდა იყოს ახალი აუდიტორია თქვენს აუდიტორიასში შემავალ ადამიანებთან. თქვენ ასევე შეგიძლიათ შექმნათ მრავალი მსგავსი აუდიტორია მსგავსების სხვადასხვა ხარისხით.