საუკეთესო უფასო პროგრამები მცირე ბიზნესისთვის

უფასო აპლიკაცები ხშრად დიდი რისკის შემცველია, არასანდო ფუნქციონირებით შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში ჩააგდოს თქვენი სამუშაო პროცესები, მაგრამ თუ იცით რომელი აპლიკაციები გამოიყენოთ და როგორ გამოიყენოთ ისინი, მათ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ თქვენი საქმიანობისთვის.

Founders.ge-ს გუნდმა რამდნიმე ისეთი პროგრამა ავარჩიეთ, რომელთა უფასო ვერსია თქვენს მცირე ბიზნეს საქმიანობას გააუმჯობესებს, აღნიშნული პლატფორმები ასევე გთავაზობენ პრემიუმ/ფასიან ვერსიასაც, თუმცა უფასო ვერსიაც საკმაოდ გამოსადეგია.

უფასო CRM პროგრამული უზრუნველყოფა, EngageBay

ნებისმიერ წარმატებულ ბიზნესს სჭირდება კლიენტებთან ურთიერთობების მართვა. თქვენ მუდმივად უნდა განაახლოთ კონტაქტები, კოორდინაცია გაუწიოთ თქვენს ურთიერთობას, მართოთ გაყიდვები, უზრუნველყოთ მომხმარებელთა მხარდაჭერა – ამ ყველაფრისთვის კი თქვენ გჭირდებათ CRM პროგრამული უზრუნველყოფა.

EngageBay, გაძლევთ უფლებას მართოთ 250 კონტაქტი უფასოდ. მისი უფასო ვერსია ასევე მოიცავს უამრავ სასარგებლო ფუნქციას, როგორიცაა გაყიდვების ვიზუალიზაცია, მარკეტინგის ავტომატიზაცია, მომხმარებელთა მომსახურება და პირდაპირი ჩატი.

უფასო EMAIL მარკეტინგის სერვისები, HubSpot

თქვენ არ გეყოლებათ ბევრი კლიენტი სამართავი, თუ ვერ მიიტანთ თქვენს შეტყობინებას თქვენს პოტენციურ კლიენტთან. ამისათვის არ არის საჭირო ბილბორდები, ამის ნაცვლად, შეგიძლიათ დაიწყოთ უფასო ელ.ფოსტის სერვისით, როგორიცაა HubSpot. პლატფორმა გთავაზობთ თვეში 2000-მდე ელ.წერილს უფასოდ და როცა მზად იქნებით მასშტაბის გასაზრდელად, შეგიძლიათ დამატებითი შეიძინოთ HubSpot -ის CRM ინსტრუმენტები, სრული მარკეტინგის ავტომატიზაცია, მომხმარებელთა მომსახურების ინსტრუმენტები, და სხვა.

უფასო ვებსაიტების პლატფორმა, Wix

Email მარკეტინგით მოზიდული ხალხისთვის, თქვენ დაგჭირდებათ ვებ გვერდი. Wix.com – კოდის საჭიროების გარეშე – საშუალებას გაძლევთ შექმნათ დინამიური ვებ გვერდი, რომელიც ასევე ოპტიმიზირებული იქნება საძიებო სისტემებისთვის.

Wix-ს აქვს ინტუიციური, drag’n drop ინტერფეისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ საიტი 300-ზე მეტი შაბლონის გამოყენებით. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მარტივი ვებ გვერდები, ბლოგი, ან თუნდაც ონლაინ მაღაზია.

უფასო პროექტის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, Trello

როდესაც ეძებთ უფასო პროგრამულ უზრუნველყოფას მცირე ბიზნესისთვის, თქვენ უნდა იფიქროთ თქვენს შიდა ოპერაციებზეც, და აუცილებელია გამოიყენოთ პროექტის მართვის ინსტრუმენტი. აპლიკაცია, როგორიცაა Trello, გთავაზობთ ისეთ ბენეფიტებს, როგორიცაა: შეუზღუდავი მომხმარებლების რაოდენობა, ათამადე Kanban ბორდი, უამრავი შაბლონი და ა.შ. თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ მისი გამოყენება მაშინაც კი, როცა თქვენი გუნდი გაიზრდება.

უფასო გამოკითხვის ხელსაწყოები და ფორმის შემქმნელები, Google Forms

იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესი უფრო აქტუალური გახადოთ ამჟამინდელი და პოტენციური მომხმარებლებისთვის, თქვენ უნდა იცოდეთ რა სურთ მათ პირველ რიგში ან სულ მცირე ვინ არიან ისინი. როდესაც თქვენ გაქვთ ბიუჯეტი, შეგიძლიათ ინვესტირება მოახდინოთ ბაზრის კვლევის კომპლექსურ გამოკითხვებში და მომხმარებელთა გამოხმაურების პროგრამულ უზრუნველყოფაში. მანამდე, არსებობს უფასო გამოკითხვის ინსტრუმენტები და ფორმების შემქმნელები. ეს მძლავრი პლატფორმები დაგეხმარებათ შექმნათ სეგმენტირებული აუდიტორიები, შეაგროვოთ მონაცემები და მრავალი სხვა — ისევ უფასოდ.

Google Forms უნიკალურია იმით, რომ ეს ყველაფერი უფასოა — თუ გაქვთ Google-ის ანგარიში, შეგიძლიათ გამოიყენოთ მისი ყველა ფუნქცია, შეუზღუდავი ფორმების, კითხვებისა და გამოკითხვების ჩათვლით — რომ აღარაფერი ვთქვათ კონფიგურირებად შაბლონებზე და ვიზუალიზებულ მონაცემებზე სიების სახით.

უფასო გრაფიკული დიზაინისა და ფოტო რედაქტირების პროგრამული უზრუნველყოფა, Canva

თქვენ, სავარაუდოდ, უკვე ფიქრობთ (ან იყენებთ) სოციალურ მედიას, როგორც ურთიერთობის შესანარჩუნებლად და მომხმარებელთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. თუმცა, ამას სჭირდება შემოქმედებითი ხედვა და საზრიანი დაგეგმვა. არსებობს უამრავი აპლიკაცია, რომელიც გეხმარებათ უფასოდ მიიღოთ ბრენდის შესაბამისი გრაფიკა. მაგალითად, Canva არის მძლავრი დიზაინის ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ უფლებას შექმნათ ბრენდის ვიზუალი უფასოდ. შექმენით ხელნაკეთი ლოგოები, ვებსაიტების ბანერები, პროფილის სურათები და სათაურები, რათა შექმნათ თანმიმდევრული და თვალშისაცემი ბრენდის იდენტურობა.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს