ტვინის ტალღებიდან ბიზნესამდე: როგორ ცვლიან ტან ლი და სხვა ნეიროსტარტაპების დამფუძნებლები ჩვენს მომავალს.
ტან ლის ცხოვრება სიმტკიცის არაჩვეულებრივი მაგალითია, რომლის განმავლობაში ის ლტოვილიდან ტექ-ინოვატორად გადაიქცა. ის ვიეტნამში დაიბადა, მალევე კი ავსტრალიაში გადავიდა, როგორც ლტოლვილი ბავშვი. იგი არ გაჰყვა ტრადიციულ ნეირომეცნიერების თუ ბიზნესის გზას, ალბათ სწორედ ამიტომაც მისი ცხოვრებისეული თავგადასავალი ასეთი საოცარია.
დაახლოებით, 20 წლის ასაკში, ტან ლიმ დაარსა EMOTIV, სტარტაპი რომელიც ქმნის პორტატულ ელექტროენციფალოგიურ ხელსაწყოს და კითხულობს ტვინის აქტიურობას. მისი მიზანი იყო ნეირომეცნიერება გაეხადა უფრო ხელმისაწვდომი ყოველდღიურ ცხოვრებაში და არა მხოლოდ ლაბორატორიებში. EMOTIV’S ტექნოლოგია გამოიყენება თამაშებში, ტვინის ვარჯიშისას, მენტალურ აპებსა და ვეტერანების მხარდაჭერისთვის პოსტ ტრავმატული აშლილობის შემდეგ. ხელსაწყო მომხმარებლებს აძლევს საშუალებას მათი ემოციების კონტროლში, ფოკუსირების დონესა და კოგნიტურ მდგომარეობებში. ამჟამად ხელსაწყოები 120-მდე ქვეყანაში გამოიყენება. ისინი ემხარებიან არტისტებს გონებაში მუსიკის კონტროლისთვის, სტუდენტებს მათი ფოკუსის გაზომვაში და თერაპევტებს ემოციური ცვლილებების კონტროლში.
ტვინი ყველაზე კომპლექსურია დედამიწის ზურგზე, თუმცა არა მიუწვდომელი
მისი შრომა დასტურია იმისა, თუ როგორი სასარგებლოა ანტრეპრენერობისა და ნეირომეცნიერების სინთეზი.
ახლა კი უშუალოდ ნეიროსტარტაპებზე საუბრის დროა. ნეიროსტარტაპები, ბიზნესებია, რომლებიც იყენებენ ნეირომეცნიერებას ადამიანის პრობლემების გადასაჭრელად. ეს შესაძლოა იყოს:
• აპლიკაცია, რომელიც ემოციურ კეთილდღეობას აკონტროლებს;
• მოწყობილობები ADHD (Attention Deficit Hyperactivity Disorder) მხარდასაჭერად;
• თამაშები, რომლებიც ფოკუსსა და შფოთვის შემცირებაზე ზრუნავენ;
• საგანმანათლებლო ხელსაწყოები, რომლებიც ადაპტირდება პერსონალურ სწავლის მეთოდებთან;
ხელოვნური ინტელექტის, ენციფოლოგრაფიისა და ტექნოლოგიის განვითარების დახმარებით, მოცემული სფეროს აღმოჩენა უფრო მარტივი გახდა. მენტალური ჯანმრთელობა კი უფრო და უფრო დიდი პრობლემა ხდება დღევანდელობაში. ტექნოლოგიას სჭირდება მეტი ემპათია, გონებას კი აღმოჩენა. ახალგაზრდა ანტრეპრენერებს ეძლევათ შანსი შექმნან სტარტაპი ემპათიითა და მეცნიერებით, გამოიკვლიონ ფიქრები, ემოციები და მოახდინონ ცვლილებები სამყაროში.
ტან ლი იდეალური მაგალითია, იმისა თუ როგორი უნდა იყოს კარგი ანტრეპრენერი. მან, არამხოლოდ შექმნა პროდუქტი არამდედ დაიჯერა უკეთესი სამყაროს არსებობა. კითხვა კი შემდეგში მდგომარეობს: იქნებ სწორედ შენ ხარ ის ვინც სამყაროს შეცვლის?