ჭკვიანი, მწვანე ქალაქებისთვის: UNDP და PMCG ეძებენ ქალაქების გარდაქმნისთვის ახალ იდეებს, ურბანული გამოწვევების ინიციატივისთვის

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საკონსულტაციო კომპანია PMCG აცხადებენ აპლიკაციების მიღებას, რომლის მიზანია ახალგაზრდებისა და მოქალაქეების ჩართულობა ქალაქების ურბანული გამოწვევების გადაჭრაში.

ინიციატივა, ამ ეტაპზე, მოიცავს  საქართველოს 5 ქალაქს: ბათუმს, თელავს, ფოთს, ქუთაისს და ხობს. ორგანიზატორები, მიესალმებიან მოქალაქეების მრავალფეროვანი ჯგუფების ჩართულობას, ვისაც სურთ საკუთარი ქალაქის განვითარებაში მონაწილეობა და რეალური ცვლილებების ხელშეწყობა.

საუკეთესო იდეების ავტორები მიიღებენ ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. ასევე, იმუშავებენ მენტორებთან ერთად, რათა თავიანთი იდეები რეალურ პროექტებად გარდაქმნან. თითოეული მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია $17 000.00 ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს როგორც ადამიანურ, ისე ტექნიკური რესურსების შესყიდვას. 

ინიციატივაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16 წელზე უფროსი ასაკის პირებს, რომლებიც თავიანთი იდეებით ქალაქის ურბანულ გარემოს უკეთესობისკენ შეცვლას შეეცდებიან.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და დანიის მთავრობის მიერ. 

კონკურსის დეტალები: 

პროექტის ორგანიზატორები ეძებენ მცირე, მაგრამ განხორციელებად იდეებს, რომლებიც ქალაქის ურბანულ პრობლემებს მოაგვარებს და 8–12 კვირის განმავლობაში განხორციელებადია.

თემატური მიმართულებები მოიცავს შემდეგ სფეროებს:

  • ჭკვიანი ურბანული სისტემები და ციფრული ტრანსფორმაცია
  • ტრანსპორტი, მობილობა და პარკირება
  • მშენებლობა და ინფრასტრუქტურა
  • ენერგოეფექტურობა, წყალმომარაგება
  • გარემოს ხარისხი: ჰაერი და ხმაური
  • ეკოლოგია და გარემოს დაცვა
  • ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკა
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოება
  • ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება

პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ თანამოაზრეები, გაიღრმავონ ცოდნა ინოვაციური გადაწყვეტების სფეროში და მონაწილეობა მიიღონ ქალაქის განვითარებაში.

განცხადებების მიღება

განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. ინიციატივაში ჩასართავად საჭიროა ონლაინ განაცხადის შევსება შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/Ku4t7XPzT9JshbhG7

City Challenge წარმოადგენს ურბანული გამოწვევების ინიციატივის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ქალაქებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას და ჭკვიანი, მდგრადი ურბანული გარემოს განვითარებას.

პროექტის ეტაპები:

  • uncheckedრეგისტრაცია და განაცხადების l მიღება:  21 ოქტომბერი – 2 ნოემბერი
  • uncheckedსაინფორმაციო შეხვედრები l 23-25 ოქტომბერი
  • uncheckedმონაწილეების შერჩევა l 3-4 ნოემბერი
  • uncheckedსაინფორმაციო შეხვედრა (ონლაინ) – 5 ნოემბერი
  • uncheckedმენტორინგის სესიები l 6-10 ნოემბერი
  • uncheckedფინალური კონკურსი l  11-20 ნოემბერი
  • uncheckedგანაცხადების მიღების ვადა: 1 ნოემბერი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელ.ფოსტა: t.bezhanishvili@pmcginternational.com

ტელეფონი: 591 40 11 83

Previous Article

AI აგენტები მარკეტინგში: რა შეუძლიათ და როგორ შევქმნათ ისინი

Next Article

კრეატიულობა: ტვინის როლი იდეების გენერაციაში

Write a Comment

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

გახდი FoundersPlus-ის წევრი

„გამოიწერე FoundersPlus - მიიღე ყოველი პოსტი ელფოსტაზე და თვალი ადევნე სხვა საინტერესო სიახლეებს!“
მხოლოდ ინსპირაცია, არანაირი სპამი ✨