დაიწყე ონლაინ ბიზნესი – ნაწილი პირველი – Dropshipping
ფრილანსინგი, მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. დისტანციურმა და მოქნილმა სამუშაო გარემომ შეცვალა ჩვენი აღქმა ტრადიციული სამუშაო მიდგომების მიმართ. ფრილანსინგი საშუალებას აძლევს პროფესიონალებს შესთავაზონ თავიანთი სერვისები კლიენტებს მთელს მსოფლიოში, ტრადიციული ოფისის და საზღვრების შეზღუდვის გარეშე.
დღეს დღეობით ბევრი ე.წ. “თავისუფალი გრაფიკის” სამუშაოა ხელმისაწვდომი სხვადასხვა უნარების მქონე ადამიანებისთვის – დაწყებული ვებ დეველოპმენტით დამთავრებული ქოფირაითერით.
სწორედ ამიტომ, ამ პოსტში გადავწყვიტეთ გვესაუბრა ფრილანსინგზე, როგორც ონლაინ ბიზნესის ერთ ერთ ფორმაზე, გაგიზიარებთ ყველაზე პოპულარულ ფრილანსინგ პლატფორმეს და მათ თავისებურებებს.
ფრილანსინგ პლატფორმები
Upwork არის freelancing პლატფორმა, რომელიც აკავშირებს კლიენტებს და ფრილანსერებს მთელი მსოფლიოდან.
პლატფორმა გთავაზობთ სამუშოს ფართო არჩევანს დაწყებული, ვებ დიზაინიდან და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებიდან დამსრულებული მომხმარებელთა მომსახურებამდე და ბუღალტრულ აღრიცხვამდე.
კლიენტებს და ფრილანსერებს დაკავშირების რამდენიმე საშუალება აქვთ –
კლიენტები აქვეყნებენ სამუშაოს და ფრილანსერები აკეთებენ შეთავაზებას გამოქვეყნებულ სამუშაოზე, ან კლიენტებს შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრული სერვისის შეძენა ფრილანსერების პროექტის კატალოგიდან.
Upwork-ზე რეგისტრაცია საკმაოდ მარტივია და იწყება პროფილის შექმნით.
პროფილი რაც შეიძლება მეტი სიზუსტით უნდა იყოს შედგენილი, რადგან კლიენტები გადაწყვეტილების მიღბის პროცესში აფასებენ თქვენს პროფილში მითითებულ ინფორმაცია, რამდენად შეესაბამება მათ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიას.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ Upwork -ი თქვენი შესრულებული სამუშაოდან გარკვეულ პროცენტს იტოვებს, რაც უფრო მეტს მუშაობთ, მით უფრო ნაკლებს იხდით. მაგალითად, საკომისიო იწყება 20%-დან 500 აშშ დოლარის პირველი გადასახადისთვის და თანდათან მცირდება, როცა მეტ ფულს გამოიმუშვებთ.
თანხის გატანის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, მათ შორის პირდაპირი გადარიცხვა, და PayPal.
Fiverr არის პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ფრილანსერებს ბიზნესის მფლობელებთან, რომლებიც ეძებენ სერვისებს/პროფესიონალებს სხვადასხვა პროექტების მიმართულებით, მათ შორის ვებგვერდის დიზაინის შექმნა, თარგმანი ან ხმოვანი ტექსტების ჩაწერა და ა.შ.
პლატფორმა საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელია. გაითვალისწინეთ, რომ ვებგვერდზე ფრილანსერებს უწოდებენ გამყიდველებს, მათ სერვისებს – Gigs-ებს, ხოლო ბიზნესის მფლობელებს – მყიდველებს.
ფრილანსერებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ უფასოდ, განათავსონ თავიანთი სერვისები შესაბამისი ფასებით. მყიდველებს შეუძლიათ უბრალოდ დაათვალიერონ სხვადასხვა კატეგორიები შესაძენად.
როდესაც მყიდველი ყიდულობს სერვისს (gigs), სისტემა ავტომატურად არიცხავს მათ ანგარიშზე შესაბამის თანხას. შემდეგ სისტემა აიღებს საკომისიოს და გაუგზავნის ფრილანსერებს შეთავაზებული ფასის 80%-ს.
პლატფორმა თანხის გატანის რამდენიმე გზას გვთავაზობს, როგორიცაა სადებეტო ბარათი, PayPal და საბანკო გადარიცხვა.
პლატფორმაზე არ არსებობს საათობრივი ტარიფები, მხოლოდ პროექტზე დაფუძნებული ფასი, რომელსაც ფრილანსერი ადგენს.
Toptal არის პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მაღალკვალიფიციურ ფრილანსერებს და ინდუსტრიის ექსპერტებს კომპანიებთან. Toptal-ში აღმოაჩენთ ყველა ტიპის ფრილანსერს, დაწყებული ვებ დეველოპერებიდან და ვებ დიზაინერებიდან დამთავრებული ფინანსური კონსულტანტებით და პროდუქტის მენეჯერებით.
Toptal-ში, ფრილანსერად რეგისტრაცია საკმაოდ რთული პროცესია და შედგება ხუთი ეტაპისგან, რომელიც მოიცავს როგორც პროფესიული უნარ ჩვევების შეფასებას ასევე ინგლისური ენის შეფასებას. სტატისტიკის მიხედვით, პლატფორმაზე რეგისტრაციას, მსურველთა მხოლოდ 3% გადის.
ყველა ეტაპის გავლის შემდეგ, თქვენ გექნებათ წვდომა სხვადასხვა ვაკანსიაზე ტოპ კლიენტებისა და კომპანიებისგან, როგორიცაა Motorola და Airbnb. თუმცა, წარუმატებლობის შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ მოცდა რამდენიმე თვე რათა თავიდან სცადოთ რეგისტრაცია.
Toptal–ს აქვს სერვისი დროის თვალყურის დევნებისთვის და ინვოისებისთვის, სახელწოდებით TopTracker. ამ სერვისით, ფრილანსერებს აქვთ საშუალება მიიღონ კუთვნილი თანხა Payoneer-ის, Paypal-ის ან პირდაპირი ადგილობრივი საბანკო გადარიცხვით
Freelancer-ად რეგისტრაცია არ არის რთული, ზემოთ ჩამოთვლილი პლატფორმების გარდა, ბაზარზე არსებობს კიდევ უამრავი პლატფორმა. საიტების უმეტესობა მოითხოვს მხოლოდ ანგარიშის რეგისტრაციას და პროფილის შექმნას, თუმცა, არ დაგავიწყდეთ კარგად გადაამოწმოთ რა პრინციპით მუშაობს თითოეული პლატფორმა და თანხის გატანის რა მეთოდებს გთავაზობთ, ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ მომსახურების საკომისიოს.
მათთვის, ვისაც სურს დაიწყოს ადმინისტრაციული ან ტექნიკური სამუშო და დასაქმედს ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა ვებ დეველოპერი, სოციალური მედიის მენეჯერი, ფინანსურ კონსულტანტი, პროექტის მენეჯერი ან მთარგმნელი– ჩვენ ზემოთ ჩამოთვლილ პლატფორმებს ვუწევთ რეკომენდაციას.
ასევე წაიკითხეთ: დაიწყე ონლაინ ბიზნესი – ნაწილი პირველი – Dropshipping