შევხვდებით მეტავერსში – ინტერვიუ ანი კაზარიანთან

გახსოვთ მარკის პრეზენტაცია ვირტუალურ სამყაროში, სადაც მან კომპანია Facebook ის რებრენდინგის შესახებ განაცხადა? – კომპანიას Meta დაერქვა, ტერმინი მეტავერსი კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემა გახდა ტექნოლოგიურ სამყაროში.

ადამიანები აქტიურად მსჯელობენ იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს მეტავერსი ჩვენს საზოგადოებაზე – როგორ შეცვლის ის ჩვენს ცხოვრებას და ერთმანეთთან კომუნიკაციას. თავის მხრივ ბიზნესი მეტავერსს ახალი შესაძლებლობების წყაროდ ხედავს, რადგან მისი ეკონომიკა 2030 წლისთვის შეიძლება $13 ტრილიონი იყოს.

რა არის მეტავერსი ?

ტერმინი მეტავერსის ერთიანი სწორი განმარტება არ არსებობს. ზოგადად, მეტავერსი ხშირად განიხილება, როგორც ვირტუალური, ფუნქციონალური სამყარო – სიტყვა “Meta” ბერძნული წარმომავლობისაა და ნიშნავს “მიღმა”, verse კი არის სამყაროს შემოკლებული ფორმაა. ამ ორი სიტყვის მნიშვნელობის გაერთიანებითაც ვხვდებით, რომ საქმე გვაქვს ერთგვარ პარალელურ სამყაროსთან.

შესაბამისად მეტავერსი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ყოვლისმომცველი, ურთიერთდაკავშირებული ვირტუალური სამყარო, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ურთიერთქმედება ფიზიკური საზღვრების გარეშე. მას აქვს პოტენციალი, გახდეს მძლავრი ინსტრუმენტი ბრენდებისთვის და შესთავაზოს მათ უნიკალურ გზა მომხმარებლებთან მისაწვდომად.

მეტავერსი და ბიზნესი

მეტავერსის აქვს პოტენციალი იყოს მძლავრი მარკეტინგული ინსტრუმენტი ბრენდებისთვის და აი რატომ:

  1. გლობალურ აუდიტორიაზე გასვლა: მეტავერსი საშუალებას აძლევს ბრენდებს მიაღწიონ გლობალურ აუდიტორიას ფიზიკური საზღვრების გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ბრენდებს შეუძლიათ მიწვდნენ კლიენტებს ნებისმიერ ქვეყანაში, რაც გამორიცხავს ძვირადღირებული საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების საჭიროებას.
  2. უნიკალური გამოცდილება: მეტავერსი სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობებს ბრენდებს, შექმნან იმერსიული გამოცდილება. ეს გამოცდილება შეიძლება იყოს ვირტუალური პროდუქტის გაშვება, ინტერაქტიული შოურუმები და თუნდაც ვირტუალური ღონისძიებები, როგორიცაა მოდის ჩვენებები ან კონცერტები.
  3. ბრენდის ხილვადობის გაზრდა: მეტავერსის გამოყენებით, ბრენდებს შეუძლიათ გაზარდონ თავიანთი ხილვადობა ვირტუალურ სამყაროში, რაც ხელს შეუწყობს ბრენდის პროდუქტებისა და სერვისების მიმართ ინტერესის გაზრდას
  4. მომხმარებელთან ურთიერთობის გაღრმავება: მეტავერსი საშუალებას აძლევს ბრენდებს დაამყარონ ურთიერთობები არსებულ მომხმარებლებთან ვირტუალურ სამყაროში ადრეულ ეტაპებზე.

მეტავერსის შესახებ სასაუბროდ foudners-ის გუნდი კომპანია Arrival-ის თანადამფუძნებელს და მმართველ დირექტორს, ანი კაზარიანს დაუკავშირდა:

F: ბოლო 2 წელია განსაკუთრებით ძალიან ბევრმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ დაიწყო საუბარი მეტავერსზე, სადაც კომპანიები შეხვედრებს, ღონისძიებებსაც და კონცერტებსაც მართავენ. მაგრამ ხშირად არის კითხვა რომლესაც ესე აქტიურად არ სვავენ, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება და რა სიკეთის მოტანა შეუძლია ? 

Ამჟამად ჩვენ ვქმნით პლატფორმას სადაც ნებისმიერი ორგანიზაციას ან ბრენდს შეეძლება თავისით შექმნას ვირტუალური სამყარო, ყველანაირი კოდირების და აიტის ცოდნის გარეშე. Შექმნის სივრცეს, დაამატებს ბრენდინგს, რაც მოიცავს ლოგოს, პოსტებს, ბანერებს, აირჩევს ფერებს და ჩაატარებს ნებისმიერი ტიპის ღონისძიებებს ამა თუ იმ ვირტუალური სივრცის პლატფორმაზე.
Რაც შეეხება სიკეთის მოტანას, ადამიანს ეძლევა საშუალება დაესწროს ნებისმიერ ღონისძიებას დამატებითი მოგზაურობის ხარჯების გარეშე, Გაიცნოს მეტი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით და მაქსიმალურად შეიგრძნოს ის გამოცდილება, რომელიც იქნებოდა რეალურ სამყაროში. 

F: Arrival სერვისებზე უფრო მეტი რომ მოგვიყვეთ ანი, რა სერვისები გაქვთ, ვინ არიან დღეს თქვენი მომხმარებლები, სად ოპერირებთ. 

Ვთანამშრომლობთ დიდ კონფერენციებთან და ვთავაზობთ ჰიბრიდულ ან სრუალიად ვირტუალურ ღონისძიებებს. Ასევე შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ღობისძიების ჩატარება, როგორიცაა პროდუქტის ჩაშვება, გუნდის შეხვედრები და ასე შემდეგ. Ძირითადად ჩვენი მომხმარებლები მოდიან აშშ-დან, ევროპიდან და აზიიდან. Ესენი არიან ორგანიზაციები, ვისაც სურთ უფრო დიდ მასშტაბზე გასვლა და უფრო მეტი ადამიანის მოზიდვა ინოვაციების მეშვეობით

F: ქართულ რეალობში რამდენად არის ინტერესი ამ მიმართულებებით, კომპანიებს რამდენად ესმით მეტავერსის შესაძლებლობების და ამ მხრივ აქტივობებს ხომ არ გეგმავთ.

Საკმაროდ რთულია აუხსნა და გააგებინო ქართულ ბაზარს რა არის მეტავერსი და რა შესაძლებლობები აქვს. Თუმცა, არ ვნებდებით და მაქსიმალურად მარტივი ენით ვუხსნით და ვასწავლით. Ინტერესი არის, რადგან საკმაოდ საინტერესო თემაა და ბევრს უნდა რომ გამოიყენოს და მეტი საერთაშორისო კომპანია მოიზიდოს. Საქართველოში ნაკლებია განათლება ამ მიმართულებით და ვეცდებით ამის გაუმჯობესებას. 

F: Arrival -ის გეგმა და ხვალინდელი დღე როგორია ? რას გეგმავთ უახლოეს მომავალში, რას უნდა ელოდოს ქართული და გლობალური ბაზარი 

Სანამ პლატფორმას გავაცნობთ ხალხს, რომლის გამოყენება ყველას შეეძლება, გვინდა რომ მაქსიმალური რაოდენობის ღონისძიებები და კონფერენციები დავხუროთ, როგორც ქართულ ისევე უცხოურ ბაზარზე. Ამ თვეში გველოდება ერთი ღონისძიება და შემდეგი თვიდან ვაპირებთ მინიმუმ 3-ის ჩატარებას. Საკმაროდ საინტერესოა ყოველი დღე, სხვადასხვა ტიპის დაბრყოლებების წინაშე დგები. 

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს