5 მეთოდი იმისთვის, რომ იმუშაოთ უფრო ჭკვიანურად და არა უფრო რთულად

სამსახურში თუ პირად ცხოვრებაში, უმეტესობა ჩვენგანი ცდილობს რაც შეიძლება ნაკლებ დროში გააკეთოს შესასრულებელი დავალებები. ალბათ თითოეული ჩვენგანისთვის მიმზიდველი იქნება რამდენიმე საათში გააკეთო ის, რის შესრულებაზეც ადრე ნახევარ დღეს დახარჯავდი. და იქნებ მართლაც შეგიძლიათ ამ ყველაფრის მიღწევა ყურადღების გაფანტვის მინიმუმამდე შემცირებით და მაქსიმალური კონცენტრაციით?

 დღეს გაგიზიარებთ 5 ეფექტურ რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ იმუშაოთ უფრო ჭკვიანურად და არა უფრო რთულად.

  1. ორგანიზაციული აპები

თქვენი ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზებისთვის, სცადეთ გამოიყენოთ პროექტის მენეჯმენტის და დროის მართვის აპლიკაციები. აღნიშნული აპლიკაციების დახმარებით თქვენ შეძლებთ, ეფექტურად მოახდინოთ თქვენი ამოცანების ორგანიზება და პრიორიტეტიზაცია, დააკვირდეთ თქვენს პროგრესს და მარტივად დაადგინოთ ის მიმართულებები, სადაც შეგიძლიათ პროდუქტიულობა გააუმჯობესოთ.

ასევე მნიშვნელოვანია ე.წ. “TO_DO” ტიპის აპლიკაციების გამოყენება, თქვენ ყოველთვის გექნებათ განმეორებადი, ყოველდღიური დავალებები. მსგავსი დავალებების ორგანიზებისთვის საუკეთესო საშუალება სწორედ TODO ტიპის აპლიკაცებია, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ შექმნათ ყოველდღიური ან ყოველკვირეული დავალებები. 

რაც შეეხება აპლიკაციების არჩევას – გამოცადეთ რამდენიმე მათგანი და აირჩიეთ საუკეთესო, რომელიც თქვენს მოთხოვნებს მოერგება, თუ ერთი მათგანი არ მოგეწონათ აუცილებლად სცადეთ სხვა და ასე გააგრძელეთ მანამ, სანამ თქვენთვის სასურველ აპლიკაციას არ იპოვით. 
Founders.ge-ს გუნდი გიზიარებთ რამდენიმე, ყველაზე პოპულარულ აპლიკაციებს ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან:

პროექტ მენეჯმენტის აპლიკაციები: Trello, Asana,ClickUp, Jira, Monday

თუ თქვენ ეძებთ მარტივად გამოყენებად, უფასო ხელსაწყოს, რომელიც დაგეხმარებათ დავალებების ვიზუალიზაციაში და პროგრესის ნახვაში, ჩვენი გუნდის რეკომენდაციაა Trello-ს გამოყენება სცადოთ.

TO-DO List აპლიკაციები: Todoist, TickTick, Microsoft To Do, Google Tasks, Any.do

დროის მართვის აპლიკაციები: Toggl Track, HourStack, Timely 

2. ავტომატიზაცია

არის დავალებები, რომლებსაც ყოველდღიურად ან ყოველვირეულად ვაკეთებთ სამსახურში, უსასრულოდ. მიუხედავად იმისა, რომ ამას ყოველ ჯერზე შეიძლება მხოლოდ რამდენიმე წამი დასჭირდეს, საბოლოო ჯამში მაინც საკმაოდ დიდ დროს ვკარგავთ – სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია განმეორებითი ამოცანების გამარტივება მათი ავტომატიზაციის გზით.

დღევანდელი ტექნოლოგიები საშუალებას გაძლევთ ავტომატურად გააკეთოთ ისეთი ტიპის დავალებები როგორიცაა:

  • ავტომატურად შექმნა დავალება ელ. ფოსტიდან ან Google doc -დან ავტომატურად გაიგზავნოს შეტყობინება, როდესაც დავალების სტატუსი შეიცვლება
  • ავტომატურად გაანალიზო მონაცემები, დააგენერირო და გააგზავნო რეპორტები
  • ავტომატურად გაუგზავნო ინვოისი კლიენტს, რომელსაც თანხა არ ჩაურიცხავს
  • ავტომატურად გაუგზავნო პროდუქტის შეთავაზების ელ.ფოსტა მომხმარებელს, რომელმაც შენს ონლაინ მაღაზიაშია დააპირა ტელეფონის ყიდვა მაგრამ არ დაასრულა ყიდვის პროცესი.

და სხვა მრავალი. ბაზარზე არსებობს ავტომატიზაციის საკმაოდ ბევრი ხელსაწყო, რომელიც ყოველგვარი კოდის წერის გარეშე, მარტივი ინტერფეისის დახმარებით გაძლევთ საშუალებას რომ შექმნათ ავტომატიზაციები. Founders.ge-ს გუნდი რეკომენდაციას ვუწევთ შემდეგ აპლიკაციებს: https://zapier.com/, https://www.teamwork.com, Jotform

3. მონოტასქინგი

წარმოიდგინე დაიწყე ელ.ფოსტის წერა, პარალელურად გახსენი Zoom-ი და ჩაერთე შეხვედრაზე და ამავდროულად წერ სიმღერის ტექსტს – სწორედ ასე გამოიყურება მულტითასქინგი. მულტითასქინგის რომანტიზირება ჯერ კიდევ აქტიურად მიმდინარეობს ბევრ კომპანიაში, ბევრი ბიზნესი ფიქრობს, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ მულტითასქინგით შეიძლება თუმცა ბოლო დროინდელი კვლევები სხვა რამეს ამბობს. პრობლემები, რომლებიც ბევრი საქმის ერთად შესრულების დროს იჩენს თავს: კონცენტრაციის შესუსტება და სტრესის დონის მომატება, ეს ყოველივე უკვე საკმარისია იმისთვის, რომ მულტითასქინგის ეფექტურობაში ეჭვი შევიტანოთ. გახსოვდეთ, მონოტასქინგის დროს თქვენი გონება ბევრად ფოკუსირებულია და კონცენტრირებულია კონკრეტული დავალების შესრულებაზე. ამ მდგომარეობით თქვენ შეძლებთ ბევრად ეფექტურად შეასრულოთ დავალება.

4. გამორთე ნოთიფიკაციები

გამორთეთ შეტყობინებები თქვენს მობილურ ტელეფონში, რათა შეამციროთ ყურადღების გაფანტვა მუშაობისას. თქვენ შეგიძლიათ პროცესის ავტომატიზირებაც კი თქვენი „არ შემაწუხოთ“ პარამეტრების მორგებით.

პირადად მე, ბევრჯერ გამომიყნებია Use Do Not Disturb ფუნქცია ჩემს ტელეფონზე, რათა ცოტა ხნით გამეთიშა წვდომა ნებისმიერ აპლიკაციაზე.

5. და ბოლოს ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტი აღარ არის სამეცნიერო ფანტასტიკის სიუჟეტი: AI ხელსაწყოების გამოყენება დაგეხმარებათ დააჩქაროთ თქვენი ყოველდღიური ამოცანები. Ai ხელსწყოების ჩამონათვალი და დეტალური განხილვა იხილეთ აქ: საუკეთესო AI ხელსაწყოები თქვენი პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად

და ბოლოს, გახსოვდეთ თქვენ ხართ თქვენი სამუშაო პროცესის უფროსი. შესაბამისი ჩვევების გამომუშვებით და ცოტა ქპლიკაციების გამოყენების დახმარებით, თქვენ აუცილებლად შეძლებთ იმუშაოთ უფრო ჭკვიანურად და არა უფრო რთულად

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს