Kodak-ი დაარსდა 1880-იანი წლების ბოლოს, 1970-იან წლებში გახდა გიგანტი ფოტოგრაფიის ინდუსტრიაში და 2012 წელს გაკოტრების შესახებ განცხადება შეიტანა.
თითქმის ასი წლის განმავლობაში, Kodak იყო ფოტოგრაფიის ინდუსტრიაში წინა პლანზე, მათ შეძლეს და ფოტოგრაფია ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადეს.
მნიშვნელოვან მოვლენებს კოდაკის ისტორიიდან
- 1889 – ჯორჯ ისტმანმა დააარსა Eastman Kodak Company და წარადგინა პირველი Kodak კამერა; რამდენიმე წლის შემდეგ Kodak-ის კამერა საოცრად წარმატებული ხდება.
- 1935 – კომპანიამ წარმოადგინა Kodachrome, პირველი წარმატებული ფერადი მასალები და გამოიყენებოდა როგორც კინემატოგრაფიისთვის, ასევე ფოტოგრაფიისთვის.
- 1962 წელი — Kodak-ის გაყიდვებმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
- 1966 წელი — გაყიდვებმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
- 1972 წელი — Kodak-ის მსოფლიო გაყიდვებმა $3 მილიარდი გადააჭარბა.
- 1975 წელი – სტივ სასონმა, კოდაკის ინჟინერმა გამოიგონა ციფრული კამერა.
- 1976 წელი – Kodak გახდა იმდენად დომინანტი, რომ მათ პრაქტიკულად გააძევეს თავიანთი კონკურენტები ბაზრიდან. კამერები: 85% ბაზრის წილი, ფილმი: 90% ბაზრის წილი
- 1981 წელი – გაყიდვები 10 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
- 1980-იანი წლების ბოლოს — ციფრული ფოტოგრაფიის გაყიდვების ზრდამ ანალოგური კამერების გაყიდვების შემცირება გამოიწვია.
- 1984 წელი – მომხმარებლები გადავიდნენ Kodak-დან Fuji-ზე, რადგან იაპონური ფერადი ფირი 20%-ით იაფი იყო ვიდრე Kodak-ის.
- 1991–2011 წლებში Kodak-მა გამოუშვა სხვადასხვა ციფრული პროდუქტი, მაგრამ გაყიდვები იკლებს.
- 2012 წელი — Kodak-მა გაკოტრება შეიტანა.
რატომ იყო Kodak წარმატებული?
თქვენ დააჭირეთ ღილაკს, ჩვენ ვაკეთებთ დანარჩენს.
ჯორჯ ისტმანი
უპირველეს ყოვლისა, ჯორჯ ისტმანმა დაიწყო ფოტოგრაფიის დემოკრატიზაცია.
ისტმენს სჯეროდა, რომ ფოტოგრაფია ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო. მისი ახალი და ინოვაციური Kodak კამერის შემუშავებით, ისტმანმა საშუალება მისცა ნებისმიერ მსურველს გადაეღო შესანიშნავი სურათები.
მოგვიანებით, კომპანიის ძირითადი პროდუქტი ფილმების და ფოტოების ბეჭდვა გახდა და არა კამერები.
1980-იან წლებში ფოტოგრაფიის ინდუსტრია იწყებდა ციფრულზე გადასვლას. როდესაც Kodak-მა ციფრული კამერა გამოიგონა, კომპანიისთვის შემდეგი ლოგიკური განვითარება, სწორედ ციფრულ ტენდენციაზე გადასვლა უნდა ყოფილიყო. სტივ სასონმა, Kodak-ის ინჟინერმა, 1975 წელს გამოიგონა პირველი ციფრული კამერა, თუმცა მენეჯმენტის რეაქცია ასეთი იყო:
“საყვარელია, მაგრამ ამის შესახებ არავის უთხრათ”.
Kodak-ის მენეჯმენტის უუნარობა, დაენახა ციფრული ფოტოგრაფია, როგორც მნიშვნელოვანი ტექნოლოგი, გაგრძელდება ათწლეულების განმავლობაში. უფრო მეტიც მხოლოდ და მხოლოდ 2007 წელს, Kodak-ი აქვეყნებს მარკეტინგულმა ვიდეოს სადაც ხაზგასმით აღნიშნავს რომ კოდაკი დაბრუნდა და ახლა უკვე სრულად ციფრულად:
საბოლოოდ კომპანია გადავიდა ციფრული მხარეს – თუმცა საკმაოდ გვიან.
როგორც გაირკვა, ციფრული კამერები მხოლოდ დასაწყისი იყო. მათი კონკურენტები სმარტფონები გახდნენ, რამაც ციფრული კამერების გაყიდვების შემცირება გამოიწვია. ხალხი გადავიდა სურათების დაბეჭდვიდან მათ ციფრულ მოწყობილობებზე შენახვაზე ან ონლაინ გაზიარებაზე.
Facebook-მდე მრავალი წლით ადრე, Kodak-მა მოულოდნელი ბიზნეს ნაბიჯი გადადგა და 2001 წელს შეიძინა ფოტოების გაზიარების საიტი სახელწოდებით Ofoto. სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ Instagram-ის გზაზე წასულიყო, Kodak-მა Ofoto გამოიყენა, რათა მეტ ადამიანს დაებეჭდა ციფრული სურათები.
2012 წელს, როდესაც Kodak-მა გაკოტრების განაცხადი შეიტანა, Facebook-მა 1 მილიარდ დოლარად შეიძინა Instagram-ი, ფოტოების გაზიარების სოციალური ქსელი.
კოდაკის ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნხავთ რომ ტექნოლოგიურად კომპანია საკმაოდ ძლიერი მოთამაშე იყო, მათ პირველმა შეძლეს ციფრული კამერების შექმნა და ასევე ბევრად ადრე ფლობდნენ ფოტოების გაზიარების სოციალურ ქსელს. შეგვიძლია თამამად ითქვას, რომ კომპანიის გაკოტრების მიზეზი ტექნოლოგია არ გამხდარა, მაგრამ რატომ გაკოტრდა კოდაკი?
ანალიტიკოსების გამოყოფენ 3 ძირითად მიზეზ:
- მათ ვერ მოხერხეს საკუთარი თავის ხელახლა გამოგონება
კომპანიები ხშირად ხედავენ ახალი ტექნოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ ინდუსტრიაზე. ისინი საკმაოდ დიდ რესურსს ხარჯავენ განვითარებად ბაზრებზე მონაწილეობისთვის, მაგრამ მათი წარუმატებლობა, როგორც წესი, არის უუნარობა, ჭეშმარიტად აითვისონ ახალი ბიზნეს მოდელები. Kodak-მა შექმნა ციფრული კამერა, ჩადო ინვესტიცია ტექნოლოგიაში და მიხვდა, რომ ფოტოები ინტერნეტში გავრცელდებოდა. მათ ვერ გააცნობიერეს, რომ ონლაინ ფოტოების გაზიარება ახალი ბიზნესი იყო და არა მხოლოდ ბეჭდვის ბიზნესის გაფართოების საშუალება.
- თვითკმაყოფილება
ორგანიზაცია თვითკმაყოფილებით იყო სავსე. ჯერ კიდევ ციფრულ რელოვუციამდე, Fuji უკეთეს შედეგს აღწევდა ძველი ტექნოლოგიების დახვეწით, მაგრამ kodak-ი იმდენად სავსე იყო თვითკმაყოფილებით, რომ ვერავინ ხედავდა პრობლემების რეალურ აქტუალურობას და არავინ ცდილობდა აღნიშნული პრობლემების შესაძლებლობად გადაქცევას.
- ორგანიზაციული მოქნილობა
Kodak-ის სტრატეგიული კრეატიულობის ნაკლებობამ განაპირობა ის, რომ არასწორად დაინახეს ციფრული ტრანსფორმაცია და მისი შესაძლებლობები. ზოგადად, წარმოების პროცესში შეცდომები ძვირი ღირდა, მომგებიანობა კი საკმაოდ მაღალი იყო, ამიტომ კომპანიამ თავიდან აიცილა სარისკო გადაწყვეტილებები და ამის სანაცვლოდ შეიმუშავა გარკვეული პროცედურები არსებული სტანდარტების შენარჩუნებისთვის.
რა შეგიძლიათ ისწავლოთ Kodak-ის ისტორიიდან:
- არ უნდა შეუშინდეთ ბიზნეს მოდელების და სტრატეგიების შეცვლას.
- არ უნდა შეუშინდეთ ინოვაციებს და არ უნდა ეცადოთ, არსებული კონკურენტული უპირატესობა დაიცვათ თუ ხედავთ რომ რადიკალური ცვლილებებია საჭირო
- ინოვაციების არარსებობა კომპანიაში დამღუპველია, მოუსმინეთ თქვენს კომპანიებში მომუშავე ინოვატორებს;
- გააუჯობესეთ გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე