ფულის ენერგია

ფულის ენერგია – ეს რა არის? და არსებობს კი სინამდვილეში? საკმაოდ ორაზროვანი საკითხია. ერთის მხრივ, ეს მისტიკიდანაა, რადგან ფული ხომ ქაღალდია და როგორ შეიძლება ენერგეტიკა ჰქონდეს? მეორეს მხრივ კი უამრავი ისტორია არსებობს რეალური ცხოვრებიდან, როდესაც ადამიანმა ფულის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა, აღმოაჩინა მეტის შოვნის ან ეკონომიის საშუალება.

რამდენიმე რჩევა როგორ უნდა მოვეპყროთ ფულს.

ფულის ენერგია და მისი კანონები

იმისათვის, რომ ფულის ენერგია მივიზიდოთ, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ფულმა „შეგვიყვაროს“. ამისათვის კი საჭიროა მათ გონივრულად მოვეპყროთ. როგორი დამოკიდებულება უყვარს ფულს?

გიყვარდეთ სხვადასხვა ფული

ფულის მიღება ყველას უყვარს და ამაში საკამათო არაფერია. აღებული ხელფასის ხელში დაჭერა უყვართ, მაგრამ მილიონერები და მდიდარი ადამიანი არა. რატომ? იმიტომ, რომ მეტი ფული აქვთ? არასწორი მიდგომაა. თუ გსურთ ფულის დადებითი ენერგიის შექმნა, ის ზოგადად უნდა გიყვარდეთ, იმის მიუხედავად ვინ იშოვა და რამდენი. თუ თქვენ გარკვეულ პერიოდში იმაზე ნაკლები იშოვეთ, ვიდრე გეგმავდით, არ გაბრაზდეთ და არ თქვათ „ეს რა ფულია“. მადლობელი იყავით, რაც გაქვთ.

„არ გაყინოთ“ ფული

ფული – პირველ რიგში გადახდის საშუალებაა. თქვენ გიხდიან შრომისთვის, თქვენ იხდით საკუთარი მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილებისთვის. ფული მუდმივად უნდა ცირკულირებდეს. მარტივად გაეცით, თუნდაც საყიდლებზე. ფულს, რომელიც მუთაქაშია დამალული და გადადებულია შავი დღისთვის, ცუდი ენერგია აქვს. ეს უმიზნოდ გადადებული ფულია. ფულის ენერგია მოძრაობაში უნდა იყოს და არა სტაგნაციაში. შესაძლებელია ფულის შეგროვება გარკვეული მიზნისთვის (სასურველია დადებითისთვის) და მაშინ ფულს კარგი ენერგეტიკა ექნება.

მოეპყარით ფულს პატივისცემით

ზოგს ერიდება ტროტუარიდან დავარდნილი კუპიურის აღება, რადგან ამას უღირსს და მეწვრილმანე საქციელად მიიჩნევს. არადა, ნაპოვნი ფული უნდა და მეტიც, საჭიროა აიღოთ. თუ გვერდს ჩაუვლით, ასე უპატივცემულობას გამოხატავთ. ხოლო თუნდაც დაბალი ღირებულების მონეტას აიღებთ, ფულის ენერგია თქვენი მიმართულებით წამოვა.

ყურადღება გამოიჩინეთ თქვენი შემოსავლის მიმართ

ფული ჯიბეში თავისით არ ხვდება, მას გამომუშავება სჭირდება. და რაც უფრო ყურადღებით აკეთებთ ამას, უფრო ძლიერ შეგიყვარებთ ფულიც. არ აქვს მნიშვნელობა ფულს როგორ შოულობთ – გონებრივი/ფიზიკური შრომით თუ პროცენტების მიღებით – ყოველთვის დაფიქრებულად და მიზანმიმართულად უნდა აკეთოთ. იზრუნეთ საკუთარ შემოსავლებზე და მაშინ თქვენი შემოსავლები იზრუნებენ თქვენზე.

გააკეთეთ გონივრული ეკონომია

ფულის აქეთ-იქით ფლანგვა, ესეც უპატივცემულობის გამოხატვის მაჩვენებელია. საუბარი არ არის იმაზე, რომ თითოეული თეთრი დაითვალოთ, მაგრამ შეეცადეთ დახარჯოთ გონივრულად და გარკვეული მიზნისთვის.

გადადეთ შემოსავლის 10%

ფული ყოველთვის იქით მიისწრაფვის, სადაც ის უკვე არის. ადამიანი, რომელიც გონივრულად ეკიდება ფულის ენერგიას, ყოველთვის აქვს პირადი დანაზოგი. თუმცა სტაგნაცია რომ არ მოხდეს, საჭიროა დანაზოგის მუდმივად შევსება და მათი მუდმივად ხარჯვა. დანაზოგის თანხა რომ გაიზარდოს, აიღეთ უფრო ცოტა, ვიდრე ამატებთ. ასე შექმნით გარკვეულ ბრუნვას, ფულს კი უყვარს მოძრაობა.

კიდევ რამდენიმე დამატებითი რჩევა:

უარი არ თქვათ საჩუქრებზე;

დააჯილდოვეთ საკუთარ თავი, როდესაც დაიმსახურებთ;

ფული დააბანდეთ რაციონალურად: შეეცადეთ შეიძინოთ ისეთი ძვირიანი ნივთები (ავტომობილი, კომპიუტერი), რომლებიც მომავალში თქვენს შემოსავალს გაზრდის;

ნუ მიიჩნევთ თავს ღარიბ ადამიანად;

რაც შეიძლება იშვიათად გადაეცით ფული ხელიდან ხელში;

დაიცავით ფულის წესრიგი:

კუპიურები ნომინალური ღირებულების მიხედვით ჩააწყვეთ, დიდიდან მცირესკენ. საფულეს გახსნისას კუპიურები სახის მხრიდან თქვენკენ უნდა იყოს. არ შეინახოთ სხვადასხვა ვალუტა ერთ განყოფილებაში, ასევე გამოყავით ქაღალდის ფული და მონეტები.

თქვენი საფულე – ე.წ. თქვენი ფული სახლია.

თქვენი შემოსავლის გარკვეული ნაწილი ქველმოქმედებაზე დახარჯეთ.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს