მიწვდი სტუდენტებს ზედმეტი დანახარჯის გარეშე – განათავსე შენი კომპანია Student Hunt-ზე

Რატომ უნდა განათავსო შენი კომპანია სტუდენტ ჰანთში ? 

ამისთვის ბევრი მიზეზია, მაგრამ ამ სტატიაში რამდენიმეს მოგიყვები. 

ალბათ თქვენც, როგორც სხვა კომპანიები, აქტიურად ცდილობთ ფეხი აუწყოთ თანამედროვე ცხოვრებას.  გქონდეთ თქვენი კომპანიის ტიკტოკი, ისაუბროთ საკომუნიკაციო არხებში პირდაპირ, იხუმროთ, ან დაიქირაოთ ინფლუენსერები.  მოკლედ თქვენც გამუდმებით  ცდილობთ თქვენი სამომხმარებლო სეგმენტი გააახალგაზრდაოთ. 

გვსურს, რამდენიმე  საინტერესო ფაქტი მოვიყვანოთ ქართველ სტუდენტებზე, ანუ იმ Gen-z თაობაზე, რომელთა მყიდველუნარიანი სახეც დღეს სტუდენტები არიან. 

Საქართველოში დღევანდელი მონაცემებით 180 000 სტუდენტი სწავლობს, რომლებსაც ქართულ ყოველდღიურ ეკონომიკაში საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. Უფრო მარტივად რომ ავხსნათ ეს 180 000 სტუდენტი დღეში საშუალოდ,  მინიმუმ 7-დან 10 ლარამდე ხარჯავს,  რაც 1.2 მილიონიდან 2 მილიონამდე ლარია.  წლის განმავლობაში, კი ეს მონაცემი 500 მილიონ ლარამდე აღწევს . დიახ, ალბათ დამეთანხმებით, საკმაოდ ძლიერი ე.წ Spending power-ია. 

Მეორე საინტერესო ფაქტი, რაც კომპანიებს შეიძლება გაინტერესებდეთ ეს არის მათი სამომხმარებლო ქცევა, რეკლამების და მით უმეტეს ციფრული რეკლამების მიმართ. Gen-z სხვა თაობებთან შედარებით, ციფრული სამყაროს მწვერვალზე დაიბადა.  ციფრული არხები და რეკლამები მათი ყოველდღიური რუტინის თანმდევი გახლდათ.  ასეთ გარემოში, კი,  ადამიანი იძენს განსაკუთრებულ რეზისტენტულობას, შესაბამისად Gen-z რეკლამების მიმართ მაღალი რეზისტენტულობით გამოირჩევა.  ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გიჯდებათ 1 gen-z სტუდენტის მოყვანა 3-4 ჯერ ძვირი ვიდრე, მილენიალის. 

ბოლოს, Gen-Z ყიდულობს იმას, რაც თვითონ სურს და მასზე რეკლამების სიმრავლე და სიუხვე ეფექტური საერთოდ არ არის. Თუ, გსურთ რომ თქვენი სამომხმარებლო სეგმენტი გააახალგაზრდაოთ და  gen-Z-ს შეაყვაროთ თქვენი პროდუქტი მაშინ საჭიროა, Student hunt-ში რაც შეიძლება საინტერესო შეთავაზება განათავსოთ.  Ამ ამბის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, კი, ის არის რომ Student hunt-ში შეთავაზების განთავსება სრულიად უფასოა. Ეს, კი, ნიშნავს იმას, რომ არ დახარჯავ ზედმეტ თანხას, დროს და ენერგიას ჩვენი ამომავალი თაობის გულის მოსაგებად. 

Student hunt- ეს არის სტუდენტური სუპერ აპპი, რისი დახმარებითაც, შენ,  როგორც კომპანიას შეგიძლია განათავსო სტუდენტური : ფასდაკლება, შეთავაზება, და მიაწვდინო ხმა ათასობით სტუდენტს. 

Ახლა, უბრალოდ ისღა დაგრჩენია იფიქრო რისი შეთავაზება გსურს შენი ახალი და ძალიან ძლიერი სეგმენტისთვის.

Student Hunt-ის გადმოსაწერად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლინკი

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს