რა არის ციფრული ტრანსფორმაცია?

ციფრული ტრანსფორმაცია არის ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია ბიზნესის ყველა სფეროში, იგი ფუნდამენტურად ცვლის ბიზნესის ოპერირებისა და მომხმარებლებისთვის ღირებულების მიწოდების გზებს. ციფრული ტრანსფორმაცია ასევე კულტურული ცვლილებაა, რომელიც მოითხოვს ორგანიზაციებისგან მუდმივ ექსპერიმენტებს და შედეგების ანალიზს.

მსოფლიო სულ უფრო და უფრო ციფრული ხდება, კონკურენტუნარიანობის და აქტუალურობის შენარჩუნებისთვის ციფრული ტრანსფორმაცია აუცილებელია ყველა ტიპის ბიზნესისთვის, მცირედან დიდ საწარმოებამდემ, მაგრამ ბევრ ბიზნეს ლიდერს ჯერ კიდევ არ აქვს მკაფიო წარმოდგენა რას ნიშნავს ციფრული ტრანსფორმაცია. ეს მხოლოდ პოპულარული ტერმინია, რომელიც cloud სერვისების გამოყენებას გულისხმობს, თუ რაიმე კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო? საჭიროა შეიქმნას ახალი სამუშაო პოზიციები, რათა დავეხმაროთ ციფრული ტრანსფორმაციის ჩარჩოს შექმნას ორგანიზაციაში, თუ საკონსულტაციო სერვისი დავიქირაოთ? ბიზნეს სტრატეგიის რომელი ნაწილები უნდა შევცვალოთ? და ზოგადად, მართლა ღირს ეს ყველაფერი რამედ?

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ორგანიზაციები ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებიან. თუ თქვენ გრძნობთ, რომ გაჭედილი ხართ თქვენს ციფრულ ტრანსფორმაციაში, თქვენ არ ხართ მარტო. ერთ-ერთი ყველაზე რთული კითხვა ციფრულ ტრანსფორმაცის პროცესში არის, როგორ გადავლახოთ საწყისი ბარიერები ხედვიდან შესრულებამდე. ეს ქმნის შფოთვას: ბევი ორგანიზაცია ფიქრობს, რომ ისინი ძალიან ჩამორჩებიან თავიანთ კონკურენტებს ტრანსფორმაციაში, როცა ეს ასე არ არის.

რა არის ციფრული ტრანსფორმაცია?

ვინაიდან ციფრული ტრანსფორმაცია განსხვავებულია ყველა კომპანიისთვის, რთულია მოიძებნოს განმარტება, რომელიც ყველას მიესადაგება. თუმცა, ზოგადად, ჩვენ განვმარტავთ ციფრულ ტრანსფორმაციას, როგორც ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციას ბიზნესის ყველა სფეროში, რაც იწვევს ფუნდამენტურ ცვლილებებს ბიზნესის ფუნქციონირებასა და მომხმარებლებისთვის ღირებულების მიწოდების გზებში. ამასთან ერთად, ეს არის კულტურული ცვლილება, რომელიც მოითხოვს ორგანიზაციებისგან მუდმივად გადახედონ არსებული მდგომარეობა, ხშირად ექსპერიმენტირებდნენ და აანალიზებდნენ შედეგებს (მათ შორის წარუმატებლოობასაც). ეს ზოგჯერ ნიშნავს უარის თქმას ისეთ ბიზნეს პროცესებზე, რომლებზეც კომპანია იყო აგებული, შედარებით ახალი პრაქტიკის სასარგებლოდ, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

ციფრული ტრანსფორმაცია უნდა დაიწყოს პრობლემის ფორმულირებით, შესაძლებლობების ანალიზით ან ამბიციური მიზნის დასახვით. თქვენი ორგანიზაციის ციფრული ტრანსფორმაციის „რატომ“ შეიძლება ეხებოდეს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას, პროდუქტიულობის გაზრდას ან მომგებიანობის ამაღლებას ან, ის შეიძლება ემსახურებოდეს მიზანს, რომ თქვენი კომპანია გახდეს საუკეთესო ბიზნეს პარტნიორი.

ლიდერებმა უნდა იფიქრონ, რას ნიშნავს ციფრული ტრანსფორმაცია მათი კომპანიისთვის პრაქტიკაში და როგორ მოახდენენ მის გამოყენებას. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ სიტყვა “ციფრულს” პრობლემა აქვს, რადგან ის ბევრ რამეს შეიძლება ნიშნავდეს. უთხარით “ციფრული” ერთ ადამიანს და ის იფიქრებს პროცესების ავტომატიზაციაზე, მეორემ შეიძლება იფიქროს მონაცმების ანალიტიკაზე, ხელოვნურ ინტელქეტზე, Agile გუნდებზე და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ციფრულ ტრანსფორმაციაში შეიძლება ვიგულისხმოთ ოპერაციების ავტომატიზაცია, ახალი ბიზნეს მოდელები, ანალიტიკა, ტექნოლოგიები და ა.შ. მაგრამ ყველაფერის ცენტრი და მამოძრავებელი ძალა არის ლიდერობა და კულტურა, თუ ლიდერობა და კულტურა არ არის ცენტრში, მარცხი გარდაუვალია.

რატომ არის მნიშვნელოვანი ციფრული ტრანსფორმაცია?

ბიზნესმა შეიძლება განახორციელოს ციფრული ტრანსფორმაცია რამდენიმე მიზეზით, მაგრამ ყველაზე ხშირი მიზეზი რაც გვესმის არის – გადარჩენა. განსაკუთრებით Covid 19-ის პანდემიის შემდეგ, ორგანიზაციის უნარი, სწრაფად შეეგუოს მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებს, ბაზარზე გასვლის დროის ზეწოლას და სწრაფად ცვალებად მომხმარებელთა მოლოდინებს, სასიცოცხლოდ კრიტიკული გახდა.

პანდემიამ დაარღია აქამდე არსებული, ოპტიმიზირებული და ავტომატიზირებული სისტემები ისეთ სფეროებში, როგორიცაა მიწოდების ჯაჭვის მართვა და კომპანიები დადგნენ სრულიად სხვა რეალობის წინაშე – ცვლილება განიცადა როგორც მოთხოვნის ასევე მიწოდების ჯაჭვმა.

თანამედროვე სწრაფად განვითარებადი ორგანიზაციების IT-ის ტოპ მენეჯერებმა ან ფეხი უნდა აუწყონ ცვლილების ტემპს, ან ჩამორჩნენ ან ლიდერობა იტვირთონ. ეს არის ეგზისტენციალური საკითხი დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, სადაც გაბედული ქმედებები უნდა იყოს აქტიურად მხარდაჭერილი ინოვაციური ექსპერიმენტებით. ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს, პარალელურად ყოველდღიური ოპერაციული საკითხების მართვის, სერვისების მიწოდების და მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი მოვლენების, როგორიცაა კიბერთავდასხმა ან ინფორმაციის გაჟონვა, გამკლავების ფონზე.

ამ ყველაფერთან ერთად უნდა ვახსენოთ მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება, რომელიც კრიტიკულ მიზნად იქცა — და შესაბამისად, ციფრული ტრანსფორმაციის უმნიშვნელოვანეს ნაწილად.

როგორი შეიძლება იყოს ციფრული ტრანსფორმაციის ჩარჩო?

მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია ფართოდ განსხვავდება ორგანიზაციების სპეციფიკური გამოწვევებისა და მოთხოვნების მიხედვით, არსებობს რამდენიმე მუდმივი და საერთო თემა, რომლებიც ყველა ბიზნესისა და ტექნოლოგიის ლიდერმა უნდა გაითვალისწინოს ციფრული ტრანსფორმაციის დაწყებისას.

მაგალითად, ხშირად მოიხსენიება შემდეგი ციფრული ტრანსფორმაციის ელემენტები:

  • მომხმარებლის გამოცდილება
  • ოპერაციული მოქნილობა
  • კულტურა და ლიდერობა
  • სამუშაო ძალის ჩართვა
  • ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია

ბიზნეს ლიდერება უნდა გაითვალისწინონ ეს მნიშვნელოვანი საერთო საკითხები, როდესაც ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიას ავითარებენ.

რა როლს ასრულებს კულტურა ციფრულ ტრანსფორმაციაში?

ბოლო წლების განმავლობაში, IT-ის როლი ფუნდამენტურად შეიცვალა. გენერალური დირექტორები (CEO) სულ უფრო ხშირად სთხოვენ თავიანთ CIO-ებს, რომ ისინი დაეხმარონ ორგანიზაციას შემოსავლების გენერირებაში.

IT, რომელიც ადრე ფოკუსირებული იყო ხარჯების შემცირებაზე, ახლა გახდა ბიზნეს ინოვაციების ძირითადი მამოძრავებელი. ამ ცვლილებმა გამოიწვია ის, რომ კომპანიის ყველა წევრი საჭიროა დაფიქრდეს IT-ის როლსა და გავლენაზე ყოველდღიურ საქმიანობაში.

მიუხედავად იმისა, რომ IT-ს მნიშვნელოვანი როლი აქვს ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიის შემუშავებაში, მასიური ცვლილებების განხორციელება და ადაპტაცია ყველა თანამშრომლის პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, ციფრული ტრანსფორმაცია ადამიანურ საკითხებს უკავშირდება.

თუ ორგანიზაცია მთლიანად ჩართული არ არის ტრანსფორმაციის განხორციელებაში, წარმატება შეუძლებელია.

Mercer-ის კონსულტანტი სვიფტი, რომელიც ხელმძღვანელობს კომპანიის სამუშაო ძალის ტრანსფორმაციის მიმართულებებს, აღნიშნავს, რომ სამი ტიპის თანამშრომლები ხშირად აფერხებენ ტრანსფორმაციის ტემპს: ხანდაზმული თანამშრომლები, დისციპლინირებულად მოქმედი პირები და მარტოხელა მოთამაშეები.

კომპანიებმა არ უნდა უგულებელყონ ეს ჯგუფები, არამედ ჩართონ ისინი ტრანსფორმაციის პროცესში — წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პროექტები შეფერხდება. მისი პირველი რეკომენდაციაა: იფიქრეთ თქვენს თანამშრომლებზე სეგმენტურად და იმუშავეთ სხვადასხვა სეგმენტთან იმ დონეზე, სადაც ისინი იმყოფებიან.

„ბევრმა ორგანიზაციამ ციფრული ტრანსფორმაცია ძალიან ერთგვაროვნად გაატარა, იგივე მესიჯებითა და ტექნიკებით მთელ კომპანიაში. „ხელახლა სწავლა ყველასთვის! ახალი გუნდები! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სამყაროში!“ ცვლილებების მართვის თვალსაზრისით, ეს არის სრული სისულელე. კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ როგორც ციფრული გამოცდილება, ისე ქცევითი პრეფერენციები სხვადასხვა ქვეგანყოფილებების თანამშრომლებისთვის და შექმნან მესიჯები, პროგრამები და გარემოებები, რომლებიც შეესაბამება მათ საწყის და რეალისტურ მიზნებს.

რა არის ციფრული ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა?

ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ელემენტი, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიაა. თუმცა, ხშირად საქმე უფრო მეტად ეხება მოძველებული პროცესებისა და მემკვიდრეობითი ტექნოლოგიების მოშორებას, ვიდრე ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. ასევე, ეს ეხება ინოვაციების მხარდაჭერას.

მემკვიდრეობითი ტექნოლოგიების გავრცელება კორპორაციულ IT-ში კვლავ აფერხებს CIO-ების შესაძლებლობას, წარმატებით დაიწყონ ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგია. მემკვიდრეობითი ტექნოლოგიები შეიძლება გახდეს ძვირადღირებული ბარიერი ტრანსფორმაციისთვის, თუ თქვენ IT ბიუჯეტის 70-80 პროცენტს ხარჯავთ მემკვიდრეობითი სისტემების ფუნქციონირებასა და შენარჩუნებაზე, ბევრი აღარ რჩება ახალი შესაძლებლობების გამოყენებისთვის და ბიზნესის წინსვლისთვის და ეს ხარჯები გაიზრდება, რადგან ტექნოლოგიები ძველდება და უფრო დაუცველი ხდება.

მემკვიდრეობითი ტექნოლოგიების განახლების მთავარი ფაქტორი, Deloitte-ის ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ტექნოლოგიური რელევანტურობაა. მემკვიდრეობითი გადაწყვეტილებები არ გამოირჩევიან მოქნილობით და მათ აქვთ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ვალი მოძველებული პროგრამირების ენების, მონაცემთა ბაზებისა და არქიტექტურების გამო, ეს ვალი ხელს უშლის ბევრ ორგანიზაციას, განვითარდეს და მხარი დაუჭიროს ანალიტიკას, რეალურ დროში ტრანზაქციებსა და ციფრულ გამოცდილებას.

თუ კომპანიები სურთ განვითარება ციფრული ცვლილებების სწრაფი ტემპით, მათ უნდა იმუშაონ ტექნოლოგიების გამოყენებით ეფექტურობის გასაზრდელად ყველგან, სადაც შესაძლებელია.

როგორ გავზომო ROI ციფრულ ტრანსფორმაციაზე?

ციფრული ტრანსფორმაციის წარმატების დასამტკიცებლად, ლიდერებმა უნდა გაზომონ ინვესტიციების დაბრუნება (ROI). თუმცა, ეს რთული ამოცანაა პროექტებისთვის, რომლებიც ფუნდამენტურად ცვლის ურთიერთობას მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან.

მაგალითად, მობილური აპლიკაციის განახლების შემთხვევაში ბევრად მარტივია ROI-ის დათვლა, მაგრამ ციფრული ტრანსფორმაცია მოიცავს ბევრად რთულ და გრძელვადიან პროცესებს ვიდრე აპლიკაციის შექმნაა და ეს პროცესები მუდმივად მიმდინარეობს და ვითარდება, შესაბამისად ტრადიციული ბიზნეს ღირებულების გამოთვლის მეთოდები ნაკლებად ეფექტურია.

მიუხედავად ამისა, წარმატების რაოდენობრივი გაზომვა გადამწყვეტია ინვესტიციის გაგრძელებისთვის. ROI-ს გასაზომად უმჯობესია, შეხედოთ არა ცალკეული პროექტების არამედ პორტფელის დონეზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ერთი კონკრეტული პროექტის ცუდი შესრულება ნეგატიურად არ აისახოს IT-ს ზოგად ძალისხმევაზე. ასევე, ეს ხელს უწყობს იმ აუცილებელი რისკების მიმართ ტოლერანტობას, რომლებიც საჭიროა რეალური ციფრული ტრანსფორმაციის მისაღწევად.

გაითვალისწინეთ საუკეთესო პრაქტიკა ციფრული ტრანსფორმაციის მეტრიკების შესახებ:

  • პირველადი მეტრიკები წინასწარ განსაზღვრეთ
  • შეიმუშავეთ მიკრო-მეტრიკები Agile ექსპერიმენტებისთვის
  • ჩართეთ ბიზნეს შედეგები: შეაფასეთ სტრატეგიული გავლენა (მაგალითად, შემოსავლების ზრდა, მომხმარებლის სიცოცხლის ღირებულება, ბაზარზე გამოსვლის დრო), ოპერაციული გავლენა (მაგალითად, პროდუქტიულობის გაუმჯობესება, მასშტაბები, ოპერაციული ეფექტურობა) და ხარჯების გავლენა

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს