Apple-მა გამოუშვა ახალი საოპერაციო სისტემა – iOS 26, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ყველა iPhone 11-ის, iPhone SE (მე-2 თაობა) და უფრო ახალი მოდელების მფლობელებისთვის.
ახალი ვერსიის ყველაზე გამორჩეული ელემენტი Liquid Glass დიზაინია – ეკრანზე არსებული ელემენტები მინისებური, გამჭვირვალე ვიზუალით ჩანს.

ივნისიდან მოყოლებული, Apple-მა ბეტა ვერსიების მეშვეობით რამდენჯერმე შეცვალა ინტერფეისის “მინისებური” იერსახე. მიუხედავად იმისა, რომ iOS 26-ის სტაბილური ვერსია გუშინ გახდა ხელმისაწვდომი ყველასთვის, უახლოეს თვეებში მოსალოდნელია დამატებითი ვიზუალური გაუმჯობესებები, რაც წაკითხვას და ზოგადად გამოყენების გააუმჯობესებს. ეს ცვლილება შესაძლოა მომხმარებლებისთვის გარკვეულ ადაპტაციას მოითხოვდეს და ზოგიერთი ელემენტი თავიდანვე ყველასთვის სასურველი არ იყოს.
Apple apps
Phone აპლიკაცია ახლა ახალი, ერთიანი დიზაინით არის წარმოდგენილი – ფავორიტი კონტაქტები ზედა ნაწილში ბარათის ფორმატში ჩანს, ხოლო ბოლოს შემოსული ზარები და ხმოვანი შეტყობინებები იგივე ეკრანზეა თავმოყრილი. ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული ფილტრის ღილაკის დახმარებით, შეგიძლიათ თითოეული სექცია ცალ-ცალკეც დაათვალიეროთ. (თუ ახალი ინტერფეისი არ მოგწონთ, Apple გაძლევთ კლასიკურ დიზაინზე დაბრუნების შესაძლებლობასაც.)
გარდა ამისა, iOS 26-ით iPhone-ებს დაემატა ზარების სკრინინგის ფუნქცია. როდესაც უცნობი ნომერი რეკავს, სისტემა ავტორიდან ითხოვს თავისი სახელისა და ზარის მიზნის მითითებას.

Messages აპმა ახლა კიდევ უფრო ბევრი ფუნქცია შეიძინა და განაახლა პოპულარულ ჩეთის აპებს, როგორიცაა WhatsApp და Telegram. დაემატა ჩათების ფონი, ახალი საუბრის დინამიკა, გამოკითხვები (polls), ტექსტის მონიშვნის შესაძლებლობა, ფოტოს ჩვენება და ჯგუფურ ჩეთებში ტექსტის აკრეფის ინდიკატორი.
Apple უკვე რამდენიმე წელია SMS-ის ფილტრაციაზე მუშაობს, და ამ განახლებით დაამატა სპამის ფილტრაციის გაუმჯობესებული ვერსია. ასევე, უცნობი გამომგზავნების შეტყობინებები ავტომატურად გადააქვს ახალ, ცალკე საქაღალდეში.

Games აპი ახლა სრულიად განახლებულია — შეგიძლიათ ერთ სივრცეში ნახოთ:
- თამაშები, რომლებსაც ამჟამად თამაშობთ ან უკვე ითამაშეთ,
- Arcade კატეგორიის თამაშები,
- მიღწევები და გამოწვევები,
- ახალი თამაშების რეკომენდაციებიც.
აპი ასევე გაჩვენებთ, რა თამაშებს თამაშობენ თქვენი მეგობრები.
iOS 26-ში კამერის აპი გადავიდა Liquid Glass დიზაინზე, რაც ვიზუალურად გამჭვირვალე და დახვეწილ იერს აძლევს ინტერფეისს.
ნაგულისხმევად ეკრანზე მხოლოდ ვიდეოსა და ფოტოს რეჟიმებია გამორჩეული. სხვა რეჟიმებზე გადასასვლელად მარცხნივ ან მარჯვნივ გადაწევით შეგიძლიათ გადახვიდეთ.
ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულია ძირითადი კონტროლები, როგორიცაა:
- ფლეში (Flash),
- ღამის რეჟიმი (Night Mode) – ერთი შეხებით ჩართვა/გამორთვა.
დამატებითი პარამეტრები, როგორიცაა:
- ფილტრები,
- სტილები,
- ექსპოზიციის კონტროლი,
- ტაიმერი
შეგიძლიათ იხილოთ ეკრანის ქვედა ნაწილიდან ზემოთ გადაწევით.

AI სიახლეები
შარშანდელი გრანდიოზული „Apple Intelligence“-ის პრეზენტაციისგან განსხვავებით, წელს iOS-ის ახალი ვერსია შედარებით მოკრძალებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) ფუნქციონალით – განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მრავალი ფუნქციის გამოშვება გადაიდო.
მთავარი სიახლე ალბათ ისაა, რომ apple-მა ამჯერად AI-ზე დაფუძნებულ თარგმნის ფუნქცია პირდაპირ დააინტეგრირა ისეთ აპებში, როგორიცაა Messages, FaceTime და Phone – რაც თარგმნის პროცესს ბევრად სწრაფსა და ხელმისაწვდომს ხდის.
ამჟამად, აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომია შემდეგ ენებზე: ინგლისური (აშშ და დიდი ბრიტანეთი), ფრანგული (საფრანგეთი), გერმანული, პორტუგალიური (ბრაზილია), ესპანური (ესპანეთი).

ასევე, განახლდა Visual Intelligence – ეკრანზე არსებული შინაარსის ამოცნობის ფუნქცია.
მის გასააქტიურებლად საჭიროა დააჭიროთ Power + ხმის ჩაწევის ღილაკს, რის შედეგადაც გამოჩნდება შესაბამისი მენიუ.
ამის შემდეგ, Apple Intelligence გთავაზობთ:
- კალენდარში ღონისძიებების დამატების რეკომენდაციებს,
- შესაძლებლობას, დაუსვათ კითხვები ეკრანზე არსებულ შინაარსზე -Google Visual Search-ის ან ChatGPT-ის გამოყენებით.
Apple-მა ამასთან ერთად წარადგინა “Circle to Search” ფუნქცია, რომელსაც Highlight ჰქვია.
სხვა საინტერესო ფუნქციები:
- შეგიძლიათ დააყენოთ გაღვიძების დროის გადადების ხანგრძლივობა – 1-დან 15 წუთამდე.
- Wallet App: დაემატა ციფრული პირადობის შექმნის ფუნქცია და boarding pass ეკრანი უფრო ინფორმაციული გახდა.
- ხმის ჩაწერა: შეგიძლიათ აირჩიოთ ჩაწერის წყარო, გამოიყენოთ ხმის იზოლაცია და ჩაწეროთ მხოლოდ თქვენი მხარე ვიდეო ზარებისას – სასარგებლოა პოდკასტერებისთვის.
- ჭკვიანი შეხსენებები: გვერდებზე არსებული რეცეპტებიდან პროდუქტის სია ავტომატურად იქმნება.
- Accessibility ლეიბლები App Store-ში: მაგალითად VoiceOver, დიდი შრიფტი, საკმარისი კონტრასტი და სხვა.
- მშობლის კონტროლი: შესაძლებელი გახდა ახალი ნომრებიდან კომუნიკაციის შეზღუდვა და ასაკის შესაბამისი გამოცდილების გააქტიურება მესამე მხარის აპებში.
როგორ განაახლოთ?
გადადით:
Settings > General > Software Update
და გადმოწერეთ iOS 26.