გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საკონსულტაციო კომპანია PMCG აცხადებენ აპლიკაციების მიღებას, რომლის მიზანია ახალგაზრდებისა და მოქალაქეების ჩართულობა ქალაქების ურბანული გამოწვევების გადაჭრაში.
ინიციატივა, ამ ეტაპზე, მოიცავს საქართველოს 5 ქალაქს: ბათუმს, თელავს, ფოთს, ქუთაისს და ხობს. ორგანიზატორები, მიესალმებიან მოქალაქეების მრავალფეროვანი ჯგუფების ჩართულობას, ვისაც სურთ საკუთარი ქალაქის განვითარებაში მონაწილეობა და რეალური ცვლილებების ხელშეწყობა.
საუკეთესო იდეების ავტორები მიიღებენ ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. ასევე, იმუშავებენ მენტორებთან ერთად, რათა თავიანთი იდეები რეალურ პროექტებად გარდაქმნან. თითოეული მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია $17 000.00 ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს როგორც ადამიანურ, ისე ტექნიკური რესურსების შესყიდვას.
ინიციატივაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16 წელზე უფროსი ასაკის პირებს, რომლებიც თავიანთი იდეებით ქალაქის ურბანულ გარემოს უკეთესობისკენ შეცვლას შეეცდებიან.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და დანიის მთავრობის მიერ.
კონკურსის დეტალები:
პროექტის ორგანიზატორები ეძებენ მცირე, მაგრამ განხორციელებად იდეებს, რომლებიც ქალაქის ურბანულ პრობლემებს მოაგვარებს და 8–12 კვირის განმავლობაში განხორციელებადია.
თემატური მიმართულებები მოიცავს შემდეგ სფეროებს:
- ჭკვიანი ურბანული სისტემები და ციფრული ტრანსფორმაცია
- ტრანსპორტი, მობილობა და პარკირება
- მშენებლობა და ინფრასტრუქტურა
- ენერგოეფექტურობა, წყალმომარაგება
- გარემოს ხარისხი: ჰაერი და ხმაური
- ეკოლოგია და გარემოს დაცვა
- ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკა
- საზოგადოებრივი უსაფრთხოება
- ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ თანამოაზრეები, გაიღრმავონ ცოდნა ინოვაციური გადაწყვეტების სფეროში და მონაწილეობა მიიღონ ქალაქის განვითარებაში.
განცხადებების მიღება
განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. ინიციატივაში ჩასართავად საჭიროა ონლაინ განაცხადის შევსება შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/Ku4t7XPzT9JshbhG7
City Challenge წარმოადგენს ურბანული გამოწვევების ინიციატივის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ქალაქებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას და ჭკვიანი, მდგრადი ურბანული გარემოს განვითარებას.
პროექტის ეტაპები:
რეგისტრაცია და განაცხადების l მიღება: 21 ოქტომბერი – 2 ნოემბერი
საინფორმაციო შეხვედრები l 23-25 ოქტომბერი
მონაწილეების შერჩევა l 3-4 ნოემბერი
საინფორმაციო შეხვედრა (ონლაინ) – 5 ნოემბერი
მენტორინგის სესიები l 6-10 ნოემბერი
ფინალური კონკურსი l 11-20 ნოემბერი
განაცხადების მიღების ვადა: 1 ნოემბერი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ელ.ფოსტა: t.bezhanishvili@pmcginternational.com
ტელეფონი: 591 40 11 83