დღევანდელ ციფრულ ეპოქაში მონაცემების შეგროვება უმნიშნელოვანესია, მაგრამ არც ისე მარტივი. ინტერნეტში არსებობს უაზარმაზარი მოცულობის ინფორმაცია, რომლის მოპოვება და დამუშვება ნებისმიერ ბიზნესს დაეხამარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, სწორედ ამიტომ ვებ სკრაპინგი (სხადასხვა საიტებიდან მონაცემების ამოღება) ძალიან პოპულარული და საჭრო ინსტრუმენტი გახდა.
Browse AI არის No code ინსტრუმენტი, რომელიც გთავაზობთ ნებისმიერი ვებსაიტიდან მონაცემების ამოღებისა და მონიტორინგის კოდის წერის გარეშე. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ე.წ.„რობოტები“, რომლებიც ავტომატურად ასკანერების და აგროვებენ ინფორმაციას ნებისმიერი სიატიდან, მაგალითდ უძრავი ქონების მონაცემები, ფასების ცვლილებები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია.
აი, როგორ მუშაობს Browse AI: მათი ბრაუზერის გაფართოების დაყენების შემდეგ, იწყებთ “რობოტის” ტრენინგს. უბრალოდ აირჩიეთ ის ელემენტები, რომელთა შეგროვება გსურთ ნებისმიერი ვებ გვერდიდან, რობოტი ჩაიწერს თქვენს მოქმედებებს და ისწავლის თქვენთვის სასურველი მონაცემების შეგროვებას.
საიტის განლაგების ცვლილებებმა ხშირად შეიძლება დაარღვიოს ვებ სკრაპინგის კოდი. თუმცა Browse AI-ს ესმის ეს და ავტომატურად ადაპტირდება ვებსაიტის ცვლილებებთან.