ოთხშაბათს Meta Connect ღონისძიების დროს, კომპანიამ რამდენიმე ახალი AI სერვისი დააანონსა, რომელიც მალე ხელმისაწვდომი იქნება მის სხვადასხვა პლატფორმებზე, მათ შორის Instagram-ში, WhatsApp-სა და Messenger-ში.
გარდა არსებული პლატფორმებისთვის ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების დამატების გარდა, Meta საბოლოოდ ჩაერთო AI ჩეთბოტების რბოლაში და საკუთარი Meta AI წარადგინა.
Meta AI
გასულ წელს Meta-მ თავი შეიკავა AI ჩეთბოტის გამოშვებისგან, არადა Meta უკვე დიდი ხანია ლიდერია ხელოვნური ინტელექტის სფეროში (მიუხედავად OpenAI-ს ბოლოდროინდელი პოპულარობისა) და ანვითარებს მოწინავე მოდელებს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.
მაგრამ, კომპანიამ ოთხშაბათის ღონისძიებაზე საკუთარი ჩატბოტი Meta AI წარადგინა. Microsoft-თან პარტნიორობის მეშვეობით, Meta AI მომხმარებლებს რეალურ დროში მისცემს ინფორმაციას ინტერნეტიდან Bing-ის საშუალებით.
ჩეთბოტში ასევე იქნება Emu, Meta-ს AI სურათის გენერატორი, რომელიც დაკავშირებული იქნება Meta-ს ყველა ჩატის პლატფორმაზე: WhatsApp, Messenger და Instagram. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან სურათები და გააზიარონ აღნიშნულ პლატფორმებზე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.
ჩეთბოტი ყველა მოწყობილობაზე იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის Meta Ray-Ban სმარტ სათვალეებში და Meta Quest 3-ში.
განსხვავებული AI მოდელები, განსხვავებული მიზნებისთვის
Meta AI-ის გარდა, კომპანიამ შექმნა 28 განსხვავებული AI, რომლებიც სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენება. მაგალითად, მომხმარებელს შეუძლია მიიღოს კულინაური რჩევები AI შეფისგან, ან დაიხმაროს Ai რედაქტორი სტატიის წერის დროს.
ჩეთბოტებთან საუბარი რეალური ადამიანებთან საუბრის გამოცდილებას იმეორებს, ეს ყველაფერი მოხმარებლისთვის უფრო ინტერაქტიული და უფრი ინტიმურია.
ამ ყველაფერში Meta-მ საკმაოდ დიდი ფინანსურ რესურსი დახარჯა, მაგრამ შექმნა რეალური და ყველასათვის ცნობილი ადამიანების AI ვერსიები – მათ შორის ისეთების, როგორიცაა – სნუპ დოგი, ტომ ბრედი, ნაომი ოსაკა, ლაურდიი, კრის პოლი, პარიზ ჰილტონი, კენდალ ჯენერი და MrBeast.
ამ ინტერაქტიულ ხელოვნურ ინტელექტებს ჯერ არ აქვთ წვდომა რეალურ დროში არსებულ ინფორმაციაზე. მეტაში აცხადებენ, რომ ამ AI-ებს აქვთ შეზღუდული მონაცემთა ბაზები 2023 წლამდე, რაც ნიშნავს, რომ ზოგიერთი პასუხი შეიძლება მოძველებული იყოს (განსხვავებით Meta AI-სგან).
ჩეთბოტები ხელმისაწვდომი იქნება Meta-ს ჩატის პლატფორმებზე.
Meta AI სტუდია
ზემოთხსენებული AI ბოტების გარდა, Meta აძლევს მომხმარებლებს ავარჯიშონ და შექმნან საკუთარი AI ჩეთბოტები.
Meta AI Studio ყველა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შექმნან ჩეთბოტები, მათ შორის მათ, ვინც კოდის წერა არ იცის.
მაგალითად, მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნას ჩატბოტი, რომელიც იმეორებს მათ პერსონას, ან მცირე ბიზნესს შეუძლია მოამზადოს AI, რომელიც დაეხმარება მომხმარებელთა მომსახურების ამოცანების შესრულებაში. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ შექმნან NPC-ები (non-playable characters) მეტავერსიებში.
Meta ასევე API-ს საშუალებით, მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შექმნან ჩეთბოტები, რომლებსაც გამოიყენებენ საკუთარ აპლიკაციებში და სერვისებში.
გარდა ზემოთ აღწერილი სერვისებისა, Meta-მ დააანონსა ახალი AI სერვისები, Instagram-ს ექნება ორი ახალი AI ფუნქცია სურათების რედაქტირებისთვის: Restyle და Backdrop, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეცვალონ თავიანთი სურათები სწრაფი, აღწერილობითი მოთხოვნებით.
Emu-სა და LLama2-ის მხარდაჭერით, ხელმისაწვდომი იქნება AI სტიკერები, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შექმნან სტიკერები ნებისმიერი ტექსტური მოთხოვნით. ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება WhatsApp-ში, Messenger-ში, Instagram-სა და Facebook Stories-ში. ფუნქციის ამოქმედება მომდევნო თვეში დაიწყება.
მოგეწონა სტატია?