ნაკლები უკეთესია – რატომ არის პოპულარული ოთხდღიანი სამუშაო კვირა

თუ არსებობს მუშაობის უკეთესი გზა, რომელიც გაგხდით უფრო ბედნიერს და უფრო პროდუქტიულს, რატომ არ უნდა სცადოთ ის?

სწორედ ასე ფიქრობენ Kickstarter-ში, სადაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში თანამშრომლები კვირაში 4 დღეს მუშობენ (ანაზღაურების დაკარგვის გარეშე).

“ისინი უფრო ბედნიერები არიან სამდღიანი შაბათ-კვირის შემდეგ, ჩვენ კი უფრო ეფექტურები ვართ, როგორც კომპანია”, – ამბობს Wolf Owczarek, Kickstarter-ის ოპერაციების დირექტორი.

იდეა, რომ თანამშრომლებს შეუძლიათ შეასრულონ იმავე რაოდენობის სამუშაო ნაკლებ დროში, შეიძლება არარეალური ჩანდეს. მაგრამ ეს შეიძლება იყოს სწორი გადაწყვეტა იმ უზარმაზარი გამოწვევის გადასაჭრელად რაცას თანამშრომლების Work-life ბალანსი ქვია.

ეტაპობრივად კომპანიები მთელ მსოფლიოში უარს ამბობენ ორშაბათიდან პარასკევის ტრადიციულ მოდელზე და ოთხდღიანი სამუშაო კვირაზე გადადიან.

ახალი მუშაობის გზაზე

დიდ ბრიტანეთში, Atom Bank-მა შემოიღო ოთხდღიანი, 32-საათიანი სამუშაო კვირა 2021 წლის ნოემბერში პერსონალის ანაზღაურების შემცირების გარეშე. თითქმის მაშინვე, კომპანიამ განაცხადა, რომ 500%-ით გაიზარდა განაცხადები ვაკანსიებზე, ხოლო 2022 წლის აგვისტოს კომპანიამ გამოაქვეყნა კვლევა იმის შესახებ, რომ პროდუქტიულობა გაიზარდა წარმოუდგენელი 92%-ით. თანამშრომელთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 4 დღეში პერსონალის 91%-მა შეძლო გაეკეთებინა ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ.

ახლა კი კომპანიებს სურთ გაიმეორონ ეს წარმატებული ისტორიები.

2022 წლის ივნისში დიდ ბრიტანეთში 70-მა კომპანიამ, (ჯამში 3300 დამსაქმებელი), დაიწყო სამუშაო გარემოს ყველაზე დიდი ექსპერიმენტი.

4 Day Week Global-ის ხელმძღვანელობით, კამპანიის ჯგუფი, ანალიტიკოსებთა, კემბრიჯის, ოქსფორდის და ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევარებთან ერთად, ამჟამად ხელმძღვანელობს კვლევებს და ცდებს მთელს მსოფლიოში. ექვსთვიანი საპილოტე ცდები მიზნად ისახავს გამოიკვლიონ რამდენად დაადებითად შეუძლია იმოქმედოს პროდუქტიულობაზე, კეთილდღეობაზე და სამუშაო-ცხოვრების ბალანსზე.

ცდები ეფუძნება 100/80/100 პრინციპს: თანამშრომლები იღებენ 100%-იან ანაზღაურებას მათი ჩვეული საათების 80%-ისთვის, 100%-იანი პროდუქტიულობის შენარჩუნების ვალდებულების სანაცვლოდ.

მიმდინარე კვლევებში და ცდები მონაწილეთა 88%-ი აცხადებს, რომ ოთხდღიანი კვირა დადებითად მოქმედებს მათ ბიზნესზე. თითქმის ნახევარმა (46%) თქვა, რომ პროდუქტიულობა „დაახლოებით იმავე დონეზეა შენარჩუნებული“, ხოლო 34% ამბობს, რომ „ოდნავ გაუმჯობესდა“, ხოლო 15%-მა აღნიშნა, რომ პროდუქტიულობა „მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა“.

მანჩესტერში დაფუძნებული კრეატიული სააგენტო Amplitude Media არის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც მონაწილეობს აღნიშნულ ტესტებში.

მათი მმართველი დირექტორი ჯო ბერნს-რასელი ამბობს, რომ ოთხდღიან კვირაზე გადასვლა ძირითადად შეუფერხებლად წარიმართა: ყველა პროექტი დაგეგმილ ვადებში სრულდებოდა, ხოლო თანამშრომლებს მეტი დრო ჰქონდათ საკუთარი პირადი ცხოვრებისთვის – ამ ყველაფერმა კი საბოლოოდ სარგებელი მოუტანა კომპანიას.

Amplitude-ის პერსონალს ეძლევა შესაძლებლობა, დაისვენოს ოთხშაბათს ან პარასკევს. ბერნს-რასელი ამბობს, რომ არჩევანი არის დაახლოებით 50/50-ზე: ზოგი ადამიანი პარასკევს ისვენებს, რადგან გრძელი შაბათ-კვირა უნდა, ზოგი კი ოთხშაბათს პირად პროექტებზე სამუშაოდ.

ის ამბობს, რომ ხალხი იყენებს დამატებით დროს, რომ იმუშაოს ყველაფერზე, დიზაინიდან დაწყებული რომანების წერამდე.

“ეს მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს კომპანიას, რადგან რაც უფრო მეტ უნარებს ანვითარებემ და რაც უფრო მეტს აკეთებენ საკუთარი თავისთვის, მით უფრო კრეატიულები დაბრუნდებიან ჩემთან… კრეატიულობას სჭირდება სივრცე, ყოველთვის ვერ იქნები კრეატიული, როცა კომპიუტერთან ზიხარ.”

პროდუქტიულობის თავსატეხი

ალექს სოჯუნგ-კიმ პანგი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სწავლობდა დასვენებასა და სამუშაოს შორის ურთიერთობას.

სილიკონის ველის კონსულტანტი და წიგნების ავტორი „Rest: Why You Get More Done When You Work Less“, და  Shorter: How Smart Companies Work Less, Embrace Flexibility and Boost Productivity ამტკიცებს, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ზედმეტი მუშაობა უარყოფითად მოქმედებს პროდქტიულობაზე. – პროდუქტიული ინდივიდებისთვის და კომპანიებისთვის.

პანგი, რომელიც ამჟამად მუშაობს 4 Day Week Global-ში, როგორც გლობალური პროგრამებისა და განვითარების მენეჯერი, ამბობს, რომ კვლევები გვიჩვენებს მსგავს შედეგებს პროფესიის მიუხედავად, დაწყებული ექიმებიდან და დაწყებითების მასწავლებლებიდან, დამთავრებული საცალო ვაჭრობით და შემოქმედებითი ტიპებით.

„რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ ორგანიზაციებში გადაჭარბებული სამუშოს შესრულება მოკლევადიან ეფექტს იძლევა, გრძელვადიან პერსპექტივაში, შეცდომები მრავლდება, და საბოლოოდ ცუდად აისახება ხარისხზე, გარდა ამისა თანამშრომლები ბევრად დაღლილები არიან და საბოლოოდ, რამდენიმე თვის შემდეგ პროდუქტიულობა საგრძნობლად ეცემა” – ამბობს პანგი

„ასევე არსებობს მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ ადამიანებს, რომლებიც ასრულებენ ინტელექტუალ სამუშაოს, დღის განმავლობაში მხოლოდ 5 საათის განმავლობაში არიან ეფექტურები.”

თანამედროვე ოფისი ნიშნავს, რომ ფოკუსირების ხუთი საათიც კი რთულია.

2022 წელს Asana-ს მიერ ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებში გამოიკითხა 10000-ზე მეტი დასაქმებული. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მიკრო-დავალებები და ადმინისტრაციული სამუშაოები პროფესიონალთა ტიპიური სამუშაო დღის 58%-ს იკავებს. ეს ტოვებს მათი დროის მხოლოდ 33%-ს კვალიფიციურ სამუშაოზე ფოკუსირებისთვის და მხოლოდ 9%-ს ძირითადი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.

“ჩვენ არ ვაუმჯობესებთ და ვამცირებთ სამსახურში არსებულ დროს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ოთხდღიანი კვირა უკვე აქ არის: ის უბრალოდ ჩაფლულია დროის ფუჭად ხარჯვაში” – ამბობს პანგი.

მთავარი იდეა კი პარკინსონის კანონშია, თუ თანამშრომელს ეძლევა ერთი საათი დავალების შესასრულებლად, რომელსაც მხოლოდ 30 წუთი სჭირდება, ისინი გამოიყენებენ სრულ საათს დავალების შესასრულებლად, მიუხედავად დავალების გახანგრძლივების ან სირთულისა.

ანალოგიურად, რაც მეტი დრო იქნება სამუშაო დღის განმავლობაში ან სამუშაო კვირაში, მით მეტი დრო ექნებათ თანამშრომლებს არაღირებული ამოცანების შესასრულებლად. კვირაში საათების რაოდენობის შემცირებით, დასაქმებულები უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას, ისინი უფრო მეტი ყურადღებით ეკიდებიან შეხვედრებს და სხვადასხვა ამოცანებს, რათა არ დაკარგონ დრო.

ბერნს-რასელი ამბობს, რომ Amplitude-ში ბევრად უფრო მიზანმიმართულად ეკიდებიან შეხვედრებს და ზოგადად პროცესები. ”ხალხი ამბობს, რომ ოთხდღიანმა კვირამ გააუმჯობესა მათი პროდუქტიულობა, რადგან ისინი მეტად კონცენტრირებულები არიან პროცესებზე, და აქვთ განსაზღვრული მიზნები და დროითი ფანჯრები მიზნების მისაღწევად,” – ამბობს ის.

აქვე უნდა ვახსენოთ, რომ დანიას, გერმანიას და ნორვეგიას აქვთ ყველაზე დაბალი წლიური სამუშაო საათები ევროპაში, მაგრამ მაინც არიან ევროკავშირის ყველაზე პროდუქტიულ ქვეყნებს შორის. მეორეს მხრივ, საბერძნეთი, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო საშუალოდ უფრო მეტ საათს მუშაობენ, თუმცა პროდუქტიულობის კუთხით ბევრად ჩამორჩებიან.

სპექტრის საპირისპირო მხარეს არის ჩინეთი, სადაც მუშები მუშაობენ ყველაზე ხანგრძლივ საათებს მსოფლიოში, ზოგიერთი კომპანიაში 9/9/6 პრინციპით (მუშაობენ დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე კვირაში ექვსი დღე, სულ 72 საათები კვირაში). ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე არაპროდუქტიული სამუშაო ძალაა, ასევე ისინი საშინლად იტანჯება სამუშაოსთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემებით.

მეორეს მხრივ აშშ წარმოადგენს საინტერესო გამონაკლისს, ისინი მუშაობენ საკმაოდ ხანგრძლივად, მაგრამ მაინც რჩებიან ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ ქვეყანად. მიუხედავად ამისა, 2021 წელს ამერიკული პროდუქტიულობისა და ხარისხის ცენტრის (APQC) მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დასაქმებულთა დროის მეოთხედი იკარგება ისეთ არაპროდუქტიულობის საკითხებზე, როგორიცაა სამუშაო ადგილზე არარელევანტური კომუნიკაცია(3.6 საათი ), ინფორმაციის ძიება (2.8 საათი ) და არასაჭირო ან არაპროდუქტიული შეხვედრები (2.2 საათი).

ამ შეფასებით, ამერიკელი თანამშრომელი, რომელსაც კონტრაქტი აქვს დადებული კვირაში 40-საათიან სამუშაოზე, მხოლოდ 30 საათს ხარჯავს მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებაში.

ახლა კი ცოტა ისტორიასაც შევეხოთ – ხუთდღიანი სამუშაო კვირის სტანდარტიზაცია ჰენრი ფორდს უკავშირდება. მას შემდეგ, რაც ფორდმა აღმოაჩინა, რომ მუშები უფრო ბედნიერები და პროდუქტიულები იყვნენ, როდესაც ცვლა უფრო მოკლე იყო და მათ ჰქონდათ დამატებითი დღე დასასვენებლად, 1926 წელს ფორდმა შემოიღო 40-საათიანი კვირა მუშებისთვის. მანამდე, სტანდარტული სამუშაო კვირა იყო ორშაბათიდან შაბათამდე. .

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ კაცები ორდღიანი დასვენების შემდეგ უფრო სუფთა და ხალისიანები ბრუნდებოდნენ“, – თქვა იმ დროს ფორდმა.

ფორდის სქემის წარმატების ნახვის შემდეგ, სხვა მწარმოებლები მიჰყვნენ და ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, საბოლოოდ გახდა სტანდარტული სამუშაო კვირა. მაგრამ ეს იყო 100 წლის წინ და მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი ახლა ცოდნაზეა დაფუძნებული და 1920-იანი წლების ქარხნების მუშაკების მიმართ სრულიად განსხვავებული მოთხოვნები აქვს.

”მთელი ეს შესანიშნავი ავტომატიზაცია, ახალი ტექნოლოგია, უფრო მეტი პროდუქტიულობა, რაც ჩვენ გვქონდა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, არ აისახა დასაქმებულების მეტი თავისუფალი დროის თვალსაზრისით,” – ამბობს რაილი.

ოთხდღიანი კვირის იდეა ახალი არ არის: რაილი აღნიშნავს, რომ ეს არის პროფკავშირული მოძრაობის მოწოდება ათწლეულების განმავლობაში, და არის უამრავი კომპანია მთელს მსოფლიოში, სადაც ოთხი ან თუნდაც სამდღიანი კვირა სტანდარტია. .

მუშაობა, დასვენება, თამაში

თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ კომპანიებში, რომლებმაც განახორციელეს ოთხდღიანი სამუშაო კვირაზე გადასვლა, ასევე აღნიშნავენ, რომ მეტი დრო აქვთ დასასვენებლად, დავალებების შესასრულებლად და აღდგენითი აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად.

კრისტინა მედეიროსი, Kickstarter-ის უსაფრთხოების ანალიტიკოსი და სამი შვილის დედა, ამბობს, რომ ახლა ბევრად მარტივად შეუძლია ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა, დავალებების შესრულება ან „უბრალოდ გართობა ჩემს გოგოებთან ერთად, რაც, ალბათ, ყველაზე ღირებულია“

ბრუკ მაკდენიელსი, მარკეტინგის ავტომატიზაციის მენეჯერი Kickstarter-ში, ამბობს, რომ პარასკევს დასვენება ნიშნავს დამატებით დღეს ვარჯიშისთვის.

ოთხდღიანი სამუშაო კვირის ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც განსაკუთრებით მიმზიდველია ბიზნეს ლიდერებისთვის, არის მისი, როგორც დაქირავების ინსტრუმენტის ძალა.

ოთხდღიანი სამუშაო კვირის იდეის უკვე დიდი პოპულარულობით სარგებლობს, მომხრეც ბევრი ყავს და მოწნააღმდეგეც, გამოცილდება და გამოხმაურება საკმაოდ დადებითია, მაგრამ მაინც არსებობს გამოწვევბი. ზოგიერთმა კომპანიამ შეიძლება აღმოაჩინოს, რომ სამუშაო კვირის შემცირება იწვევს ახალ სირთულეებს, მაგალითად მომხმარებელთა უფრო რთული გახდება, თუ კომპანია პარასკევს მიუწვდომელი იქნება. თუ მომხმარებელს ან კლიენტს აქვს გადაუდებელი შემთხვევა ხუთშაბათს 17:30 საათზე, ისინი არ იქნებიან კმაყოფილი, თუ მოუწევთ ორშაბათამდე ლოდინი მის გამოსასწორებლად. ოთხდღიანი კვირა ასევე ნიშნავს ნაკლებ დროს კოლეგებთან არაფორმალური სოციალიზაციისთვის, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამუშაო ადგილის კულტურის ჩამოყალიბებაში.

შესაძლოა, ოთხდღიანი კვირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის მეტი უთანასწორობის შექმნის საფრთხე, რადგან რიგ სექტორში ფაქტიურად წარმოუდგენელია აღნიშნულ მოდელზე გადასვლა

მოგეწონა სტატია?

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს