IBM-ის კვლევაში ნათქვამია, რომ თანამშრომლების 40%-ს მოუწევს ხელახალი კვალიფიკაცია მომდევნო სამი წლის განმავლობაში და ამის მიზეზი ხელოვნური ინტელექტია.
გენერაციულ AI მოდელებს (ChatGPT, Google bard და ა.შ.), შეუძლიათ ბევრი ტექნიკური დავალების შესრულება, როგორიცაა წერა და კოდირება, თანაც იმდენად კარგად, რომ ბევრს ეშინია, სამუშაოს დაკარგვის. თუმცა IBM-ის ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ ტექნოლოგიების, არამედ გამოიყენონ ის საკუთარი სარგებლისთვის.
IBM-ის მიერ ჩატარებული კვლევა შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის გავლენა კომპანიის ბიზნეს მოდელებზე, როგორ იყენებენ კომპანიები ხელოვნურ ინტელექტს თავიანთი ოპერაციების განსახორციელებლად და როგორ მოქმედებს იგი სამუშაო როლებზე.
ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად, IBM-მა 28 ქვეყანაში გამოკითხა 3000 C დონის აღმასრულებელი მენეჯერი, ხოლო 22 ქვეყანაში 21 000 დასაქმებული. შედეგებმა აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტი უდავოდ გამოიწვევს ცვლილებებს სამუშაო ძალასა და ბიზნესში, მაგრამ არა აუცილებლად უარესობისკენ.
გამოკითხულმა აღმასრულებლებმა შეაფასეს, რომ მათი მუშახელის 40%-ს მოუწევს ხელახალი კვალიფიკაცია მომდევნო სამი წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის გამო, რაც მსოფლიო ბანკის სტატისტიკის მიხედვით, გლობალური მუშახელის 3,4 მილიარდი ადამიანიდან 1,4 მილიარდს შეადგენს.
თუმცა, ამ აღმასრულებელთა 87% მოელის, რომ გენერაციული AI მოდელების გაზრდის დასამქებულების პროდუქტიულობას და საფრთეს არ შეუქმნის მათ სამუშაო ადგილს.
„AI არ ჩაანაცვლებს ადამიანებს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, ჩაანაცვლებენ ადამიანებს, რომლებიც არ იყენებენ“, – ნათქვამია IBM ანგარიშში.