Brainwriting – ასევე ცნობილია როგორც 6-3-5 მეთოდი, არის ტექნიკა, რომელიც შექმნილია კრეატიულობის სტიმულირებისთვის. ის ეხმარება ჯგუფებს იდეების გენერირებაში. თავდაპირველად შეიქმნა 1960-იანი წლების ბოლოს ბერნდ რორბახის, გერმანელი მარკეტერის მიერ.
Brainwriting -ის პროცესი ასე გამოიყურება: მოდერატორი მოახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას – რა პრობლემის მოგვარება სურთ მონაწილეებს, ამის შემდეგ იწყება 5 წუთიანი რაუნდები, რომლის დროსაც თითოეული მონაწილე წერს 3 იდეას, ყოველი რაუნდის ბოლოს თითოეული მონაწილე გადასცემს თავის ფურცლებს მარჯვნივ მყოფ ადამიანს და პროცესი მეორდება. საბოლოო ჯამში გვაქვს ექვსი 5 წუთიანი რაუნდი (30 წუთი) და დაგენერირებული 180 იდეა.
პროცესის დასასრულს ჯგუფი ამოწმებს წარმოქმნილ იდეებს, შლის დუბლირებულ იდეებს და ირჩევს რამდენიმე იდეას შემდგომი განვითარებისთვის.
Brainwriting vs. Brainstorming
Brainwriting-ს რამდენიმე უპირატესობა აქვს ტრადიციულ ბრეინშტორმინგთან შედარებით:
ის არის გრაფიკული: მონაწილეები იწერენ თავიანთ იდეებს ან ხატავენ მათ, რამაც შეიძლება განბლოკოს შემოქმედებითობა ტვინის სხვადასხვა ნაწილის ჩართვით.
განმეორებადია: ახალი იდეების მოფიქრების ნაცვლად, მონაწილეებს შეუძლიათ გააუმჯობესონ სხვების იდეები. თეორიულად, რაუნდიდან რაუნდში ჩაწერილი იდეების დანახვა ხელს უწყობს იდეების დახვეწას.
კარგია ინტროვერტებისთვის: იმის გამო, რომ ეს არ არის სიტყვიერი, ინტრავერტებისთვის ბევრად კომფორტულ სამუშო გარემოს ქმნის.
დროში გაწერილია: ქვსი ადამიანის მიერ 180 იდეის დაგენერირირებას მხოლოდ 30 წუთი სჭირდება.
იმის გამო, რომ პროცესის დროს კონკურენცია არ იქმნება – არავინ ცდილობს დაარწმუნოს სხვები, რომ მათი იდეა სწორია – ასევე ყველას მონაწილეს შეუძლია წაიკითხოს და განავითაროს სხვა ადამიანების იდეები, პროცესი აიძულებს ჯგუფს იმუშაოს გუნდურად. თუ თქვენ ხართ ახალი ჯგუფი ან ჯგუფი, რომელსაც უჭირს შემოქმედებითად დაკავშირება, Brainwriting -ი შეიძლება იყოს ძლიერი ინსტრუმენტი ერთმანეთთან ურთიერთობის გასაძლიერებლად.