მიუხედავად იმისა,რომ ბევრი ცვლილება ხდება როგორც სოციუმში ასევე ბიზნესში – აქტიურად ჩართვა და მოსმენა მაინც პრიორიტეტულად რჩება. იგი ბიძგს აძლევს ინოვაციას, ნდობას, პროდუქტიულობას და ლიდერობას, ჩამოთვლილი უნარები კი აუცილებელია წინსვლისა და წარმატებისთვის. მოცემული საკითხი ნეირომეცნიერების საშუალებითაც მტკიცდება, როცა ვაკვირდებით ტვინის მუშაობას ბიზნეს გარემოში.
ერთ-ერთი კარგი მაგალითი ამ ფილოსოფიისა თავად Satya Nadella-ს მსჯელობიდან მოდის. როგორც მაიკროსოფტის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, ნადელა კომპანიის კულტურას ყოველდღიურად ცვლის, საფუძვლად კი ემპათიას ახსენებს. მოსმენაზე ფოკუსირებამ მომხმარებელთან, კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობისას, კომპანია უფრო მეგობრულ და ინოვაციურ ორგანიზაციად აქცია. ის ამბობს, რომ “მოსმენა ლიდერობის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი უნარია”.
აქვე გიზიარებთ მის ვიდეოს:
ჯაჭვური რეაქცია: მოსმენა, როგორც ემპათიის, კოლაბორაციისა და ინვოაციის წყარო
მოსმენა → ემპათია → გუნდურობა → კოლაბორაცია → ინოვაცია
მოსმენა აყალიბებს ემპათიას (Listening builds empathy): როცა ადამიანი გრძნობს რომ მას უსმენენ, ემოციურად უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს.
ემპათია ქმნის გუნდს: ერთმანეთის ემოციური გაგება ნდობასა და გუნდურობას ზრდის.
გუნდურობა კოლაბორაციის განუყოფელი ნაწილია. მრავალფეროვანი ინტერესების ადამიანები გახსნილად გვთვაზობენ ბიზნესში ახალ, საინტერესო იდეებს.
კოლაბორაცია ინოვაციის წყაროა: ახალი, დიდი პოტენციალის მატარებელი იდეა ხშირად სწორედ გუნდურად ყალიბდება.
ბრეინშტორმინგი: მოსმენისა და ინოვაციის უცვლელი აქტივობაა
როგორც წესი, ბრეინშტორმინგის დროს ერთი ადამიანი აზიარებს იდეას, მეორე აუმჯობესებს მას, სხვა კი ახალი პერსპექტივიდან ხედავს. ეს შესანიშნავი და ეფექტური გუნდური აქტივობაა, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა ყველა მაქსიმალურად ერთვება. წინააღმდეგ შემთხევევაში იგი ქაოსში გადაიქცევა. წარმატებული ბრეინშტორმინგი განაპირობებს:
იდეების ინტეგრაციას: ხდება ახალი იდეების შექმა, გაერთიანება ან სხვაგვარად დანახვა;
ფსიქოლოგიური უსაფრთოება: ადამიანი პატივისცემასა და კომფორტს გრნობს.
გუნდურობა: მრავალფეროვანი აზრები დაფასებული და გაუმჯობესებამდე ერთი ნაბიჯშია.
მოსმენა ნეირომეცნიერებაში: რა ხდება გონებაში ამ დროს?
თანამედროვე ნეირომეცნიერება გვაუწყებს, რომ მოსმენა არა პასიური, არამედ აქტიური და სასარგებლო “ნიჭია”. ეს გონებრივი პროცესი აყალიბებს ჩვენს ფიქრებს, სწავლის უნარსა და კავშირს სხვა ინდივიდთან. ბიზნესში კი ის უპირობოდ მნიშვნელოვანია. როცა ადამიანი ნამდვილად ჩართულია და ისმენს, მისი პრეფრონტალური ქერქი, რომელიც პასუხისმგებელია ფოკუსზე, ემოციების რეგულაციასა და პრობლემის გადაჭრაზე “ნათდება”. ეს ყოველივე კი კრეატიულ იდეებს აძლევს გეზს და სწორი გადაწყვეტილების მიღებაშიც გვეხმარება. მაშასადამე, დიდი როლი უკავია ჰორმონებსაც. სტრესული გარემოცვა კორტიზოლის მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს. მოსმენა და იდეის პატივისცემა კი ოქსიტოცის ამაღლებს და ურთიერთობებსაც ამყარებს. მოსმენა ასევე მოქმედებს ჰიპოკამპზეც, რომელიც ინფორმაციის უკეთ ათვისებასა და დამახსოვრებაში გვეხმარება. ბიზნესში, განსაკურებით ლიდერებისთვის აუცილებელია მომხმარებლების სურვილების გათვალისწინება, გუნდის დინამიკის კონტროლი და გრძლევადიანი გადაწყვეტილებების მიღება.
დიდი კომპანიებიც როგორიცაა გუგლი, პიქსარი და მაიკროსოფტია, დიდ ყურადღებას უთმობენ მოსმენას, ემპათიასა და გუნდურობას, რაც მათ ინოვაციასა და სიახლეებში გამოიხატება. მოსმენა მნიშვნელოვანია როგორც ცხოვრებაში, ასევე ბიზნესშიც. იგი უმნიშვნელოვანესია საქმიანობის წარმატებასა და გაუმჯობესებაში.