9 ცუდი ჩვევა, რომელიც ხელს უშლის თქვენს პროდუქტიულობას

თქვენ ბევრს მუშაობთ თქვენი სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ მაინც გგონიათ რომ ნაკლებად პროდუქტიული ხართ, ცდილობთ რომ წინ წახვიდეთ, მაგრამ მაინც გგონიათ რომ უკან იხევთ, ამიტომ ისევ ბევრს მუშაობთ. ამ ყველაფრის მუხედავად, თქვენს გარშემო მუდმივად ქაოსი და ვადაგადაცილებებია.

ცუდი ჩვევები, თქვენ პროდუქტიულობას უშლის ხელს, ამიტომ ჩვენ ავარჩიეთ 10 ყველაზე ცუდი ჩვევა, რომელიც თქვენს სამუშაოს ხარისხზე ახდენს ზეგავლენას:

  1. Multitasking-ი – ბევრ კომპანიაში მიაჩნიათ, რომ წარმატების მიღწევის საიდუმლო მულტითასქინგშია, სინადვილეში ეს უკანასკნელი იწვევს ბევრ დაწყებულ, მაგრამ დაუმთავრებელ საქმეს ამას დაუმატეთ პრობლემები, რომლებიც ბევრი საქმის ერთად შესრულების დროს იჩენს თავს: კონცენტრაციის შესუსტება და სტრესის დონის მომატება, ეს ყოველივე უკვე საკმარისია იმისთვის, რომ მულტითასქინგის ეფექტურობაში ეჭვი შევიტანოთ.
  2. სერიოზულად არ აღიქვამთ ვადებს – თუ ეს სიმართლეა, მაშინ მუდმივად გექნებათ ვადაგადაცილებული საქმეები, რაც თავის მხრივ იწვევს სტრესის მატებას, შესაძლბელობების გაფლანგვას და განმეორებით მუშაობას. ამიტომ მეტი სერიოზულობით მოეკიდეთ დედლაინებს
  3. ამას მოგვიანებით გავაკეთებ – საქმის გადადება ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული ცუდი ჩვევაა, რომელიც თქვენს პროდუქტიულობას უშლის ხელს.
  4. რამდენი შესანიშნავი იდეა გაქვთ, ან შესასრულებელი დავალებები, მაგრამ არ გახსოვთ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს საკმაოდ გავრცელებული მავნე ჩვევაა, ამიტომ ყოველთვის ჩამოწერეთ იდეები, დააორგანიზეთ დღის/თვის დავალებები და დარწმუნდით, რომ მოგვიანებით აუცილებლად ნახავთ თქვენს ჩანაწერებს.
  5. სხავდასხვა დროის მართვის აპლიკაციების ქონა იწვევს დაბნეულობას და შესასრულებელი დავალებები დუბლირებას. რომელ კალენდარში ჩანიშნეთ ეს შეხვედრა? რომელ აპლიკაციაში შეინახეთ ეს ჩანაწერი ან/და დავალება? გამოიყენეთ ერთი აპლიკაცია, რომელიც თქვენს მოთხოვნებს ყველაზე მეტად ერგება
  6. თქვენს პირად ინბოქსში შესასრულებები სამუშაოების ჩამოწერა – თქვენი inbox-ი არ არის თქვენი სამუშაოების სია.
  7. კომუნიკაციის არასწორი ფორმის გამოყენება – კარგად განსაზღვრეთ ტელეფონით კომუნიკაცია ჯობს თუ ელ. ფოსტის გამოყენება, არასწორი საკომუნიკაციო საშუალების გამოყენება შეიძლება საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა დაგიჯდეთ.
  8. ზედმეტად ხელმისაწვდომობა – თუ ყოველთვის ხელმისაწვდომი ხარ, მაშინ სხვები გააგრძელებენ თქვენი დროს ხარჯვას. თუ მთელ დროს მათ დაუთმობთ, თქვენ ვეღარ მიაღწევთ თქვენს დასახულ მიზნებს, ამიტომ ზოგჯერ კარების დახურვა ბევრად ზრდის თქვენს პროდქტიულობას.
  9. ყოველთვის ამბობს “დიახ” – „არას“ თქმა საჭიროების შემთხვევაში არის მნიშვნელოვანი პროდუქტიულობის უნარი.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს