როგორ გამოვიყენოთ Bing Image Creator?

გასულ შემოდგომაზე OpenAI-ის მიერ ChatGPT-ის გამოშვებამ, სხვა ტექნოლოგიური გიგანტების მიერ, გენერაციული AI ხელსაწყოების შექმნის პროცესი დააჩქარა. შესაბამისად, დღეს ბაზარზე ChatGPT -ის მსგავსი სხვა ხელსაწყოებიც ხელმისაწვდომია – Google Bard-ი, Meta AI, Bing Chat და ა.შ.

ამასთან ერთად, Microsoft-მა ასევე გამოუშვა AI გამოსახულების გენერატორი Bing Image-ი, რომელიც DALL·E 3-ის ტექნოლოგიას იყენებს.

Bing Image Creator-ის გამოყენება შესაძლებელია Bing Chat-ის მეშვეობით ან უშუალოდ ხელსაწყოს ვებსაიტზე სტუმრობით და მისი გამოყენება ისეთივე მარტივია, როგორც ChatGPT-ის.

როგორ გამოვიყენოთ Bing Image Creator

სურათის შექმნა შეგიძლიათ პირდაპირ Bing Chat-დან ან უშუალოდ Bing Image Creator-ის საიტზე ავტორიზაციით.

  1. გადადით Bing.com/Create-ზე და დააწკაპეთ Join & Create-ზე. სურათების გენერაციისთვის საჭიროა შეხვიდეთ თქვენს Microsoft-ის ანგარიშში
  2. შეიყვანეთ თქვენი მოთხოვნა
    შეიყვანეთ სურათის აღწერა, რომელესაც Bing-ი თქვენი სურათის გენერაციისთვის გამოიყენებს. ისევე, როგორც ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტის გამოყენებისას, იყავით რაც შეიძლება აღწერილობითი, რათა უზრუნველყოთ სურათის სიზუსტე. მას შემდეგ რაც შეიყვანთ თქვენს მოთხოვნას ტექსტის ზონაში, დააჭირეთ შექმნას. მაგალითისავის შევიყვანოთ შემდეგი მოთხოვნა “Portrait photo of a entrepreneur women, the portrait is shot on a DSLR camera, 50mm lens, natural light photography” შემდეგ დააწკაპეთ ღილაკზე შექმნა და დაელოდეთ სურათის გენეირებას.

DALL-E და Bing’s Image Creator ორივე ჩვეულებრივ აჩვენებს ოთხ გენერირებულ სურათს თითოეული მოთხოვნისთვის.

გენერირებული სურათების დათვალიერების შემდეგ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სასურველი სურათი(ები).

Bing Image Creator უფასოა?

Bing’s Image Creator ამ დროისთვის უფასოა, თუმცა შეგიძლიათ გადაიხადოთ Boost-ის ღირებულება. Boosts ჰგავს კრედიტებს. თითოეული მოთხოვნა, რომელსაც თქვენ აძლევთ სურათის შესაქმნელად ღირს გარკვეული რაოდენობის boost-ი. მომხმარებლები იღებდნენ 25 Boost-ს, როდესაც პირველად გადიან ავტორიზაციას, მას შემდეგ რაც Boost-ის ლიმიტს ამოწურავთ, Bing Image Creator-ს მეტი დრო დასჭირდება სურათების გენერირებისთვის, 10-30 წამის ნაცვლად შეიძლება ხუთ წუთამდეც კი მოანდომოს.

არის თუ არა Bing Image Creator იგივე DALL-E 2?
DALL-E 2 და Bing Image Creator განსხვავდება ერთმანეთისგან. Bing Image Creator-ში Microsoft იყენებს უახლეს DALL-E 3-ს, რომელიც მხოლოდ Bing-ის მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი (უახლეს კვირებში, DALL-E 3 ხელმისაწვდომი გახდება ChatGPT Plus მომხამრებლებისათვის ).

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს