რამდენად მნიშვნელოვანია ელონ მასკის Grok-ი და არის თუ არა რეალურად Open Source?

xAI-მ (რომელიც ელონ მასკის კომპანიაა) თავისი დიდი ენის მოდელი Grok-ი გამოუშვა. Grok-ი არის ღია კოდის მქონე AI მოდელი, რომელიც მილიარდელმა OpenAI-ს კონკურენტად შექმნა.

Grok არის ჩატბოტი, რომელიც გაწვრთნილია xAI-ის მიერ, მისი მუშობის პრინციპი იგივეა როგორიც ChatGPT_ის ან Claude-ის: თქვენ ეკითხებით, ის პასუხობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონკურენტებისგან განსხვავებით მას აქვს წვდომა Twitter-ის მონაცემებზე.

ზოგადად AI სისტემების შედარება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Grok კონკურენციას უწევს ბოლო თაობის, საშუალო ზომის მოდელებს, როგორიცაა GPT-3.5.

ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ Grok არის მნიშვნელოვანი ზომისა და შესაძლებლობების LLM და რაც უფრო მეტად იქნება ხელმსაწვდომი დეველოპერისთვის, მით უკეთესი. თუმცა პრობლემა “ღია კოდის” განსაზღვრაში მდგომარეობს.

უნდა ითქვას, რომ “ღია კოდის” შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტის მოდელები განსხვავდებიან სხვა პროგრამებისგან.

თუ თქვენ ქმნით, ვთქვათ, ტექსტის გენერატორს, მისი “ღია კოდად” გადაქცევა შედარებით მარტივია: თქვენ აქვეყნებთ მთელ თქვენს კოდს საჯაროდ და აძლევთ უფლებას საზოგადოებას გააუმჯობესონ ან შექმნან საკუთარი ვერსია.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შემთხვევაში, ეს საკმაოდ რთულია, რადგან მანქანური სწავლების მოდელების შექმნის გზა მოიცავს დიდწილად შეუცნობელ პროცესს, რომლის დროსაც უზარმაზარი მონაცემების დამუშვება ხდება კომპლექსურ სტატისტიკური მოდელებით. ამ პროცესის შემოწმება, აუდიტი და გაუმჯობესება შეუძლებელია ისე, როგორც ტრადიციული კოდის – ასე რომ, ის ვერასოდეს იქნება ბოლმდე “ღია”.

თუმცა, ამ ყველაფერის მიუხედავად, ხელოვნური ინტელექტის დეველოპერები და კომპანიები ქმნიან ღია კოდის მოდელებს, ამ შემთხვევაში “ღიას” უწოდებენ, იმ მოდელებს, რომლებსაც აქვთ საჯარო ინტერფეისი ან API.

მაშ, რა გვთვაზობს xAI-ს Grok-ი?

Grok-ი, როგორც ღია მოდელი, მზადაა ყველამ ჩამოტვირთოს, გამოიყენოს, შეცვალოს და დააკონფიგურიროს. რაც Კარგია! როგორც ჩანს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოდელი და ნებისმიერს შეუძლია თავისუფლად წვდომა ამ გზით, პარამეტრების თვალსაზრისით ის მოიცავს 314 მილიარდ პარამეტრს – რაც ცნობისმოყვარე ინჟინრებს სრულად დააკმაყოფილებს.

თუმცა, მოდელი იმდენად დიდია, რომ თქვენ დაგჭირდებათ ასობით გიგაბაიტი მაღალსიჩქარიანი ოპერატიული მეხსიერება, რათა შეძლოთ გამოიყენოთ იგი ამ ნედლი ფორმით. თუ თქვენ უკვე არ გაქვთ, ათეული Nvidia H100, არ შეწუხდეთ ამ ჩამოტვირთვის ბმულზე დაწკაპუნებით.

მიუხედავად იმისა, რომ Grok, კონკურენტუნარიანია სხვა თანამედროვე მოდელთან, ის ასევე მათზე გაცილებით დიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგივეს განსახორციელებლად მეტ რესურსს მოითხოვს. ყოველთვის არის ზომის, ეფექტურობის და სხვა მეტრიკის იერარქია. ის მაინც ღირებულია, მაგრამ ეს უფრო ნედლეულია ვიდრე საბოლოო პროდუქტი.

საერთო ჯამში, კარგია ამ მონაცემების გამოქვეყნება, მაგრამ ეს არ არის თამაშის შემცვლელი ისე, როგორც ზოგიერთი იმედოვნებდა.

ასევე ისმის კითხვა, რატომ აკეთებს მასკი ამას. არის თუ არა მისი ახალი AI კომპანია მზად იმისთვის, რომ რეალურად ღია კოდი განავითაროს?

თუ ისინი ნამდვილად აპირებენ ღია კოდის განვითარებას, იმედია, გაითვალისწინებენ საზოგადოების გამოხმაურებას, გაავრცელებენ სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას, დაახასიათებენ ტრენინგის მონაცემთა პროცესს და შემდგომ განმარტავენ თავიანთ მიდგომას. თუ ისინი ასე არ მოქიცევნია, მაშინ შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ Grok-ი არ არის ის, რასაც ხელოვნური ინტელექტის სამყაროში ვინმე დაეყრდნობა ან დიდ ყურადღებას მიაქცევს.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს