კრეატიულობა ბიზნესში წარმატების ერთ-ერთი საწინდარია. გუნდის წევრები, რომლებიც სიტუაციას ხედავენ როგორც ტექნიკური, ასევე კრეატიული თვალით, აძლევენ კომპანიას თუ სტარტაპს შესაძლებლობას გადაჭრან პრობლემები სხვადასხვა გზით და გამოიყონენ შესაძლებლობები მაქსიმალურად. თუმცა კრეატიული იდეების გენერაციის უკან ტვინის კომპლექსური ნეირონული ქსელები იმალება. ეს პროცესი აქტიურდება default mode network-ის დროს, როცა ტვინი იწყებს ფიქრს და აკავშირებს ასოციაციებს, ემოციებსა და წარსულ გამოცდილებებს. ეს მდგომარეობა ანტერპრენერს ეხმარება კრეატიული ბიზნესს იდეების წარმოშობაში და გაფილტვრაში.
წარმატებული სტარტაპის ისტორია
IDEO, მსოფლიო დონის დიზაინ-სტუდიაა, რომელიც ნეირომეცნიერებაზე დაფუძნებული კრეატიული გარემოს შექმნით გახდა ცნობილი. მათ სამივე მთავარ ოფისში, რომლებიც განთვსებულია ამერიკაში, ინგლისსა და ჩინეთში, სივრცე მოწყობილია კონკრეტული გზით, რითაც ისინი ხელს უწყობენ სპონტანურ საუბრებს, ვიზუალურ სტიმულებსა და გემიფიკაციას. ეს გარემო ასტიმულირებს DMN-ს, რაც თანამშრომლებს ახალი იდეების გენერაციაში ეხმარება. IDEO-ს მიერ შემუშავებული “design thinking” მეთოდი სწორედ იმაზეა დაფუძნებული, რომ კრეატიული პროცესი არ არის შემთხვევითი, არამედ იგი უფრო მეტად ნეირონული რეჟიმების სწორად გაერთიანებაა. შედეგად მათ შექმნეს არაერთი პროდუქტი და სერვისი, რომლებმაც ბაზრები შეცვალეს: Apple-ის პირველი მაუსიდან თუ სხვადასხვა სამედიცინო მოწყობილობა.
მაინც რა არის მათი წარმატების საიდუმლო:
1. ინტერდისციპლინური გუნდები: განსხვავებული ფონის მქონე ადამიანების ერთ სივრცეში მოთავსება.
2. თავისუფალი სივრცე: ტვინი იდეებს უკეთ აერთიანებს, როდესაც გარემო ხელს უწყობს მოულოდნელ კავშირებს.
3. პროტოტიპირების სწრაფი ციკლი: იდეების დაუყოვნებლივი გამოცდა ტვინს “სწავლის” საშუალებას აძლევს, რაც წარსულის გამოცდილებებზე დაყრდნობით აზროვნების არეალს აფართოვებს.
რას გვირჩევენ ნეირომეცნიერები:
– თავისუფლება: ეცადეთ არ ფოკუსირდეთ ერთ პრობლემასა თუ შანსზე დიდ ხანს, ზოგჯერ უკეთესია დროებით გაჩერება, სწორედ დასვენების ბაზაზე დაყრდნობით ტვინი მოულოდნელ იდეას მოგვაწვდის. (ვინაიდან გონება ყოველთვის მუშაობს).
– ასოციაციური აზროვნება: ეცადეთ შედარებით განსხვავებული ქმედებები თუ თვისებები დააკავშიროთ, რაც კომპანიაში ან თანამშრომბლებში იჩენს თავს, ეს მოგცემთ შესაძლებლობას ძველი კავშირებით ახალი იდეები დააგენერიროთ.
– სწორი ემოციები: ეცადეთ იაზროვნოთ პოზიტიურად, ვიზუალიზაცია ან წერითი სავარჯიშოები გვეხმარება უფრო კარგად გავიაზროთ მიზანი,მიზეზი თუ მოსალოდნელი შედეგი, რაც დოფამინის დონეს წევს და შესაბამისად უფრო მრავალფეროვანი იდეებიც წარმოიშობა.
კრეატიულობა ბიზნესში არამხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია, არამედ ტვინის უნარია, რომელიც სწორი პირობების შექმნისას იჩენს თავს. მეწარმეს შეუძლია სწორი გარემოს მეშვეობით გაზარდოს კრეატიული იდეების რაოდენობა და გააუმჯობესოს ხარისხი.