მობილ ბანკის უახლესი ტენდენციები

Insider Intelligence-ის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 89% იყენებს მობილ ბანკს. მობილური ბანკინგის აპლიკაციების გამოყენება განსაკუთრებით პანდემიის დროს გაიზარდა: 2020 წლის განმავლობაში, 2019 წელთან შედარებით მობილური ბანკინგის გამოყენება 26%-ით გაიზარდა.

Google-ის მონაცემებით, სმარტფონების 10 მომხმარებლიდან ექვსს ურჩევნია თავისი ანგარიშების სამართავად ფინანსური აპლიკაციის გამოყენება მობილური საიტის ნაცვლად.

მობილ ბანკინგი საქართველოშიც საკმაოდ პოპულარულია, სწორედ ამიტომ ამ სტატიაში გადავწყვიტეთ მობილური ბანკინგის ტენდენციებზე მოგიყვებთ.

  1. მონოფუნქციურიდან სუპერ აპლიკაციამდე
    ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაოდ ხშირად გვესმის ტერმინი “სუპერ აპლიკაცია” . ეს არის მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც გთავაზობთ უამრავ სერვისს ერთ აპლიკაციაში. მობილ ბანკის აპლიკაციები სწორედ ამ მიმართულებით ვითარდებიან, მათი მიზანია მომხმარებლებს შესთავაზონ სრულფასოვანი ფინანსური (რიგ შემთხვევებში არაფინანსურიც) სერვისები, მთავარი მიზანი კი ყველა საბანკო პროდუქტზე სრულფასოვანი წვდომაა.

ქვემოთ გამოვყავით მობილური ბანკინგის აპლიკაციის ძირითადი (მაგრამ არა ყველა) მახასიათებლები:

  • 24/7 წვდომა თქვენს პირად ანგარიშზე
  • ფულადი გადარიცხვები
  • უსაფრთხოება, თაღლითობისგან დაცვა
  • 24/7 ბანკთან კომუნიკაციის საშუალება, Მომხმარებლის მხარდაჭერა
  • სესხის გადახდა
  • მოახლოებული გადახდები
  • სხვადასხვა საინტერესო სერვისების სრული სპექტრი (საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდა, დაზღვევა და ა.შ.)
  • ფინანსების მართვა (შემოსავლებისა და ხარჯების ვიზუალიზაცია)

მომხმარებლებს სურთ ქონდეთ წვდომა ყველა საბანკო სერვისზე ბანკის წარმომადგნლის დახმარების გარეშე. როგორც წესი, მათ არ აქვთ საკმარისი დრო, იმისთვის, რომ ეძებონ სად მდებარეობს ესა თუ ის სერვისი – ყველაფერი რაც შეიძლება აშკარა უნდა იყოს და მათ შეეძლოთ ყველა სერვისის გააქტიურება პირდაპირ აპლიკაციის მთავარი ეკრანიდან. ამის მისაღწევად საჭიროა პირველ რიგში ინტერფეისის მინიმიზაცია, ბევრად უფრო მარტივია პოპულარული აპლიკაციებიდან მომხმარებლის ქცევის გადმოტანა, ვიდრე ახლის გამოგონება.

2. გადახდები

როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენდაცია გაუწია უნაღდო გადახდის მეთოდებზე გადასვლას, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ფინტექ ბაზრის მომხმარებლების ქცევა და ჩვევები მკვეთრად შეიცვალა. შედეგად მივიღეთ გადახდის სხვადასხვა მეთოდის (უკონტაქტო გადახდები, ელექტრონული საფულეები, ონლაინ გადახდები) პოპულარობის მნიშვნელოვანი ზრდა, გარდა ამის სწრაფად გაიზარდა ფინანსური და ფინტექ პროდუქტების პოპულარობა.

2020 წელს უნაღდო ტრანზაქციები თითქმის სავალდებულო გახდა, ის რჩება მობილური ბანკინგის ერთ-ერთ უდიდეს ტენდენციად და მომავალში კიდევ უფრო განვითარდება. დღესდღეობით, პროდუქტის ყიდვისას, მომხმარებელი ელოდება გადახდის მეთოდების მაქსიმალურ მრავალფეროვნებას. ციფრული ბანკინგის უახლეს ტენდენციებს ასევე შეუძლიათ გაამარტივონ სხვადასხვა ვალუტის კონვერტაცია, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს განახორციელონ ტრანზაქციები მთელს მსოფლიოში კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად.

3. კიბერუსაფრთხოება

უსაფრთხოება ყოველთვის სენსიტიური საკითხია, განსაკუთრებიტ საბანკო ინდუსტრიაში. დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მობილური ბანკინგის უსაფრთხოებაა. იმისათვის, რომ მომხმარებლები არ გახდნენ მიზანმიმართული თავდასხმების მსხვერპლი, ბიზნესმაც და მომხმარებლებმაც უნდა დაიცვან კიბერჰიგიენის ძირითადი წესები. დიდი მონაცემებისა და თაღლითობის პროგნოზირებადი მოდელირების წყალობით, ბანკებსა და ფინანსურ ორგანიზაციებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ მომხმარებლების მონაცემთა უსაფრთხოება.

4. ბიომეტრიული ავთენტიფიკაცია

სამწუხაროდ, მარტივი PIN-ის გამოყენება არ არის გარანტია მობილური ბანკინგის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დღეს მნიშვნელოვნად საჭიროა ბიომეტრიული ავთენტიფიკაციის მეთოდებიც. მათ შორისაა თითის ანაბეჭდი, თვალის სკანირება და სახის ამოცნობა. ყველა მათგანი იძლევა აპლიკაციაზე წვდომას და სხვადასხვა ოპერაციების დასრულების შესაძზლებლობას პაროლის შეყვანის გარეშე. მობილური ბანკინგის ტექნოლოგიების ტენდენცია საბანკო ანგარიშებზე წვდომას ბევრად უფრო სწრაფს და უსაფრთხოს ხდის, რადგან მისი გამეორება ან გატეხვა უფრო რთულია.

5. ხმოვანი გადახდები

ხმოვანი გადახდები საკმაოდ პოპულარულია და მათი მომხამრება უფრო და უფრო იზრდება. გლობალურ ბაზარზე Alexa, Siri და Google Assistant-ი უკვე გთავაზობენ ისეტ სერვისებს, როგორიცაა ბარათიდან გადარიცხავმ ნებისმიერი ნივთის შეძენა ხმოვანი ბრძანებით amazon.com-ზე და ა.შ. Statista-ს პროგნოზით, მთელ მსოფლიოში ხმოვანი ასისტენტების რაოდენობა 2024 წლისთვის 8,4 მილიარდი ერთეულის მიღწევას.

6. ჭკვიანი ჩატ ბოტები

Business Insider-ის ინფორმაციით, მომხმარებელთა 64%, კონტრაქტების გაფორმებამდე პირველ რიგში ბანკის ინოვაციურ პროდუქტებს ამოწმებს. ჩეთბოტების გამოყენება მომხმარებლისთვის დაუყოვნებელი პასუხებისა და დახმარების შეთავაზების ერთ-ერთი სწორი გზაა.

7. მომხმარებელთა მონაცემების დამუშავება და პერსონალიზაცია

მონაცემთა დამუშვება და პერსონალიზაცია უკვე დიდი ხანია რაც პოპულარობით სარგებლობს. ფინანსური ინსტიტუტები აქტიურად აიყენებენ და ამუშავებენ Big Data-ს, რათა შეისწავლონ და გააანალიზონ ათასობით მათი კლიენტების მონაცემები ისეთი წყაროებიდან, როგორიცაა მობილური ბანკინგის ისტორია, სოციალური მედია და ა.შ.

ხარჯებზე, საკრედიტო ისტორიასა თუ დასახულ მიზნებზე დაფუძნებული პერსონალური შეთავაზებები და რჩევები აუცილებლად გაზრდის მომხმარებლის ლოიალობას. წარმოიდგინეთ თქვენი საბანკო აპლიაკაცია რომ გიგზავნიდეთ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ თქვენი ხარჯებისა, შემოსავლების და ანგარიშზე არსებული ნაშთის გათვალისწინებით, მომდევნო 7 დღის განმავლობაში არ არის რეკომინდირებული ისეთი აქტივობების განხორციელება, როგორცაა შოპინგი, რესტორნები და ტაქსით მგზავრობა.

8. Ecosystems & Marketplace

ამის შესანარჩუნებლად, ფინანსური ინსტიტუტები თავიანთ აპლიკაციებს აქცევენ ეკოსისტემებად, რომლებიც აკმაყოფილებს მომხმარებლის ყველა საჭიროებას. დღეს ბაზარზე უკვე გამოჩნდა ისეთი მობილ ბანკის აპლიკაციები, რომლებიც გთავაზობენ დამატებით სერვისებს, როგორიცაა კინოს ბილეთების ყიდვა, ექიმთან დაჯავშნა, სასტურმოს დაჯავშნა და ა.შ. მიმდინარე ტენდეციები გვიჩვენებს, რომ ბანკები კიდევ უფრო მეტ სერვისს შემოგვთავაზებენ და მათ მობილ ბანკის აპლიკაციებს დააკავშირებენ კიდე უფრო მრავალფეროვან გადაწყვეტილებებთა, რაც საბოლოო ჯამში გაადვილებს დოკუმენტების და ტრანზაქციების გაცვლას.

9. განათლება

მობილური ბანკინგის აპლიკაციებმა ნელ ენლა პირადი ფინანსური ასისტენტის როლის შესრულებაც დაიწყეს. ისინი მომხმარებლებს, არა მხოლოდ აწვდიან ინფორმაციას, არამედ ასწავლიან კიდეც. ეს ტენდენცია “edutainment”-ს სახხელით არის ცნობილი. დღეს მობილური ბანკინგი არის ფინანსურ-განათლების პერსონალური ასისტენტი თავისი კლიენტებისთვის. American Express-მა და PayPal-მა უკვე ასწავლეს თავიანთ ბოტებს ფინანსური სერვისების მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში კლიენტების განათლებაც.

10. გეიმიფიკაცია

აპში ინტერაქტიული ელემენტების დამატებით, ფინტექ კომპანიებს შეუძლიათ მომხმარებლების საბანკო გამოცდილება მრავალფეროვანი გახადონ გართობისა ელემენტების შეტანით, რაც ხელს უწყობს მომხმარებლების ჩართულობას. გემიფიკაცია შეიძლება დაინტეგრირდეს ლოიალობისა და reward პროგრამების დახმარებით, რაც საბოლოდ გვაძლევს დინამიურ პლატფორმას კლიენტების ქცევის გასაანალიზებლად. საბოლოო ჯამში, დამატებითი ღირებული ფუნქციების ჩართვით, კიდევ უფრო უმჯობესდება მობილური ბანკინგის მთლიან გამოცდილება.

11. მოსახერხებელი ვალის მართვა
მობილური ბანკინგის უახლეს ტენდენციებს შორის არის სესხის მართვის ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომელთა შეთავაზებაც Fintech კომპანიებს შეუძლიათ. ეს მოიცავს AI-ზე მომუშავე სესხის კონსოლიდაციის პლატფორმებს, და სესხის დაფარვის პერსონალიზებულ გეგმებს.

12. ინტეგრაცია IoT (ნივთების ინტერნეტი) მოწყობილობებთან
ნივთების ინტერნეტი (IoT) ქმნის შესაძლებლობებს ინოვაციური სერვისებისთვის Fintech-ში. მაგალითად პერსონალიზებული ფინანსური სერვისები: Wearable მოწყობილობებს შეუძლიათ ერთდროულად აკონტროლონ თქვენი ჯანმრთელობის და ფინანსური მიზნები, რაც საშუალებას აძლევს fintech აპებს შემოგთავაზონ თქვენზე მორგებული საინვესტიციო ან სადაზღვევო სერვისები და რეკომენდაციები, რომელიც თქვენი ცხოვრების სტილისა და ჯანმრთელობის მონაცემების საფუძველზეა დამუშვებული.

მოგეწონა სტატია?

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს