მთავარი წინააღმდეგობები წარმატების გზაზე

წარმატება არასოდეს არ ყოფილა და არ იქნება აბსოლუტურად ყველას მიმართ კეთილგანწყობილი. ვიღაც აქტიურად იპყრობს ბიზნესის ახალ მწვერვალებს, სხვებს კი სხვისი წარმატების გვერდიდან ყურება უწევთ.

ბევრი თავის წარუმატებლობას გარე მიზეზებით ხსნის: არა საკმარისი ფული ინვესტიციისთვის, არასაკმარისი დრო, ცუდი ვითარება ბაზარზე, მხარდაჭერის ნაკლებობა და ა.შ.

სინამდვილეში ეს მიზეზები მჭიდროდ არის დაკავშირებული შინაგან განწყობასთან და პირად მოტივაციასთან. როგორც ამბობენ, „თუ რაიმეს ძალიან მოინდომებ, ყველაფრის მიღწევა შეიძლება“. ასეცაა. ბევრი ვერც იაზრებს, რომ წარუმატებლობის მიზეზები – ეს მხოლოდ გამოგონილი ბარიერებია, რომლებიც მათ თავში დასახლდნენ და ხელს უშლის სიტუაციას სხვაგვარად შეხედონ. როგორ მოვერიოთ ამ ფსიქოლოგიურ წინაღობებს, რომლებიც წარმატების მთავარი მტრები არიან?

რა გვიშლის ხელს წარმატების მიღწევაში?

წარუმატებლობის შიში

ეს ალბათ ყველაზე გავრცელებული მიზეზია, როდესაც ადამიანები საკუთარ საქმეს იწყებენ. თუნდაც არსებობდეს შესანიშნავი იდეები და საჭირო რესურსები, ბევრს უბრალოდ ეშინია რაიმეს დაწყება, ფიქრობენ „არაფერი რომ არ გამოვიდეს“. რაც უფრო აჭიანურებს ადამიანი აქტიური მოქმედებების დაწყებას, უფრო და უფრო რთული ხდება დაწყება. შიში – საკმაოდ გაჭიანურებული გრძნობაა. თუ მას დაემორჩილები და არ შეეცდები დაძლევას, შესაძლოა ბოლომდე ჩაგყლაპოს.

როგორ ბანალურად არ უნდა ჟღერდეს, შიშის გრძნობის დაძლევისთვის საჭიროა საკუთარ თავში სიმამაცის განვითარება. დაიწყეთ მცირედით. იყავით თამამი მცირე ყოფითი საკითხებში გადაწყვეტილებების მიღებისას. შეგნებულად გარისკეთ ისეთ საქმეებში, რაც ნამდვილად ღირს ამად. ასე თანდათან განავითარებთ საკუთარ თავში გადაწყვეტილების უნარს და გარკვეული დროის შემდეგ იგრძნობთ, რომ წარუმატებლობის შიში თქვენი ქვეცნობიერებიდან ქრება.

დიდ როლს ამაში ასევე თამაშობს თქვენი გარემოცვა. თუ თქვენს გარშემო უმეტესად ისეთი ადამიანები არიან, რომლებსაც რაიმის ეშინიათ, არ შეუძლიათ პასუხისმგებლობის აღება, წუწუნებენ წარუმატებლობაზე – მათი ნეგატიური ენერგია თქვენც გადმოგეცემათ. იყავით თამამი, თავდაჯერებული და უნარიანი ადამიანების გვერდით და მათი გავლენა დაგეხმარებათ საკუთარი შიშების დაძლევაში.

მკაფიოდ უნდა გესმოდეთ, რომ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები – ეს თქვენი პირადი პასუხისმგებლობაა. განავითაროთ პასუხისმგებლობის ტარების უნარი არ არის მარტივი, ეს ხანგრძლივ და მუდმივ მუშაობას მოითხოვს. სქემა აქაც იგივეა: ისწავლეთ შეგნებულად აიღოთ პასუხისმგებლობა უმნიშვნელო მოქცევაზეც, დროის შემდეგ კი აღარ გექნებათ პრობლემა სერიოზული საქმეების დროს.

მიზნის და ფასეულობების არქონა

ბიზნესის დაწყება მიზნის გარეშე იგივეა, იარო და არ იცოდე საით. მოგების მიღება – ეს, რა თქმა უნდა, ძირითადი ორიენტირია, მაგრამ საკმარისი არ არის. კომპანიები, რომლებიც საქმეს მხოლოდ ფულის გამო იწყებენ, როგორც წესი, მალევე განიცდიან წარუმატებლობას. თუ თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა რით დაკავდეთ, ოღონდ ფული მოიტანოს, ვერ გახდებით წარმატებული მეწარმე. მკაფიოდ უნდა განსაზღვროთ თქვენი ბიზნესის ხედვა, მისი მისია და ფასეულობა. რა ადგილის დაკავება გსურთ ბაზარზე? რა სარგებელი შეგიძლიათ მისცეთ საზოგადოებას? რა არის თქვენი ძირითადი ღირებულება და ორიენტირი სამომავლოდ? ბოლოს და ბოლოს, რა არის თქვენი კომპანიის არსებობის აზრი? როდესაც ამ კითხვებზე პასუხს იპოვით, ბევრად იოლად მიხვდებით, საიდან უნდა დაიწყოთ სიარული ოცნების ასრულების გზაზე.

ასევე მნიშვნელოვანია სწორად მიიტანოთ მიზანი და ფასეულობა პერსონალამდე. ბიზნესი მხოლოდ იმ ხალხის წყალობით განვითარდება, რომლებიც მასში არიან ჩართული. თუ მათ არ ეცოდინებათ რისკენ მიისწრაფვიან და რით უნდა იხელმძღვანელონ, ყოველთვის ერთი ადგილის ტკეპნა მოუწევთ. მათთან ერთად კი თქვენს ბიზნესაც. დანერგეთ მთავარი მიზანი, მისია და ფასეულობა ყველა თანამშრომელში.

ბიზნესის ფასეულობები და მისია  თქვენს პირად მოსაზრებებსაც უნდა შეესაბამებოდეს. შეუძლებელია კარგი კარიერის გაკეთება შინაური ცხოველების მომსახურების დარგში, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ისინი უსარგებლო ქმნილებები არიან. დაკავდით იმით, რაც მართლა გაინტერესებთ და გააკეთეთ ეს არა მარტო მაქსიმალური ფიზიკური და გონებრივი, არამედ სულიერი ძალისხმევითაც.

სხვა სიტყვებით, საკუთარი ძალებისა და წარმატების რწმენის არარსებობა. ცოტა ვინმეს თუ შეუძლია წარმატების მიღწევა, თუ თავიდანვე არ სჯეროდა დადებითი შედეგის. საუბარი იმაზე არ არის, რომ ბრმად ენდოთ ნებისმიერი ქმედების ბედნიერ დასასრულს. მაგრამ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი გონივრული მოქმედებები მიგიყვანთ იქამდე, რისკენაც ისწრაფოდით.

და გახსოვდეთ, რომ ყველგან და ყოველთვის სირთულეები შეგხვდებათ, უმნიშვნელო ან სერიოზული. მათ გარეშე არ გამოვა. მათი მტკიცე დაძლევა და წინ თავდაჯერებული წინსვლა განარჩევს კიდეც ძლიერ ადამიანს სუსტისგან.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს