საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 20-21 სექტემბერს, სენაკის ტექნოპარკში გაიმართება ეკო-ჰაკათონი Climate Hack.
ჰაკათონის მიზნები
ჰაკათონის მთავარი ამოცანაა:
- ინოვაციური და ტექნოლოგიური იდეების მქონე ადამიანების დაკავშირება კომპანიებთან და ორგანიზაციებთან, რაც ხელს შეუწყობს ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
- კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე სტარტაპ იდეებისა და პროტოტიპების შექმნა.
- რეგიონებში ინოვაციური აზროვნებისა და უნარების განვითარება.
- რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში.
მონაწილეთა სეგმენტი და ფორმატი
ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 16 წლის ასაკიდან. განსაკუთრებით ღონისძიება საინტერესო იქნება :
- გარემოს დაცვის სექტორის წარმომადგენლებისთვის.
- ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
- პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პროტოტიპირებით, ინჟინერიით, პროგრამირებით, დიზაინით და ტექნოლოგიური მეწარმეობით.
ჰაკათონი რამდენიმე ფაზად გაიმართება:
- ონლაინ ტრენინგი და დავალებების მიღება.
- თეორიული ნაწილი და მენტორინგ სესიები.
- პროტოტიპის შექმნა და Pitch Deck-ის მომზადება.
- დემო დღე.
რა გელოდებათ?
- რეალური პრობლემები გარემოს დაცვის სექტორიდან.
- 48 საათიანი მარათონი იდეიდან პროტოტიპამდე.
- 10,000 ლარი გრანტი გამარჯვებულებისთვის.
- დამატებითი პრიზები პარტნიორი ორგანიზაციებისგან.
პარტნიორი ორგანიზაციები: LuxonPower, Biodiesel Georgia
მთავარი სპონსორები: სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, Shine Energy
პროექტი სრულად დაფინანსებულია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ.
სარეგისტრაციო ბმული: დარეგისტრირდით ახლავე