ახალ თაობებს ყოველთვის მოჰქონდათ ახალი აზროვნება და საქმის კეთების ახალი გზები, მაგრამ Gen Z -მ მოიტანა სისტემურ ცვლილებები.
როდესაც ვფიქრობთ Gen Z-ზე, ზოგიერთი ჩვენთაგანი უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს თაობას, რომლის ძირითადი საქმე მობილური თამაშები და სოციალური მედიის სქროლვაა, მაგრამ ტექნოლოგიამ და სოციალურმა მედიამ დღეს შეცვალა ყველა თაობის ქცევა. ის, რაც Gen Z-ს გამოარჩევს, როგორც თაობას, არის ფუნდამენტური სოციალური ცვლილებები.
ბავშვთა ფსიქოლოგები გეტყვიან, რომ Gen Z ყველაზე „ძლიერი“ თაობაა.
Gen Z თაობა იზრდება სამყაროში, სადაც მშობლისა და შვილის ურთიერთობა გულწრფელი და თანაბარია, შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ სხვა თაობას არ ქონია იმის შესაძლებლობა, რომ ასე მკაფიოდ შეეგრძნო და გამოეცადა თანამედროვე ეკონომიკური, ტექნოლოგიური თუ სოციალური გარემოებები.
მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობის ისტორიაში პირველი ციფრული და სოციალური მედიის თაობაა, Gen Z-ს თაობას აქვს ძლიერი სურვილი რაც შეიძლება ხშირად ეწვიოს ქუჩის მაღაზიებს, უყუროს ჰოლივუდის ფილმებს კინოთეატრებში და შეხვდეს პოტენციურ პარტნიორებს რეალურ ცხოვრებაში, და არა აპლიკაციის დახმარებით.
მათთვის ტექნოლოგია უბრალოდ ინფორმაციის მოძიების მექანიზმია. ეს აძლევს მათ ავტონომიისა და თავისუფლების უხილავ დონეებს, მაგრამ არ ცვლის მათ ღრმა ადამიანურ ბუნებას, საჭიროებებს, იმედებს და ოცნებებს.
თაობა “ზეტზე” და მათ ქცევაზე სასაუბროდ Studenthunt -ის დამფუძნებელს, სანდრო კანდელაკს გავესაუბრეთ:
Founders: Gen Z ადაპტირებულია სწრაფად ცვალებად სამყაროსთან. როგორ შეუძლიათ ბიზნესს მოარგონ თავიანთი მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიები, რათა Gen z ის ჩართულობა გამოიწვიონ?
Საინტერესო კითხვაა ძალიან, ალბათ პირველი რაც კომპანიებმა უნდა გაიაზრონ Gen z – სთან ურთიერთობის დროს არის, ის რომ გარდა მათი ტექნოლოგიური და ციფრული ცხოვრების სტილისა, ეს თაობა ძალიან რაციონალურად მხარჯველია, აღიშნული თაობა ყველა მის წინა მორბედ თაობაზე ბევრად მეტ ე.წ ფულის სეივინგს აკეთებს. Ხარჯავენ რაციონალურად, ეძებენ საუკეთესო გაწყვეტილებებს და არ ყიდულობენ ემოციურად. Პროდუქტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძიებენ. Რაც დამეთანხმებით ძალიან განსხვავებული სამომხმარებლო ქცევაა. Აქედან გამომდინარე, მათთან კომუნიკაციაც ისეთი ვერ იქნნება, როგორიც სხვას სამომხარებლო სეგმენტებთან. Ამიტომ კომპანიებს ვურჩევდი, გამოვიდნენ იმ ნაჭუჭიდან სადაც ახლა არიან, რადგან Gen Z ხდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამომხმარებლო სეგმენტი მთელს მსოფლიში და მათთან კომუნიკაცია ,,სტანდარტული საშუალებებით” თითქმის შეუძლებელია. Ისინი სტანდარტული ედვერთაისმენთის მიმართ ძალიან რეზისტენტულები არიან.
Founders: რამდენად განსხვავდება Gen-z ის მსყიდველობითი ქცევა წინა თაობებისგან და რა განასხვავებს
Ამაზე ხშირად მიხუმრია და ახალაც ასე ვიტყვი, ისინი ყიდულობენ იმას რაც მათ სურთ და არა იმას რაც კომპანიებს სურთ. Gen z ის ყიდვის ქცევა ძალიან განსხვავდება წინა თაობებისგან, ისინი ბევრად რაციონალურები არიან, ბევრად ინფორმირებულები, gen z უფრო მეტად მეგობრების და ახლობელების რჩევას ითვალისწინებს ვიდრე სოციალურ ქსელში ან სხვა არხში ნანახ რეკლამას. Ერთი საინტერესო მაგალთია, რომ მილენიალი სტუდენტების 30 % იყო დასაქმებული ხოლო gen z სტუდენტების 70% მეტი უკვე დასაქმმებულია და საკუთრი შემოსავალი აქვს, ასევე მათი მსყიდველუნარიანობა საქართველოში თვიურად 350-დან 400 მილიონ ლარამდეა, რაც ასევე ძალიან დიდი ციფრია.
ხომ არ გამოყოფდი Gen-z სთვის საინტერესო სფეროებს, რას ყიდულობენ უფრო ხშირად
Ჩვენ ამ თემას აქტიურად ვიკვლევთ, ვეცნობით მათ სურვილებს და ინტერესებს, ვაანალიზებთ მათ ქცევას, შესაბამისად იკვეთება რამოდენიმე მნიშვნელოვანი სფერო და ინდუსტრია. Გასაკვირი არავისთვის არ იქნება და პირველ ადგილზე არის კვება, ისინი მათ ბიუჯეტის დიდ პროცენტს კვებაში ხარჯავენ, მაგრამ საინტერესო ფაქტი, ამ კუთხით არის ის, რომ აქამდე თუ იყო უფრო მეტი ინტერესი სწრაფ კვებაზე, დღეს მაგალითად ინტერესი გაზრდილია ჯანსაღვი კვების კუთხითაც. Ასევე ძალიან დიდი ინტერესია მოდაზე (ტანსაცმელი/აქსესუარები) ხოლო მესამე ადგილი უჭირავს თავის მოვლას, საშუალებებს და სხვადასხვას სერვისებს.
Gen Z-ის ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს მათი ციფრული გამოცდილება და რაციონალური გადაწვეტილების მიღების უნარი. ბიზნესები, რომლებსაც ესმით და მოერგებიან ამ თაობის პრეფერენციებს, განვითარდებიან კონკურენტულ ბაზარზე. იმის გამო, რომ Gen Z აგრძელებს მომწიფებას და მსყიდველუნარიანობის მოპოვებას, კომპანიებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ მათ: მონაცემების დამუშვება, პერსონალიზირებული შეთავაზებები, ტექნოლოგიური მდგრადობა და ხელმისაწვდომობა ეს იმ ფაქტორების მიცირე ჩამონათვალია, რომელიც დაეხმარება კომპანიებს თაობა “ზეტის” გულის მოგებაში.