Generative AI-ის დახმარებით ბევრი პროცესი გამარტივდა, მათ შორის ვებსაიტების შექმნაც. დღეს ბაზარზე ბევრი ინსტრუმენტია, რომლებიც საშუალებას აძლევენ მომხმარებლებს შექმნან ვებ დიზაინები და საიტები მარტივი ტექსტური აღწერების მიხედვით. მათ სიას კიდევ ერთი კომპანია – 10web შეემატა.
10web საშუალებას აძლევს მომხმარებლებს სწრაფად შექმნან ვებსაიტები, WordPress-ის ძრავზე. WordPress-ი არის მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე პოპულარული კონტენტის სამართავი სისტემა, რომელიც დამწყებთათვის არც ისე მარტივი გამოსაყენებელია. Wix-ისა და Squarespace-ისგან განსხვავებით, WordPress არის ღია წყარო, მას ასევე არ გააჩნია ჰოსტინგის სერვისი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოხმამრებელის მიერ სრულად იმართება.
WordPress -ის გამოყენება ბევრად უფრო მარტივი და ინტუიციური გახდა 10web-ის დახმარებით. 10Web გთავაზობთ AI-ზე მომუშავე WordPress პლატფორმას, რომელიც ეხმარება მოხმარებლებს შექმნან და მართონ თავიანთი ვებსაიტები მარტივად და უფრო ეფექტურად. პლატფორმას გააჩნია AI Builder, AI ასისტენტს, ავტომატიზირებულ WordPress ჰოსტინგი, BuddyBoss ჰოსტინგი, 1 დაწკაპუნებით მიგრაცია, რეალურ დროში სარეზერვო ასლის გაკეთება, უსაფრთხოება და PageSpeed Booster ინსტრუმენტები. AI Builder მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სწრაფად შექმნან სრულიად ახალი ან გადააკოპირონ ნებისმიერი ვებსაიტი ხელოვნურ ინტელექტის დახმარებით, Elementor-ზე დაფუძნებული drag and drop რედაქტორის გამოყენებით. AI ასისტენტი ასევე გეხმარებათ კონტენტის გენერირებაში ნებისმიერი საჭიროებისთვის. WordPress-ის ავტომატური ჰოსტინგი უზრუნველყოფს უსწრაფეს, სრულად ავტომატიზირებულ ჰოსტინგს WordPress-ისთვის (Google Cloud). პლატფორმა ასევე მოიცავს 50+ პრემიუმ ვიჯეტს, სრული საიტის შექმნის შესაძლებლობებს, ელექტრონული კომერციის ვიჯეტებს, მენიუებს, ფორმებსა და სლაიდერებს.