ყოვედღიურად ჩვენ ვიღებთ დიდი მოცულობით ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პერსონალური ცოდნის მენეჯმენტის ეფექტური ტექნიკები, მაგალითად ისეთი როგორიცაა “Building A Second Brain” მეთოდოლოგია, ჩვენ მაინც გვიჭირს საკუთარი ცოდნის მართვა. წარმოიდგინეთ პირადი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც თქვენი ცოდნის მენეჯმენტში დაგეხმარებათ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკუთარი თავის AI მოდელი, რომელსაც შეგიძლიათ გაუზიაროთ პირადი და პროფესიული ცხოვრება. მას შემდეგ რაც თქვენი მოდელი დიდხანს ივარჯიშებს და ისწავლის თქვენგან ის ძალიან დაგემგვანებათ თქვენ, თქვენსავით დაწერს შეტყობინებებს, შექმნის კონტენტს, დაიმსახსოვრებს ინფორმაციას და ა.შ.
სწორედ ამას გთავაზობთ Personal.ai 🙂
რა არის Personal Ai
Personal AI გაძლევთ საშუალებას შექმნათ საკუთარი თავის AI მოდელი. რეგისტრაციის შემდეგ, როგორც კი შექმნით თქვენს ანგარიშს, შეგიძლიათ დაარქვათ სახელი თქვენს AI მოდელს.
მასთან საუბრით, თქვენ იწყებთ საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მოდელის ვარჯიშს -აპლიკაცია იმახსოვრებს თქვენს პასუხებს, რათა შემდეგ უფრო მეტად დაგემსგავსოთ თქვენ 🙂 . რაც უფრო მეტს საუბრობთ თქვენს პირად AI-სთან, მით უფრო მეტს სწავლობს და ერგება თქვენს პირად სტილს.
გარდა მიმოწერისა Personal.ai აერთიანებს უამრავ აპს, რომლის დახამრებითაც თქვენი ყველა მონაცემი პლატფორმაში შემოაქვს. მას შემდეგ რაც დარწმუნდებით, რომ მას გააჩნია თქვენი ცოდნა და კომუნიკაციის სტილი, შეგიძლიათ ჩართოთ AI Autopilot, რაც საშუალებას აძლევს ადამიანებს ისაუბრონ თქვენს AI მოდელთან თქვენი უშუალო ჩარევის გარეშე.
როგორ ვასწავლოთ Persoan.ai-ს?
მაშ ასე, თქვენ უკვე გაქვთ თქვენი ახალი Personal AI -ს ანგარიში. ახლა თქვენმა მოდელმა არაფერი იცის თქვენს შესახებ. თქვენ უნდა ავარჯიშოთ ის ჩატით და მიაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენ შეამჩნევთ, რომ აპლიკაცია თავისუფლად გასცემს პასუხებს თქვენს მიერ დასმულ კითხვებს. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ Personal.ai ასევე იყენებს GPT-3 მოდელს ინფორმაციის შესავსებად.
თქვენს მიერ გაზიარებულ ფაქტები, ინახება „memory stack“-ში (შეგიძლიათ დააწკაპუნოთ „My Data > Memory Stack“ და ნახოთ რა ინფორმაციას ინახავს თქვენი Ai მოდელი თქევნს შესახებ). ტექსტური ინფორმაციის გარდა, თქვენ ასევე შეგიძლიათ შეინახოთ სხვადასხვა ბმულები, სურათები და ა.შ.
გაითვალისწინეთ, რომ ზუსტი პასუხების მისაღწევათ, თქვენს მოდელს გარკვეული დრო სჭირდება, ამიტომ მას უნდა ასწავლოთ მუდმივად და გახსოვდეთ რომ სრულყოფილი Ai მოდელის შექმნა საკმაოდ გრძელვადიანი ამოცანაა. როგორც თქვენ ყოველთვის სწავლობთ და იღებთ ახალ ინფორმაციას, თქვენი AI მოდელიც იგივეს აკეთებს თქვენს მონაცემებთან დაკავშირებით. მას დიდი რაოდენობა დასჭირდება, მაგრამ გზაში თქვენ შეძლებთ პროგრესის დანახვას: დაახლოებით 3 კვირიანი აქტიური ტრენინგის შემდეგ დაინახავთ როგორ გემსგავსებათ.
რისთვის გამოვიყენოთ ჩვენი Ai მოდელი?
Personal.ai-ს მთავარ გვერდზე ძირითადი აქცენტი პირად ურთიერთობებზეა გაკეთებული. თქვენ შეგიძლიათ ავარჯიშოთ თქვენი AI პროფილი აბსოლუტურად ყველაფერზე, შემდეგ ხელმისაწვდომი გახადოთ ის თქვენი მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.
მაგრამ Personal AI შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც პროდუქტიულობის ან ბიზნეს ინსტრუმენტი:
- თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი კომპანიის მასალები AI პროფილის შესაქმნელად, შემდეგ, შეგიძლიათ გაუზიაროთ ის ახალ დაქირავებულებს, რათა მათ დასვან კითხვები და მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია.
- თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ პროდუქტის დეტალები და ხშირად დასმული კითხვები სხვა AI პროფილში. თქვენი კლიენტები შეეძლებენ მიიღონ ინფორმაცია მარტივად
- თუ თქვენ ხართ ინფლუენსერი, შეგიძლიათ შექმნათ ხელოვნური ინტელექტის პროფილი თქვენს ფანებთან ურთიერთობისთვის, დაამატოთ საინტერესო ფაქტები თქვენი ცხოვრებისა და მუშაობის შესახებ.
როდესაც ამ სტატიას ვწერდი მეგონა, რომელიმე sci-fi ფილმის სცენარს ვქმნიდი, მართლაც უცნაურად და შეიძლება ცოტა საშიშადაც ჟღერს – საკუთარი თავის Ai მოდელი, თუმცა ეს უკვე რეალობაა. ეს შესანიშნავი ინსტრუმენტია რომელიც გეხმარებათ ინფორმაციის შესანახვაში, საკუთარი ცოდნის მართვაში და შეგიძლიათ აქტიურად გამოიყენოთ სხვების დასახმარებლად