რა არის Gemini? ყველაფერი Google-ის ახალ AI მოდელის შესახებ

რა არის Gemini?

Gemini არის ახალი და ძლიერი ხელოვნური ინტელექტის მოდელი Google-ისგან, რომელსაც შეუძლია დაამუშოს არა მხოლოდ ტექსტი, არამედ სურათები, ვიდეო და აუდიო ფორმატი. როგორც მულტიმოდალურ მოდელს, Gemini-ს შეუძლია შეასრულოს რთული ამოცანები მათემატიკაში, ფიზიკაში და სხვა სფეროებში, ასევე გაანალიზოს და შექმნას მაღალი ხარისხის კოდი სხვადასხვა პროგრამირების ენაზე.

ის ამჟამად ხელმისაწვდომია Google Bard-ის და Google Pixel 8 პლატფორმებზე, თუმცა თანდათანობით Google-ის სხვა სერვისებშიც დაემატება.

”Gemini არის მულტიმოდალური AI მოდელი, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია განაზოგადოს და შეუფერხებლად გაანალიზოს, სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, მათ შორის ტექსტი, კოდი, აუდიო, სურათი და ვიდეო.” – დენის ჰასაბისი, აღმასრულებელი დირექტორი და Google DeepMind-ის თანადამფუძნებელი.

Google აღწერს Gemini-ს, როგორც მოქნილ მოდელს, რომელსაც შეუძლია იმუშაოს ყველაფერზე, Google-ის მონაცემთა ცენტრებიდან მობილურ მოწყობილობებამდე. ამ მასშტაბურობის მისაღწევად, Gemini ხელმისაწვდომია სამი ფორმატით: Gemini Nano, Gemini Pro და Gemini Ultra.

Gemini Nano: Gemini Nano მოდელი განკუთვნილია სმარტფონებისთვის, კონკრეტულად Google Pixel 8-ისთვის. იგი შექმნილია მოწყობილობაზე სხავდასხვა ტიპის დავალებების შესასრულებლად, როგორიცაა პასუხების შეთავაზება ჩეთის აპლიკაციებში ან ტექსტის შეჯამება. .

Gemini Pro: იყენებს Google-ის მონაცემთა ცენტრებს, Gemini Pro შექმნილია კომპანიის ხელოვნური ინტელექტის ჩეთბოტის უახლესი ვერსიის, Bard-ის გასაუმჯობესებლად. მისი უპირატესობაა სწრაფი რეაგირების დრო და რთული მოთხოვნების გაგებაა.

Gemini Ultra: მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მიუწვდომელია ფართო გამოყენებისთვის, Google აღწერს Gemini Ultra-ს, როგორც მის ყველაზე ქმედითუნარიან მოდელს, რომელიც ბევრად აღემატება არსებულ ყველა მოდელს. ის შექმნილია უაღრესად რთული ამოცანების გადასაჭრელად.

არის თუ არა Gemini ხელმისაწვდომი?

Gemini-ის nano და pro ვერსია ხელმისაწვდომია Google-ის პროდუქტებზე – Pixel 8 ტელეფონი და Bard ჩატბოტი. Google გეგმავს Gemini-ის ინტეგრირებას მის Search, Ads, Chrome და სხვა სერვისებში.

დეველოპერები და enterprise მომხმარებლები, 13 დეკემბრიდან შეძლებენ Gemini Pro-ს გამოყენებას Gemini API Google-ის AI Studio-სა და Google Cloud Vertex AI-ს მეშვეობით. Android-ის დეველოპერებს ექნებათ წვდომა Gemini Nano-ზე AICore-ის მეშვეობით.

რით განსხვავდება Gemini სხვა AI მოდელებისგან, როგორიცაა GPT-4?

Google-ის ახალი Gemini მოდელი, როგორც ჩანს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ყველაზე მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელია. სხვა პოპულარულ მოდელებთან შედარებით, რომლებიც ამჟამად ამუშავებენ AI ჩეთბოტებს, Gemini გამოირჩევა თავისი მულტიმოდალური მახასიათებლით, ხოლო სხვა მოდელები, როგორიცაა GPT-4, იყენებს დანამატებს და ინტეგრაციებს, რათა მართლაც მულტიმოდალური იყოს.

GPT-4-თან შედარებით, რომელიც ძირითადად ტექსტზე დაფუძნებულ მოდელია, Gemini ადვილად ასრულებს მულტიმოდალურ ამოცანებს. შეიძლება ითქვას, რომ GPT-4 საუკეთესოა ტექსთან დაკავშირებული ამოცანების გადასაჭრელად, როგორიცაა შინაარსის შექმნა და რთული ტექსტის ანალიზი, მაგრამ ისეთი ამოცანების გადასაჭრელად, როგორიცაა გამოსახულების ანალიზი, ის იყენებს OpenAI-ის დანამატებს – DALL-E 3-ს და Whisper-ს სურათების გენერირებისთვის და აუდიოს დასამუშავებლად.

როგორც ჩანს, Google-ი Gemini-ს გამოყენებასს აქტიურად აპირებს მის ეკოსისტემაში. სხვა მოდელები, როგორიცაა GPT-4 და Meta’s Llama, უფრო სერვისზე ორიენტირებულია და ხელმისაწვდომია სხვადასხვა მესამე მხარის აპლიკაციებისთვის, ხელსაწყოებისთვის და სერვისებისთვის, ხოლო Gemini გუგლის მთლიან ეკოსისტემაში იქნება ინტეგრირებული.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს