ეკო-ჰაკათონი Climate Hack.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 20-21 სექტემბერს, სენაკის ტექნოპარკში გაიმართება ეკო-ჰაკათონი Climate Hack.

ჰაკათონის მიზნები

ჰაკათონის მთავარი ამოცანაა:

  • ინოვაციური და ტექნოლოგიური იდეების მქონე ადამიანების დაკავშირება კომპანიებთან და ორგანიზაციებთან, რაც ხელს შეუწყობს ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
  • კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე სტარტაპ იდეებისა და პროტოტიპების შექმნა.
  • რეგიონებში ინოვაციური აზროვნებისა და უნარების განვითარება.
  • რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში.

მონაწილეთა სეგმენტი და ფორმატი

ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 16 წლის ასაკიდან. განსაკუთრებით ღონისძიება საინტერესო იქნება : 

  • გარემოს დაცვის სექტორის წარმომადგენლებისთვის.
  • ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
  • პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პროტოტიპირებით, ინჟინერიით, პროგრამირებით, დიზაინით და ტექნოლოგიური მეწარმეობით.

ჰაკათონი რამდენიმე ფაზად გაიმართება:

  • ონლაინ ტრენინგი და დავალებების მიღება.
  • თეორიული ნაწილი და მენტორინგ სესიები.
  • პროტოტიპის შექმნა და Pitch Deck-ის მომზადება.
  • დემო დღე.

რა გელოდებათ?

  • რეალური პრობლემები გარემოს დაცვის სექტორიდან.
  • 48 საათიანი მარათონი იდეიდან პროტოტიპამდე.
  • 10,000 ლარი გრანტი გამარჯვებულებისთვის.
  • დამატებითი პრიზები პარტნიორი ორგანიზაციებისგან.

პარტნიორი ორგანიზაციები: LuxonPower, Biodiesel Georgia

მთავარი სპონსორები: სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, Shine Energy

პროექტი სრულად დაფინანსებულია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ.


სარეგისტრაციო ბმული: დარეგისტრირდით ახლავე

Previous Article

კაიზენი: პატარა ნაბიჯების დიდი ძალა

Next Article

მენტალური ჯანმრთელობა ბიზნესში

Write a Comment

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

გახდი FoundersPlus-ის წევრი

„გამოიწერე FoundersPlus - მიიღე ყოველი პოსტი ელფოსტაზე და თვალი ადევნე სხვა საინტერესო სიახლეებს!“
მხოლოდ ინსპირაცია, არანაირი სპამი ✨