რა არის პოდკასტინგი და როგორ დავიწყოთ

რა არის პოდკასტი და როგორ მუშაობს ?

პოდკასტი არის აუდიო ფორმატის ეპიზოდური სერიები, სადაც ერთი ან მეტი წამყვანი საუბრობს კონკრეტულ თემაზე. პოდკასტის თითოეული ეპიზოდი, როგორც წესი, 20-დან 60 წუთამდეა და ის ორიენტირებულია ერთ კონკრეტულ თემაზე. მარტივად, რომ ავხსნათ, წარმოიდგინეთ ნებისმიერი სატელევიზიო გადაცემის აუდიო ვერსია, მას აქვს იგივე ფორმატი, როგორც სატელევიზიო შოუს: კონკრეტული თემა, ის არის ეპიზოდური და შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე სეზონი, გარდა ამისა, შეიძლება იყოს დაფუძნებული რეალობაზე ან მხატვრულ ლიტერატურაზე. ერთი რამ რაც გამოარჩევს პოდკასტს სატელევიზიო შოუსგან არის მიდი აუდი ფორმატი.

პოდკასტების მოსმენა ისეთ პოპულარულ პლატფორმებზე შეგიძლიათ, როგორიცაა Apple Podcasts, Spotify და Google Podcasts. Google Trends ის მიხედვით, პოდკასტი თანდათან უფრო პოპულარული ხდება. მან პიკს მიაღწია დაახლოებით 2019 წლის შემოდგომაზე და 2020 წლის გაზაფხულზე. დღეს, აშშ-ს მოსახლეობის 28% ყოველკვირეულად უსმენს პოდკასტებს.

სხვაობა პოდკასტსა და სტანდარტულ აუდიო ფაილებს შორის იგივეა, რაც განსხვავება ვიდეოსა და სატელევიზიო სერიას შორის. აუდიო ფაილი არის ფაილის ფორმატი, რომელიც გამოიყენება აუდიოს შესანახად ციფრულ მოწყობილობაზე. მეორე მხრივ, პოდკასტი არის ერთგვარი სერიული შოუ, რომელიც საჭიროებს ამბის მოყოლას და ფორმატირებას.

რა არის პოდკასტის ჰოსტი?

პოდკასტის ჰოსტი არის პლატფორმა, რომელიც ინახავს თქვენს პოდკასტს და აქვეყნებს მას ისეთ პლატფორმეზე, როგორიცაა Apple Podcasts და Spotify. თქვენ არ შეგიძლიათ პირადპირ ატვირთოთ ფაილები აღნიშნულ პლატფორმებზე, ჯერ ატვირთავთ თქვენს აუდიო ფაილს თქვენს ჰოსტინგ პლატფორმაზე, შემდეგ ისინი ქმნიან RSS-ს რის შემდეგაც თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი ეპიზოდები სხვადასხვა პლატფორმებს (Apple Podcasts, Spotify-ს და ა.შ.). ყველაზე პოპულარულ პოდკასტის host პლატფორმებს შორისაა Casted, CoHost, Buzzsprout, Captivate, Libsyn და PodBean. Podcast Host ის არჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი ძირითადი ფუნქციონალი:

  • ულიმიტო სიივრცე
  • ვებ საიტის შექმნის ფუნქციონალი
  • ანალიტიკა

რა აღჭურვილობაა საჭირო პოდკასტისთვის?

პოდკასტის დაწყებაში, ერთ ერთი ყველაზე მომხიბვლელი ფაქტორი არის ის, რომ დაწყებას ბევრი არაფერი ჭირდება. რაც თქვენ გჭირდებათ არის

მაღალი ხარისხის მიკროფონი: თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენივე ტელეფონის ან ლეპტოპის მიკროფონი, თუმცა გირჩევთ XLR ან USB მიკროფონის შეძენას, რომელიც ხმის უკეთეს ხარისხს მოგცემთ.

გთავაზობთ მიკროფონების მცირე ჩამონათვალს:

ხმის ჩამწერი: მას შემდეგ რაც მიკროფონს აარჩევთ საჭიროა ჩამწერი მოწყობილობა, თქვენ შეგიძლიათ თვენი ტელეფონის და Rode Smartlav + ის კომბინაციით მშვენიერი ხმის ჩამწერი მოწყობილობა მიიღოთ, ამისთვის კი დაგჭირდებათ RØDE SC6 მოწყობილობა, რომელიც თქვენს ტელეფონს მშვენიერ ჩამწერ მოწყობილობად გადააქცევს. თუმცა არსებობს მაღალი ხარისხის ციფრული ჩამწერები, მაგალითად The Zoom H1N და TASCAM DR-05

რედაქტირების პროგრამული უზრუნველყოფა – როგორც კი ჩაწერთ თქვენს ეპიზოდს, მოგიწევთ მისი რედაქტირება, რათა დაამატოთ მუსიკა, სარეკლამო ხმოვანი კლიპები ან წაშალოთ ნებისმიერი შინაარსი. არსებობს აუდიო რედაქტირების სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ, მათ შორის Audacity, Adobe Audition და Descript – თითოეული გაძლევთ რედაქტირების სრულ ფუნქციონალს.

ხარისხიანი ყურსასმენები – ყურსასმენები მნიშვნელოვანია როგორც წარმოების დროს, ასევე პოსტწარმოების დროს, რადგან ისინი საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ და აღმოაჩინოთ ხმები ჩაწერის დროს.

ჰოსტინგის პლატფორმა – როგორც დასაწყისში ვისაუბრეთ სანამ შეძლებთ თქვენი ეპიზოდების გავრცელებას ისეთ პლატფორმებზე როგორიცაა Spotify ან Google podcast-ი , ჯერ უნდა ატვირთოთ თქვენი ფაილები ჰოსტინგის პლატფორმაზე და შემდეგ იქიდან გააზაიროთ თქვენი ინფორმაცია აღნიშნულ პლატფორმებზე.

ზოგადი რეკომენდაციები

იდეა – პირველი, რაც თქვენ გჭირდებათ პოდკასტის დასაწყებად, არის იდეა. ინდივიდისთვის ეს შეიძლება იყოს ჰობი ან კონკრეტული თემა/ინდუსტრია რომელიც დაკავშირებულია მის სპეციალობასთან. ბრენდისთვის იდეა შეიძლება წამოვიდეს აუდიტორიის შესახებ შეგროვებული კვლევებიდან. მთავარია გახსოვდეთ, რომ თქვენი პოდკასტი კონკრეტულ აუდიტორიას უნდა ესაუბროს და თუ მის მიმართ ინტერესი არ იქნება, მაშინ ისაუბრებთ ცარიელ ოთახში. თუ ამ სტატიას კითხულობთ, დიდი შანსია, უკვე გაქვთ პოდკასტის იდეა. ამ შემთხვევაში, ჩაუღრმავდით და გაანალიზეთ თქვენი იდეა ღირს თუ არა მისი განხორციელება. დაუსვით კითხვები საკუთარ თავს: იყო თუ არა ეს ტემა ადრე გაშუქებული სხვა პოდკასტში? თუ ასეა, სხვა კუთხით აპირებთ გაშუქებას? მოიზიდავს ის მსმენელს? რამდენად გაძლევთ შინაარსი იმის საშუალებას, რომ სერიული კონტენტი შექმნათ?

ფორმატი – პოდკასტების დროს შეგიძლიათ გამოიყენოტ თითქმის ნებისმიერი ფორმატი. ზოგი ინტერვიუზეა დაფუძნებული და საუბრობს ერთ ან რამდენიმე მასპინძელთან, რომელიც სტუმრებს მოჰყავს, ზოგი კი ფოკუსირებულია სიუჟეტების მოთხრობაზე (გამოგონილი და არამხატვრული). ეს თქვენი გადასაწყვეტი, რომელი ფორმატი შეეფერება საუკეთესოდ თქვენს თემას.

საკომუნიკაციო სტრატეგია – მხოლოდ პოდკასტის კონცეფციის ქონა საკმარისი არ იქნება მომხმარებლების მოსაზიდად. თქვენ გჭირდებათ ძლიერი საკომუნიკაციო სტრატეგია, რათა ის თქვენი სამიზნე აუდიტორიამდე მოხვდეს. კომუნიკაცია არ იწყება თქვენი პირველი ეპიზოდის ეთერში გასვლის შემდეგ, ის მანამდე უნდა დაიწყოთ. რატომ? ის აყალიბებს მოლოდინს თქვენი შოუს ირგვლივ და დაგეხმარებათ მოახდინოთ საკმაოდ ძლიერი ეფექტი პირველივე ეპიზოდზე. როგორც კი თქვენი შოუ დაიწყება, იყავით თანმიმდევრული ეპიზოდების პოპულარიზაციაში და ნუ შეგეშინდებათ სხვადასხვა მეთოდების გამოყენება. მაგალითად, საკმაოდ კარგი პრაქტიკაა ეპიზოდებიდან აუდიო ფრაგმენტების გამოქვეყნება, ამ გზით თქვენ შექმნით ერთგვარ მოლოდინს და ჩართულობა უფრო მაღალი იქნება.

ანალიტიკა – გთავაზობთ რამოდენიმე მნიშვნელოვან მონაცემს, რომელსაც თვალი უნდა ადევნოთ:

  • გამომწერების რაოდენობა
  • მოსმენების რაოდენობა
  • პოდკასტის გვერდის უნიკალური ნახვები
  • მოსმენის საშუალო დრო

ყოველი მონაცემი, რომელსაც თვალს ადევნებთ, გაგიზიარებთ ინფრომაციას თქვენს მსმენელებზე.

ანალიტიკის საშუალებას ძირითადად პოდკასტის ჰოსტის პროვაიდერები გაძლევენ

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს