ხელოვნური ინტელექტი ყველაზე სწრაფად მზარდი ტენდენციაა სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით.
ARK-ის 2023 წლის კვლევის მიხედვით, ინოვაციური პლატფორმების საბაზრო ღირებულება წლიურად 40%-ით გაიზრდება და 2030 წლისთვის $200 ტრილიონამე მიაღწევს (დღევანდელი $13 ტრილიონი).
ARK -ის ყოველწლიური კვლევის ანგარიშის მიზანია გამოავლინოს ტექნოლოგიურ მიღწევები, რომლებიც დღეს ვითარდება და ხვალინდელი დღისთვის სუპერ-ექსპონენციალური ზრდის პოტენციალს ქმნის.
2023 წლის ანგარიშში გამორჩეულია 14 დიდი იდეა:
- ტექნოლოგიური კონვერგენცია
- Ხელოვნური ინტელექტი
- ციფრული მოხმარება
- ციფრული საფულეები
- საჯარო ბლოკჩეინები
- ბიტკოინი
- Smart Contract Networks
- Precision Medicine
- მოლეკულური კიბოს დიაგნოსტიკა
- ელექტრო მანქანები
- თვითმართვადი ავტომობილი
- ავტონომიური ლოგისტიკა
- რობოტიკა და 3D ბეჭდვა
- ორბიტალური აეროკოსმოსი
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე იდეის მიმოხილვას – ხელოვნური ინტელექტი, ციფრული მომხმარებელი და ციფრული საფულეები.
Ხელოვნური ინტელექტი
ARK-ის კვლევაში რამდენიმე მნიშნელოვანი პროგნოზია AI-სთან დაკავშირებით:
- გენერაციულმა ხელოვნურმა ინტელექტმა (DALL-E-2, ChatGPT), მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია პროდუქტიულობის კუთხით, მაგალითად, დეველოპერების ასისტენტად ChatGPT-ის გამოყენება 2-ჯერ აუმჯობესებს მათ პროდუქტიულობას
- ხელოვნური ინტელექტის სწავლების ღირებულება 70%-ით მცირდება, დიდი ენობრივი მოდელის ტრეინინგის ღირებულება $4,6 მილიონიდან 450,000 დოლარამდე შემცირდა. ARK მოელის, რომ ხელოვნური ინტელექტის შექმნის ხარჯების შემცირება გაგრძელდება.
- AI-მ 2030 წლისთვის ოთხჯერ უნდა გაზარდოს დასაქმებულების პროდუქტიულობა. 100%-იანი ათვისების შემთხვევაში AI-ს შეუძლია გაზარდოს გლობალური შრომის პროდუქტიულობა ~ 200 ტრილიონი დოლარით.
ARK ხაზს უსვამს ხელოვნური ინტელექტის ძირითად ღირებულებას, დასაქმებულთა პროდუქტიულობა გაიზრდება 55%-ით თუ ისინი დაიწყებენ AI-ის გამოყენებას მათ საქმიანობაში. ასევე 70%-ით შემცირდება ხელოვნური ინტელექტის შექმნის ღირებულება, რაც გულისხმობს, როგორც სწავლების, ასევე ინტელექტის ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯებს.
გენერაციული AI ალგორითმები დამოკიდებულია ფართომასშტაბიანი მონაცემების ტრენინგზე/სწავლებაზე. ასევე საჭიროა რეალურ დროში შექმნილი მონაცემების ავტომატიზაცია. ARK-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ 2020 წელს GPT-3-ის მომზადების ღირებულება 4,6 მილიონი დოლარი იყო. ARK-ს მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის მოდელის მომზადების ღირებულება, რომელსაც ექნება 7-ჯერ მეტი პარამეტრი და 720-ჯერ მეტი token-ი, ვიდრე GPT-3 მოდელს აქვს, 2030 წლისთვის 600,000 დოლარამდე შემცირდება.
მაგალითისათვის, ვიკიპედიის 4,2 მილიარდი სიტყვა, დაახლოებით 5,6 მილიარდ token-ს წარმოადგენს. 2030 წლისთვის, შესაძლებელი იქნება Ai მოდელის სწავლება, რომელიც მოიცავს 162 მილიარდ სიტყვას, ანუ დაახლოებით 216 მილიარდ Token-ს. ძირითადი შეზღუდვა AI-ს სწავლებისთვის, არა ფინანსები, არამედ მონაცემების მოძიება გახდება. საკმარისი სასწავლო მონაცემებით, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები ავტომატიზაციასთან და რეალურ დროში ანალიტიკასთან ერთად, პროდუქტიულობას 10-ჯერ გაზრდის.
ხარჯების კლებამ უნდა უზრუნველყოს დახვეწილი AI ჩატბოტების მასობრივი შექმნა და გამოყენება.
ციფრული მოხმარება
2022 წელს ციფრულმა გართობამ შეადგინა $6.6 ტრილიონი და მომდევნო რვა წლის განმავლობაში უნდა გაიზარდოს წლიური 17% -ით 22.5 ტრილიონ დოლარამდე. ციფრული მოხმარების ზრდას, ძირითადად ოთხი ტენდენცია უწყობს ხელს:
- Connected TV (CTV): აშშ-ს ოჯახების დაახლოებით 85%-ს აქვს წვდომა მინიმუმ ერთ CTV-ზე (Amazon Fire TV, Apple TV, Roku, and Google Chromecast.), მაგრამ CTV სარეკლამო ბაზარი აშშ-ს სატელევიზიო რეკლამის მთლიანი ბიუჯეტის მხოლოდ 23%-ს შეადგენს. კვლევის მიხედვით, CTV არის გადახრის წერტილში და ის მიიღებს ბიუჯეტს, როგორც კლასიკური სატელევიზიო ასევე, ციფრუული რეკლამის ბიუჯეტიდან.
- ახალი სოციალური პლატფორმები: Gen Z-ის მომხმარებელთა თითქმის 40%-ს ურჩევნია ინფორმაცია TikTok-დან და Instagram-დან მიიღოს, ვიდრე Google Search-ში ან Maps-ში მოძებნოს. სოციალური პლატფორმები მოქნილი და დახვეწილი სარეკომენდაციო ძრავებით სარეკლამო ბიუჯეტების დიდ ნაწილს მიითვისებენ, ასევე საინტერესოა, რომ კონტენტზე დაფუძნებული სოციალური მედია, სავარაუდოდ, უფრო მეტ მომხმარებელს დააგენერირებს, ვიდრე სტანდარტული სოციალური მედიები აგენერირებენ.
- სპორტული ფსონები: უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორის მიუხედავად, სამომხმარებლო მოთხოვნა სპორტულ ფსონებზე საკმაოდ დიდია.
- თამაშები: ვიდეო თამაშებისა და სოციალური მედიის დაკავშირებამ უნდა შეუწყოს ხელი სათამაშო შემოსავლების ზრდას. ვიდეო თამაშები კონკურენციას გაუწევენ ფიზიკური გართობის გამოცდილებას.
ARK ის კვლევის მიხედვით, გენერაციულ AI-სთან დაკავშირებული პროდუქტიულობის ზრდის წყალობით, მომხმარებლები დამატებით დროს ონლაინ გართობაზე გადაანაწილებენ (და არა ოფლაინ აქტივობებზე), რაც ონლაინ გატარებულ დროს 53%-ით გაზრდის.
ARK-ის კვლევა ასევე პროგნოზირებს, რომ მოკლე ფორმის ვიდეო და რეკომენდაციების ძრავები ჩაანაცვლებს მოქმედ სოციალურ მედიას. კვლევის მიხედვით, 2022 წელს TikTok-სა და Facebook-ზე მომხმარებლების გატარებული დრო დაახლოებით თანაბარი იყო. სოციალური მედიის სხვა პლატფორმებთან შედარებით უფრო სწრაფი მასშტაბის მიუხედავად, TikTok-ს 2022 წელს ძიებაზე, ვიდეოსა და სოციალურ რეკლამებზე დახარჯული 470 მილიარდი დოლარის მხოლოდ 2% უკავია (დაახლოებით 10 მილიარდი).
სავარაუდოდ, კონტენტზე დაფუძნებული სოციალური მედია, დაიპყრობს სარეკლამო წილს.
ციფრული მომხმარებლის გამოცდილების დიდი ნაწილი იქნება იმერსიული გამოცდილება, განსაკუთრებით თამაშებისთვის. ARK აღნიშნავს: როდესაც სათამაშო ინდუსტრია გადადის სრულ სერვისულ ვირტუალურ სამყაროებზე, ვიდეო თამაშები და სოციალური მედია შეიძლება გაერთიანდეს, რადგან მომხმარებლები ახდენენ სოციალიზაციას და გართობას თამაშის მხარდაჭერილ ვირტუალურ სივრცეებში, ფიზიკური გარემოს ხარჯზე
ARK-ის კვლევის თანახმად, თამაშებსა და სოციალურ მედიას შორის დაახლოებამ უნდა გაზარდოს სათამაშო შემოსავლის ზრდა 10%-ით. კვლევაში ასევე პროგნოზირებულია ციფრული აქტივების ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა. ARK-ის პროგნოზით, გლობალური NFT ტრანზაქციის მოცულობა, 2027 წლისთვის ხუთჯერ გაიზრდება დღევანდელი 22 მილიარდი დოლარიდან 120 მილიარდ დოლარამდე.
ციფრული საფულე
3,2 მილიარდი მომხმარებლი, ციფრული საფულეებით მსოფლიო მოსახლეობის 40%-ი სარგებლობს. ARK-ის კვლევა ვარაუდობს, რომ ციფრული საფულის მომხმარებელთა რიცხვი ყოველწლიური ტემპით 8%-ით გაიზრდება და 2030 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის 65%-ს მიაღწევს. 2021 წელს ციფრულმა საფულეებით განხორციელდა ელექტრონული კომერციის ტრანზაქციების 49%-ი (2016 წლელ ეს ციფრი მხოლოდ 18%-ს შეადგენდა). 2016 წლიდან ციფრული საფულეები პოპულარობას იძენს და შესაბამისად საკრედიტო ბარათების, საბანკო გადარიცხვებისა და ნაღდი ფულის გამოყენებას ანაცვლებს. 2021 წელს ციფრულმა საგფულეებით განხორციელდა ოფლაინ ტრანზაქციების 29%-ი, რაც თითქმის გაორმაგდა 2018 წლის მონაცემებთან შედარებით. 2020 წელს COVID-ის პანდემიის დროს, როგორც ოფლაინ ტრანზაქციების ძირითადი საშუალება, ციფრულმა საფულეებმა ჩაანაცვლეს ნაღდი ფულის გადახდა.
ციფრული საფულეები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტების ანგარიშები. კვლევის მიხედვით 2030 წლისთვის, ციფრული საფულის მომხმარებლის რიცხვი 5,6 მილიარდს მიაღწევს, რაც გლობალური მოსახლეობის 65%-ს შეადგენს.
მოგეწონა სტატია?