2024 წლის SEO ტენდენციები: ის რაც უნდა იცოდეთ

SEO ტენდენციები ყოველთვის იცვლება, შესაბამისად მათი ანალიზი და ახალი ტექნიკის გამოყენება დაგეხმარებათ მეტი ორგანული ტრეფიკის დაგენერირებაში.

სწორედ ამიტომ, ქვემოთ გთავაზობთ SEO-ს უახლესი ტენდენციების მიმოხილვას:

1. გენერაციული ხელოვნური ინტელექტი და მისი გავლენა

გენერაციულ ხელოვნური ინტელექტს აქვს დიდი პოტენციალი სრულად გარდაქმნას SEO.

გენერაციული AI არის ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეუძლია შექმნას ახალი კონტენტი დამუშვებული მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, იგი ქმნის სრულიად ახალ გამოცდილებას ძიების კონტექსტში, მომხმარებლებს არ სჭირდებათ შედეგების ცალ ცალკე ნახვა და სხვადასხვა საიტების მონახულება. მათ შეუძლიათ უბრალოდ წაიკითხონ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული პასუხი.

Microsoft-ი მის საძიებო სისტემაში უკვე იყენებს მსგავს გამოცდილებას, მაგალითად Bing-ში მოვძებნოთ Agile ის შესახებ ინფორმაცია:

აღნიშნულ სურათზე, მარჯვენა მხარეს (წითელ ხაზში) არის Generative AI-ს მიერ დაგენერირებული პასუხი, ხოლო მარცხენა მხარეს სტანდარტულად არის ინფორმაცია სხვადასხვა საიტებიდან.


რას უნდა ველოდოთ ამ ტენდენციისგან


თუ მომხმარებლები პასუხებს მიიღებენ AI-ს მიერ დაგენენრირებულ ტექსტში, რომელიც SERP-ის ზედა ნაწილშია განთავსებული, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადმოვლენ თქვენს საიტზე კონტენტის სანახავად, მაგრამ მომხმარებლებს ზოგჯერ მაინც დასჭირდებათ ავტორიტეტული წყაროების ნახვა და დეტალური ინფორმაციის მიღება.

როგორ გამოვიყენოთ ეს ტენდენცია


ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ როგორ უნდა მოხდეს გენერაციული AI-ს ოპტიმიზაცია.

მომხმარებლები, ალბათ მაინც გადავლენ ავტორიტეტულ საიტებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად, თუმცა მათ კითხვაზე დასმულ ზოგად პასუხს ისინი ძიების შედეგის თავშივე ნახავენ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ იქნება დაგენერირებული. ასევე, Generatative Ai ხელსაწყოები მათ მიერ დაგენერირებულ პასუხებში, ინფორმაციის წყაროებსაც უთითებენ, ასე რომ საიტებს აქვთ შანსი, AI-ს მიერ შექმნილ პასუხებში წყარობის სახით იქნენ მოხსენიებულები.

მაგალითად, თუ ბინგში მოძებნით „როგორ გავერთოთ პარიზში?“ ხელოვნური ინტელექტი დააგენერირებს პასუხს და ქვემოთ წყაროს სახით მიაწერს tripadvisor.com.au-ს, lonelyplanet.com-ს და კიდევ რამდენიმე საიტს.

მომხმარებლებს შეუძლიათ დააწკაპუნონ ამ საიტებიდან მინიმუმ ერთზე და გაიგონ უფრო მეტი და დეტალური ინფორმაცია პარიზში გართობაზე.

საიტების არჩევისას Bing-ის ალგორითმი ითვალისწინებს რამდენად შესაბამისია საიტის ქონთენთის შინაარსი საძიებო მოთხოვნასთან და ასევე ითვალისწინებს კონტენტის ხარისხს და ვებსაიტის ავტორიტეტს.

2. კონტენტის შექმნა AI ხელსაწყოებით

ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ძიების გამოცდილებას არ ცვლის. მან ასევე საკმაოდ ფართო გამოყენება იპოვა კონტენტის შექმნის პროცესშიც. AI ხელსაწყოებს შეუძლიათ შექმნან ნებისმიერი ტიპის კონტენტი.

AI copywriting ინსტრუმენტები მანქანური სწავლისა და ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) გამოყენებით ქმნიან ტექსტებს, სურათებს, ვიდეოებს და ა.შ.

მათ შეუძლიათ დაგეხმარონ ნებისმიერი ტიპის კონტენტის დაწერაში, დაწყებული სარეკლამო პოსტიდან დასრულებული სრულ სტატიამდე.

რას უნდა ველოდოთ ამ ტენდენციისგან

კონტენტის შემქმნელები, სავარაუდოდ, გამოიყენებენ ხელოვნურ ინტელექტს მათი კონტენტის მხარდასაჭერად, შესაბამისად კონტენტის შექმნის პროცესი ბევრად მარტივი გახდება, ბიზნესი მარტივად შეძლებს მოცულობითი ტექსტების წარმოებას და თავის მხრივ SEO უფრო კონკურენტუნარიანი იქნება.

როგორ გამოვიყენოთ ეს ტენდენცია
სცადეთ, ჩართოთ ხელოვნური ინტელექტი თქვენი კონტენტის წარმოების პროცესის სხვადასხვა ეტაპზე (როგორიცაა იდეა და მონახაზი).

მაგრამ მთლიანად ნუ დაეყრდნობით AI-ს თქვენი სტატიის შესაქმნელად. გახსოვედთ, რომ AI-ს მიერ წარმოებული კონტენტი ყოველთვის ზუსტი და განახლებული არ არის და გადამოწმება აუცილებლად სჭირდება.

ასე რომ, გამოიყენეთ ხელვნური ინტელექტი, როგორც დამხმარე ინსტრუმენტი. არსებობს მრავალი AI კონტენტის შექმნის ინსტრუმენტი. ზოგიერთ მათგანს შორისაა Semrush AI Writing Assistant, ChatGPT, Jasper AI და Copy.ai.

3. ხმოვანი ძებნა უფრო პოპულარულია, ვიდრე ოდესმე

Statista-ს კვლევის მიხედვით, ხმოვანი ძიება პირადი ასისტენტების მეშვეობით (როგორიცაა Google Assistant, Apple-ის Siri და Amazon-ის Alexa) ერთ ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტენდენციაა. ასე რომ, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ თქვენი საიტი ოპტიმიზირებულია ხმოვანი ძიების მოთხოვნებისთვის.

რას უნდა ველოდოთ ამ ტენდენციისგან
როდესაც მომხამარებელი ტრადიციულად ეძებს ინფორმაციას, მათ შეუძლიათ სხვადასხვა წყაროებს გაეცნონ და თუ თქვენი საიტი პირველ 5 პოზიციაზე აღმოჩნდება, დიდი ალბათობაა იმის, რომ მომხმარებელი თქვენს საიტზე შემოვიდეს. ხმოვანი ძიების შემთხვევაში სიტუაცია კიდევ უფრო რთულადაა, თქვენი საიტი პირველ ადგილას უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხარებელი ვერ ნახავს თქვენს ინფორმაციას.

როგორ გამოვიყენოთ ეს ტენდენცია
ხმოვანი ძიება უფრო სასაუბროა, ვიდრე ტექსტზე დაფუძნებული ძიება.

მაგალითად, ადამიანმა შეიძლება თქვას: „რა სახის ვარჯიში შემიძლია გავაკეთო სახლში, რომ ფორმა შევინარჩუნო? მაგრამ მათ შეიძლება მოძებნონ სიტყვები, “სახლში ფიტნეს ვარჯიშები”.

ხმოვანი ძიების მოთხოვნების ოპტიმიზაციისთვის, თქვენ უნდა გამოიყენოთ საკვანძო სიტყვები და კონტენტი, რომელიც ბუნებრივად ჟღერს.

4. ვიზუალური ძებნა

Insider Intelligence-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ნივთის შეძენის დროს, 35 წლამდე ამერიკელების 30% იყენებს ვიზუალური ძებნას.

ვიზუალური ძიება საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მოიძიონ ინფორმაცია სურათების გამოყენებით.

Bing Visual Search-ით მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთონ სურათი ან გამოიყენონ კამერა მსგავსი სურათების ან ინფორმაციის მოსაძებნად.

Google-ს აქვს მსგავსი ფუნქცია სახელწოდებით Google Lens.

2022 წელს Google-მა ასევე წარადგინა Multisearch-ი. რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ ძიების მრავალი გზა. მომხმარებლებს შეუძლიათ მოძებნონ ტექსტის, ხმისა და სურათების საშუალებით:

მაგალითად, შეგიძლიათ ატვირთოთ ლურჯი პერანგის სურათი და ტექსტურად აკრიფოთ „ყვითელი“. საძიებო სისტემა ავტომატურად იპოვის მსგავსი სტილის ყვითელ პერანგებს.

Multisearch ამჟამად ხელმისაწვდომია Google Lens აპის მეშვეობით.

რას უნდა ველოდოთ ამ ტენდენციისგან

Google Lens თვეში დაახლოებით 10 მილიარდ ძიებას უზრუნველყოფს. ასე რომ ვიზუალური ძიება საკმაოდ სწრაფად მზარდი ტენდენციაა.

სურათების შექმნა და ოპტიმიზაცია ვიზუალური ძიების მომხმარებლებისთვის უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს SEO-ში.

როგორ გამოვიყენოთ ეს ტენდენცია

დარწმუნდით, რომ თქვენი სურათები ოპტიმიზირებულია Google ის საძიებო სისტემისთვის, უნდა გაითვალისწინოთ რამოდენიმე ფაქტორი:

დარწმუნდით, რომ სურათები შესაბამისია: მაგალითად, ვთქვათ, რომ თქვენ გაქვთ ტანსაცმლის მაღაზია და ვინმე Google Lens-ის მეშვეობით ეძებს ყვითელ პერანგს. არ განათავსოთ თქვენს საიტზე შავი პერანგი და არ მიაწეროთ, რომ ყვითელი ფერიც ხელმისაწვდომია. ეცადეთ, რომ შესაბამის ფერს, შესაბამისი ვიზუალი დაურთოთ.
გამოიყენეთ მაღალი ხარისხის, მიმზიდველი სურათები: Google-ის დეველოპერების დოკუმენტაცია გვირჩევს, რომ გამოვიყენოთ მაღალი გარჩევადობის სურათები, რადგან ისინი უფრო მეტად იზიდავს მომხმარებლებს. ასე რომ, თქვენი სურათები უნდა იყოს კარგი ხარისხის.
სურათის ფაილების სახელების და ალტერნატიული ტექსტის ოპტიმიზაცია: დარწმუნდით, რომ ფაილის სახელები და ალტ ტექსტი ზუსტად აღწერს სურათს. ეს ეხმარება საძიებო სისტემებს კონტექსტის გაგებაში. Backlinko-ს კვლევამ აჩვენა, რომ Google Lens-ის მიერ გამოყენებული სურათების 11.4% შეიცავს ალტერნატიულ ტექსტურ ტერმინებს, რომლებიც შეესაბამება მოთხოვნას, ხოლო 22.6%-ს ჰქონდა შესაბამისი ფაილის სახელი.
გამოიყენეთ სტრუქტურირებული მონაცემები: სტრუქტურირებული მონაცემები არის თქვენი ვებსაიტის შინაარსის მარკირების საშუალება, რათა უზრუნველყოს კონტექსტი და დამატებითი ინფორმაცია. ეს უადვილებს საძიებო სისტემებს თქვენი კონტენტის შინაარსის გაგებას.

5. Video SEO

Google-ის შემდეგ YouTube არის ყველაზე ხშირად გამოყენებული საძიებო სისტემა და Google აერთიანებს ვიდეო შინაარსს თავის მთავარ ძიების შედეგებში.

Google ვიდეოებს საძიებო სისტემის შედეგების ზედა ნაწილში აჩვენებს, თუ თქვენ მოძებნით „როგორ გამოვაცხოთ ნამცხვარი“, Google აჩვენებს უამრავ ვიდეოს ამ თემაზე:


რას უნდა ველოდოთ ამ ტენდენციისგან

ვინაიდან ვიდეო კონტენტის მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა, კარგი იდეაა შექმნათ ვიდეო კონტენტი და ოპტიმიზაცია მოახდინოთ ძიებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ვიდეო SEO კიდევ უფრო დიდ როლს ითამაშებს მომავალში.

როგორ გამოვიყენოთ ეს ტენდენცია
თქვენი ვიდეოების ოპტიმიზაცია საუკეთესო საშუალებაა ამ ტენდენციით სარგებლობისთვის.

ამის გაკეთების რამდენიმე გზა არსებობს:

დაამატეთ ე.წ. Chapters თქვენს YouTube ვიდეოებს: Chapters ფუნქციონალი ყოფს თქვენს ვიდეოს სექციებად. ეს ეხმარება Google-ს (და მნახველებს) გაიგონ, თუ რის შესახებ არის თქვენი ვიდეო
სუბტიტრების ჩართვა (CC): სუბტიტრები საშუალებას აძლევს Google-ს გაიგოს თქვენი ვიდეოს შინაარსი და გაარჩიოს ვიდოეს ტექსტი. YouTube-ს შეუძლია ავტომატურად შექმნას სუბტიტრები, მაგრამ ისინი ყოველთვის ზუსტი არ არის. ამიტომ უმჯობესია მათი ხელით დამატება.
თქვენი სათაურის, ტეგებისა და აღწერილობის ოპტიმიზაცია: დარწმუნდით, რომ ყველა აღწერითი ელემენტი შეიცავს თქვენს მთავარ საკვანძო სიტყვებს, რათა დაეხმაროთ Google-ს თქვენი ვიდეოს სწორად აღქმაში.

6. ე.წ. Featured Snippets ფუნქციონალის მნიშვნელობა

Google ხშირად იყენებს ერთ კონკრეტულ შედეგს, რომელიც განსაკუთრებით კარგად პასუხობს შეკითხვას. ეს ფუნქცია ცნობილია, როგორც Featured Snippets.

მაგალითად, შეკითხვა „როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ აჩვენებს ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციებს Forbes-ისგან.

დააკვირდით, როგორ აჩვენებს Featured ფრაგმენტს შედეგის ზედა ნაწილში.

არსებობს სხვადასხვა სახის Featured ფრაგმენტები, მათ შორის აბზაცები, განმარტებები, პასუხები, სიები და ცხრილები. თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ თქვენი კონტენტის ოპტიმიზაცია და გამოიყენოთ ზემოთ ჩამოთვლილი კონტენტის ტიპები.

Google-მა ცოტა ხნის წინ წარადგინა ახალი ფორმატი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აირჩიონ განსხვავებული ძიების ვარიაცეიები, მაგალითად თუ მოძებნით „როგორ დავწეროთ ელ. ფოსტა“:


რას უნდა ველოდოთ ამ ტენდენციისგან
Featured ფრაგმენტები ყველაზე გამორჩეული პოზიციაა, რომელიც ხელმისაწვდომია SERP-ებში. ასე რომ, მრავალი ფრაგმენტი შეიძლება ნიშნავდეს ხილვადობის მოპოვების მეტ შესაძლებლობებს.

როგორ გამოვიყენოთ ეს ტენდენცია
თქვენი უნდა მოარგოთ თქვენი საიტის კონტენტი Featured ფრაგმენტის მოთხოვნებს, ამისათვის აღნიშნული ფრაგმენტის ქონთენთში უნდა გამოიყენოთ თქვენი მთავარი ქივორდი, ასევე გამოიყენეთ ოპტიმალური ფორმატები: აბზაცები, სიები, ცხრილები და ვიდეოები.

7. Microsoft Bing vs Google

The Verge-ის მიხედვით Microsoft Bing-მა მიაღწია 100 მილიონ აქტიურ ყოველდღიურ მომხმარებელს ChatGPT-ის ინტეგრირებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. დღეისათვის Bing არის ყველაზე პოპულარული ტრადიციული საძიებო სისტემა მსოფლიოში Google-ის შემდეგ.

მართალია Google-ს ყოველდღიურად 1 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, ასე რომ, Bing-ს ჯერ კიდევ ბევრი უკლია, რომ Google -ს პირველ ადგილისთვის შეებრძოლოს, თუმცა Microsoft-ის სწრაფმა პროგრესმა AI-ში შესაძლოა Bing უფრო სერიოზულ კონკურენტად აქციოს Google-ისთვის.

რას უნდა ველოდოთ ამ ტენდენციისგან

წლების განმავლობაში „ძიება“ Google-ის სინონიმი იყო. ახლა მომხმარებლებს (და ბრენდებს) უფრო ბევრი ალტერნატივა აქვთ.

ეს შეიძლება ნიშნავს, რომ SEO სფერო უფრო მრავალფეროვანი ხდება – ის აღარ იქნება მხოლოდ ერთი საძიებო სისტემის გარშემო ორიენტირებული.

როგორ გამოვიყენოთ ეს ტენდენცია
დარწმუნდით, რომ თქვენი საიტი ოპტიმიზებულია Microsoft Bing-ისთვის. მითუმეტეს, თუ თქვენი სამიზნე აუდიტორია მილენიალები არიან.

One2Target-ის აუდიტორიის მონაცემები აჩვენებს, რომ Bing-ის მომხმარებელთა 60%-ზე მეტი 25-34 წლის ასაკობრივ ჯგუფშია.

გიზიარებთ რამდენიმე რჩევას:

გამოიყენეთ ზუსტი შესატყვისი საკვანძო სიტყვები: Google-ს ზოგადად შეუძლია სინონიმების, ვარიაციებისა და ბუნებრივი ენის უკეთ აღქმა, ვიდრე Bing-ს. ასე რომ, გამოიყენეთ ზუსტი შესატყვისი საკვანძო სიტყვები, რათა დარწმუნდეთ, რომ Bing-ი შეძლებს თქვენი ქონთენთის შინაარსის გაგებას. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Bing Webmasters ინსტრუმენტი საკვანძო სიტყვების კვლევისთვის.
გამოიყენეთ მულტიმედია: Bing კარგად იყენებს ვიდეოს. უფრო უკეთაც, ვიდრე Google ბევრ SERP-ზე.
სოციალური სიგნალები: Bing ითვალისწინებს სოციალურ სიგნალებს. ასე რომ, დარწმუნდით, რომ თქვენს ბრენდს აქვს ძლიერი ონლაინ სიგნალები და ბექლინკები, ასევე ყურადღება მიაქციეთ სოციალურ ქსელში კონტენტის გაზიარებას.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს