რა არის გენერაციული ხელოვნური ინტელექტი და რატომ არის ის ასე პოპულარული?

რა არის გენერაციული ხელოვნური ინტელექტი?

გენერაციული AI-ს ვუწოდებთ იმ მოდელებს ან ალგორითმებს, რომლებიც ქმნიან სრულიად ახალ ქონთენთს, როგორიცაა ტექსტები, ფოტოები, ვიდეოები, კოდი, მონაცემები და ა.შ. ისინი ამუშავებენ დიდი რაოდენობით მონაცემებს და ამ მონაცემების დამუშავებით ისინი სწავლობენ და ქმნიან.

ხელოვნური ინტელექტის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მიზნებისთვის, როგორიცაა მონაცემების ანალიზი ან თვითმართვადი მანქანის მართვა, გენერაციული AI-ის მიზანია შექმნას კონტენტი.

რატომ გახდა გენერაციული AI პოპულარული?

განსაკუთრებული პოპულარობა, გენერაცლიულმა AI-მ, მას შემდეგ მოიპოვა რაც ChatGPT და DALL-E ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა. ორივე პლატფორმა იყენებს გენერაციულ AI-ს ახალი შინაარსის შესაქმნელად, მათ შორის კოდის, ესეების, ელფოსტის, სოციალური მედიის პოსტების, სურათების, ლექსების, ექსელის ფორმულების და სხვა.

გარდა ChatGPT-სა ასევე ხელმისაწვდომია ისეთი კომპანიების გენერაციული AI ხელსაწყოები, როგორიცაა Google, Microsoft-ის Bing და ა.შ. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Generative AI-ს პოპულარობა უფრო და უფრო გაიზრდება და უფრო დაინტეგრირდება ჩვენს ყოველდღიურ პროცესებში.

მანქანურ სწავლება და გენერაციულ AI
მანქანური სწავლების დახამრებით, სისტემა სწავლობს პროგნოზების გაკეთებას იმ მონაცემების საფუძველზე, რომლებზედაც ის ვარჯიშობს. ამ სახის პროგნოზის მაგალითია, DALL-E, მას შეუძლია შექმნას გამოსახულება თქვენს მიერ შეყვანილ მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნა ის ამუშავებს და ქმნის შესაბამის ქონთენთს.

რა სისტემები იყენებს გენერაციულ AI-ს?
როგორც ზემოთ ვახსენეთ, გენერაციულ AI-ს თვალისაჩნო მაგალითები არიან ChatGPT და DALL-E. თუმცა მათ გარდა, ბევრმა კომპანიამ შეიმუშავა საკუთარი გენერაციული AI მოდელები. ყველაზე პოპულარული პლატფორმებია – Google Bard, Bing Chat, Claude, PaLM 2, LLaMA და სხვა.

გენერაციული AI და ხელოვნება
გენერაციული AI პლატფორმები საკმაოდ პოპულარულია სურათების შექმნისთვის, მათი მოდელები ამუშავებენ არსებული ნამუშევრებს, სწავლობენ ინტერნეტში ნაპოვნი მილიარდობით სურათზე დაყრდნობით. მოდელი იყენებს ამ მონაცემებს სურათების სტილის შესასწავლად და შემდეგ აგენერირებს ახალ სურათს თქვენს მიერ მიწოდებული მოთხოვნების შესაბამისად.

მსგავსი AI მოდელის ყველაზე პოპულარული მაგალითია DALL-E. თუმცა, ბაზარზე უამრავი სხვა ხელოვნური ინტელექტის გენერატორია. Bing’s Image Generator არის Microsoft-ის ტექნოლოგია, რომელიც იყენებს DALL-E 2-ის უფრო მოწინავე ვერსიას და Founders-ში ვფიქრობთ რომ ამ ეტაპზე საუკეთესო სურათების გენერატორია.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, გენერაციული AI მოდელები ამუშავებენ მილიარდობით სურათს ინტერნეტიდან. ეს სურათები ხშირად არის ნამუშევრები, რომლებიც შექმნილია კონკრეტული მხატვრის მიერ, რომლებიც შემდეგ ხელახლა წარმოიქმნება და ხელახლა გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის იგივე სურათი, ახალ სურათს აქვს მხატვრის ორიგინალური ნამუშევრის ელემენტები, მაგალითად კონკრეტული სტილი, რომელიც უნიკალურია მხატვრისთვის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე საკმაოდ აქტიურად მიმიდინარეობს დებატები იმის შესახებ, არის თუ არა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სურათები მართლაც „ახალი“ ან თუნდაც „ხელოვნება“.

რა არის გენერაციული AI-ს ნაკლოვანება?
საკმაოდ დიდი შეშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ AI მოდელები რიგ შემთხვევაში დეზინფორმაციის გამავრცელებლები არიან. როგორც ზემოთ ავღწერეთ, გენერაციული AI მოდელები უამრავ ინფრომაციას ამუშავებენ ინტერნეტიდან და შემდეგ ამ ინფორმაციის დამუშავებით ქმნიან თქვენს მიერ მოთხოვნილ ქონთენთს, შესაბამისად სრულიად შესაძლებელია, რომ პასუხები არ იყოს ზუსტი ან შეიცავდეს მიკერძოებას, რადგან ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გაგვცა Ai მოდელმა პასუხი, ასე რომ რაც არ უნდა დამაჯერებლად ჟღერდეს AI -ს პასუხი, იცოდეთ რომ არ არსებობს მისი სისწორის რაიმე გარანტია.

ზოგიერთი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მოდელი, როგორიცაა Bing Chat ან GPT-4, ცდილობს მომხმარებლებს გაუზიაროს წყარო, თუ საიდან დააგენერირეს კონკრეტული პასუხი.

მოგეწონა სტატია?

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს