თქვენი სამუშაო ადგილი დამღლელი არ უნდა იყოს, არასასიამოვნო სკამი, მუდმივი ქაოსი სამუშო მაგიდაზე და ცუდი განათება – ეს იმ ფაქტორების არასრული ჩამონათვალია, რომელიც თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულობას განსაზღვრავს.
მცირედი კორექტირებით, თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი სამუშაო გარემო და თავი ბევრად კომფორტულად იგრძნოთ მუშაობის პროცესში.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შექმნათ ერგონომიული სამუშაო სივრცე.
ქვემოთ აღწერილია ძირითადი ელემენტები, რასაც უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება სამუშო სივრცის მოწყობის დროს:
განათება
თქვენი ოფისის განათების ხარისხი გავლენას ახდენს თქვენს განწყობასა და კეთილდღეობაზე. ცუდმა განათებამ, ისევე როგორც მკრთალმა ან მკვეთრმა, რომელსაც იღებთ ფლუორესცენტური განათებიდან, შეიძლება გამოიწვიოს თვალის დაძაბვა, სტრესი და დაღლილობა. ბუნებრივი სინათლე ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს განწყობას და ხელს უწყობს კონცენტრაციას. სამუშაო საათებში დღის სინათლის ზემოქმედება დადებითად აისახება თქვენს საერთო ფიზიკურ აქტივობაზე და ძილის ხარისხზე.
რატომ არის ასე მნიშვნელოვანი დღის სინათლე? მზის შუქი ეხმარება ჩვენს სხეულს შეინარჩუნოს ჩვენი ცირკადული რიტმები, რაც გავლენას ახდენს ჩვენს ძილზე და ენერგიაზე, ასევე ჩვენი ტვინის მიერ სეროტონინის გამოყოფაზე (ჰორმონი, რომელიც გვეხმარება ვიგრძნოთ კონცენტრირება და სიმშვიდე).
ამიტომ, უმჯობესია აირჩიოთ სამუშო სივრცე ბუნებრივი სინათლის ექსპოზიციით. თუ თქვენ ვერ აკონტროლებთ ოფისის განათებას და არ შეგიძლიათ მოითხოვოთ სამუშაო მაგიდა ფანჯრის მახლობლად, გამოიყენეთ თქვენი შესვენებები გარეთ, მზის შუქზე გასასვლელად, ან აირჩიეთ მსუბუქი თერაპიის მაგიდის ნათურა, რომელიც ახდენს დღის შუქის სიმულაციას.
კიდევ ერთი რამ, რაც გასათვალისწინებელია, როდესაც საქმე ეხება განათებას: სასურველია შუქმა მონიტორზე სიკაშკაშე არ გამოიწვიოს, ამ მიზეზების გამო, მოერიდეთ ფანჯრის წინ ჯდომას.
მცენარეები
შეუძლიათ მცენარეები რეალურად დაგეხმაროთ სამუშაოს შესრულებაში? შეიძლება სულელურად ჟღერდეს, მაგრამ დიახ, თქვენს ოფისში ერთ-ორ მცენარეს შეუძლია თავიდან აგაცილოთ დაღლილობა.
ტემპერატურა
უამრავი კვლევა ჩატარდა გარემოს საუკეთესო ტემპერატურის დასადგენად.
საუკეთესო ტემპერატურა დამოკიდებულია იმაზე, თუ რის მიღწევას ცდილობთ. მაგალითად, ზოგიერთი კვლევა ამტკიცებს, რომ თბილი გარემო უკეთესია შემოქმედებითი აზროვნებისთვის, ხოლო გრილი სამუშაო ადგილები უკეთესია სამუშაოსთვის, რომელიც მოითხოვს სიფხიზლის შენარჩუნებას ერთფეროვანი ამოცანების დროს.
თქვენმა ბიოლოგიურმა ტემპერატურამ შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს თქვენს პროდუქტიულობაში. ერთ-ერთ კვლევაში, მკვლევარმა დაადგინა, რომ ქალებს აქვთ მნიშვნელოვნად დაბალი მეტაბოლური მაჩვენებლები, ვიდრე მამაკაცებს და შეიძლება დასჭირდეთ, რომ მათი სამუშაო ადგილი იყოს 3°C უფრო თბილი.
მოკლედ, შეუძლებელია ერთი ტემპერატურის დადგენა, რომელიც ყველაზე ერთნაირად იმოქმედებს, მაგრამ დევიდ შიპვორტი, UCL ენერგიის ინსტიტუტის მკვლევარი, ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 22-დან 24°C-მდე.
ხმა
ერთის მხრივ არის სასიამოვნო ხმები, რომელიც მუშაობის დროს კონცენტრაციაში გეხმარებათ, ხოლო მეორეს მხრივ არის ხმაური. ძალიან ხშირად, საქმე გვაქვს ამ უკანასკნელთან. განსაკუთრებით, ეს პრობლემა აქტუალური ღია სამუშო სივრცეებში, ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისეთი გარე ფაქტორები, როგორიცაა მეზობლის ძაღლის ყეფა ან მშენებლების ხმა ფანჯრის მიღმა, ძნელია ამ ყველაფერთან გამკლავება, როცა მუშაობას ცდილობ.
სწორედ აქ გვჭირდება ხმაურის ჩამხშობი ყურსასმენები. შეგიძლიათ დააკავშიროთ ის თქვენს Spotify-სთან, და ჩართოთ რაიმე lo-fi playlist-ი.
გამოიყენეთ ერგონომიული სკამი
თუ დღის უმეტეს ნაწილს მაგიდასთან ატარებთ, მნიშვნელოვანია ერგონომიულ სავარძელი. სამწუხაროდ, კარგი საოფისე სკამის ყიდვა მარტივი სულაც არ არის – ბაზარზე საკმაოდ ბევრი არჩევანია, განსხვავებული ფასით და ასევე, მწარმოებლებს შეუძლიათ „ერგონომიული“ ეტიკეტი მიაკრან ნებისმიერ პროდუქტს, მათ შორის საოფისე სკამებს.
აი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ერგონომიულ საოფისე სავარძელის ყიდვის დროს:
წელის საყრდენი: მნიშვნელოვანია სკამის საზურგეზე იყოს ერთგვარი მრუდი, რომელიც დაიჭერს თქვენი ხერხემლის ქვედა მხარეს.
სავარძლის სიღრმე: თქვენ კომფორტულად უნდა იჯდეთ და წელის საყრდენი უნდა იცავდეს თქვენს ხერხემალს, ასევე უნდა იყოს დაახლოებით სამი ან ოთხი თითის სიგანე თქვენს ფეხებსა და სავარძლის კიდეს შორის.
სკამის სიმაღლე: მჯდომარე მდგომარეობაში, მუხლები უნდა იყოს თეძოებთან ან ოდნავ ქვემოთ, ხოლო ფეხები იატაკს ან ფეხის საყრდენს უნდა წვდებოდეს.
სახელურები: ისინი უნდა იყოს განლაგებული ისე, რომ თქვენი მხრები იყოს მოდუნებული და უნდა შეგეძლოთ იდაყვები კომფორტულად მოათავსოთ თქვენს გვერდებზე, იატაკის პარალელურად.
ჰორიზონტალური მდგომარეობა: არსებობს განსხვავებული შეხედულებები ჰორზინტალურ მდგომარეობაში ჯდომის შესახებ. თუ გსურთ, რომ ოდნავ დახრილ მდგომარეობაში იჯდეთ, განათავსეთ თქვენი სკამი დაახლოებით 100-დან 110 გრადუსამდე კუთხით.
დაარეგულირეთ თქვენი მაგიდის სიმაღლე
ხანგრძლივი ჯდომა შეიძლება საზიანო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის. თუ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაარეგულიროთ თქვენი მაგიდის სიმაღლე ისე, რომ რიგ შემთხვევებში იჯდეთ, მაგრამ ზოგჯერ იდგეთ, ეს შესანიშნავია. (ამან შეიძლება უფრო პროდუქტიულიც კი გაგხადოთ.) თუ თქვენი ერთადერთი ვარიანტია არის ჯდომა, თქვენი მაგიდა ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ წინამხრები დარჩეს მიწის პარალელურად, როცა კლავიატურაზე ბეჭდავთ.
თუ გინდათ გაიგოთ თქვენი მაგიდის იდეალური სიმაღლე რიცხვებში, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ Ergotron, მაგიდის სიმაღლის კალკულატორი.
მოათავსეთ თქვენი მონიტორი სწორად
ასევე მნიშვნელოვანია, როგორ განათავსებთ თქვენს მონიტორს. ძალიან მაღალმა ან ძალიან დაბალმა მონიტორმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი პრობლემები, როგორიცაა თვალის დაძაბვა და მხრების ტკივილი.
აქ მოცემულია რამდენიმე მითითება, რომელიც უნდა გახსოვდეთ ლეპტოპის ან კომპიუტერის მონიტორის პოზიციონირებისას:
განათავსეთ თქვენი მონიტორი 20-დან 40 ინჩამდე (დაახლოებით ხელის სიგრძეზე) თქვენს წინ. თუ მონიტორი ძალიან შორს არის, შესაძლოა იძულებული გახდეთ წინ გადაიხროთ და ზურგის საყრდენი დაკარგოთ. თუ ზედმეტად ახლოსაა თქვენს თვალებს უფრო მეტი დაძაბვა უწევთ ფოკუსირების მიზნით. მონიტორის სწორი მანძილი საშუალებას მოგცემთ კომფორტულად წაიკითხოთ ყველა ტექსტი თქვენს ეკრანზე, სათანადო პოზის დაცვით.
დარწმუნდით, რომ ეკრანის ზედა ხაზი არის თქვენი თვალის დონეზე ან ქვემოთ. თუ თქვენი მონიტორი ძალიან მაღალია, იძულებული იქნებით დაიძაბოთ თავი, კისერი და ზურგი. ამავდროულად, თქვენი დაღმავალი ხედვის კუთხე არ უნდა იყოს 60 გრადუსზე მეტი.
მონიტორს 10-დან 20 გრადუსზე მეტად ნუ დახრით, თორემ ეკრანზე არსებული ობიექტები რთული წასაკითხი იქნება.
მოათავსეთ მონიტორი ფანჯრების პერპენდიკულარულად. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ თვალის დამღლელი სიკაშკაშე.
მაშინაც კი, თუ თქვენი მონიტორი იდეალურ სიმაღლეზეა განლაგებული, მნიშვნელოვანია შესვენება თვალებისთვის. 20-20-20 წესი შესანიშნავი გზაა ამისთვის: ეკრანის ყურებაში გატარებული ყოველი 20 წუთის განმავლობაში, მოარიდეთ თვალი ეკრანს 20 წამის ხანგრძლივობით.
სამუშაო მაგიდის საუკეთესო განლაგება პროდუქტიულობისთვის
აქ არის რამდენიმე რამ, რაც უნდა გახსოვდეთ თქვენი მაგიდის ორგანიზებისას:
შეინახეთ მხოლოდ ის ნივთები, რომლებსაც ყოველდღიურად იყენებთ და თუ თქვენ გაქვთ შეზღუდული ადგილი მაგიდაზე, გამოიყენეთ თქვენი მონიტორის უკანა ნაწილი საჭირო ნივთების შესანახად.
მოიშორეთ იშვიათად გამოყენებული ნივთები. სტიკერები, საბუთები, ჩანაწერები რომელებსაც თვეში ერთხელ, ან თუნდაც კვირაში ერთხელ იყენებთ შეინახეთ კარადაში ან მაგიდის უჯრაში.
აუცილებლად დააორგანიზეთ კაბელები.
ცოტა რამ მაუსის და კლავიატურის შესახებ
თუ სამუშაო დღის განმავლობაში მაჯების და მხრების დაღლილობას რეგულარულად გრძნობთ, დიდი შანსია, რომ თქვენი კლავიატურისა და მაუსის არასწორი განლაგების ბრალია.
აი, როგორი უნდა იყოს კლავიატურის იდეალური განლაგება:
- საკმარისად მიუახლოვდით თქვენს სხეულს ისე, რომ კომფორტულად დაიჭიროთ იდაყვები გვერდით 90 გრადუსიანი კუთხით, ეს თავიდან აგაცილებთ მხრების დაღლილობას.
- კლავიატურის გამოყენებისას მხრები იატაკის პარალელურად უნდა იყოს.
- მაუსი ახლოს განათავსეთ კლავიატურასთან, რათა თავიდან აიცილოთ მაუსის კონტროლის დროს მკლავის ზედმეტად გაჭიმვა გვერდზე.
- ბევრი სტანდარტული კლავიატურა დახრილია, რაც იწვევს მაჯის მოხრილობას ტექსტზე მუშაობის დროს. მაჯის რბილი საყრდენი, რომელიც განთავსებული იქნება თქვენი კლავიატურის სიგრძეზე, ხელს შეუშლის თქვენი მაჯების მოხრილობას.
რაც შეეხება მაუსს:
რაც შეეხება თავად მაუსს, დარწმუნდით, რომ ის თქვენი ხელებისთვის კომფორტული ზომისაა. თუ ის ძალიან დიდია ან ძალიან პატარა, შეიძლება უხერხულ პოზიციებში მაჯა მოიხაროთ.
მოგეწონა სტატია?