Canva და ხელოვნური ინტელექტი – საინტერესო ფუნქციები Canva-ს განახლებიდან

Canva-ზე უკვე მოგიყევით – მის ფუნქციონალზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ისეთი განახლებები დაემატა, რომ უყურადღებოდ ვერ დავტოვებდით.

დღეს გაგაცნობთ Canva-ს AI ინსტრუმენტებს, რომლებიც თქვენს სამუშაო პროცესს საგრძნობლად გააუმჯობესებს

  1. Magic Media / Magic Design

კანვამ თავის Magic Media-ს ხელოვნური ინტელექტი დაუმატა და უკვე გვთავაზობს ისეთ სერვისს, როგორიცაა ტექსტიდან სურათის და ტექსტიდან ვიდეოს შექმნა.

თქვენ უბრალოდ ტექსტურად უნდა აღწეროთ რისი შექნა გსურთ და კანვა მას ავტომატურად დააგენერირებს, თუ არ მოგეწონათ მის მიერ შექმნილი სურათი შეგიძლიათ აღწერა შეცვალოთ და თავიდან სცადოთ. მაგალითისთვის ჩვენ მივწერეთ “best canva ai tools to improve your design workflow” და ასეთი შედეგი მივიღეთ:

რაც შეეხება ტექსტიდან ვიდეოს შექმნას, Canva -ს ინტეგრაციამ Runway-სთან საოცარი შედეგი მოგვცა და საკამოდ დახვეწილი სერვისიც მივიღეთ, შედეგი თქვენვე იხილეთ:

A small, old car navigating a futuristic cityscape, fantasy.

რაც შეეხება აღნიშნულ ფუნქიონალებს, მათი გამოყენება სამუშო სივრცის მენიუდან, Magic Media ჩანართიდან შეგიძლიათ:

2. Magic Eraser

ფოტოებიდან არასასურველი ნივთების წაშლა საკმაოდ შრომატევადი საქმეა, Canva-ს Magic Eraser -ი კი ამ პრობლემას რამდენიმე წამში მოგიგვარებთ, თქვენ უბრალოდ მონიშნოთ ობიექტი, რომლის წაშლაც გსურთ თქვენი სურათიდან და შემდეგ დააწკაპუნეთ Magic Eraser ინსტრუმენტზე.

3. Magic Edit

კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია არის Magic Edit-ი, რომლის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მონიშნოთ სასურველი ობიექტი სურათზე, დაწეროთ მოკლე ტექსტური აღწერა როგორი გინდათ გახდეს ეს ობიექტი და…. ბუმ… შედეგი იხილეთ ქვემოთ:

სურათზე ნაჩვენები თეთრი ტორტი მოვნიშნეთ და აღწერაში დავწერეთ რომ შავი შოკოლადის ტორტი ყოფილიყო, შედეგად კი აი ეს მივიღეთ:

4. Magic Grab

გსურთ კონკრეტული ობიექტი გადაადგილოთ ან ზომა შეუცვალოთ? ძალიან მარტივია:

5. Magic Expand

არის შემთხვევები როდესაც სურათის საზღვრები არ მოგვწონს, მაგალითად ასე:

6. Magic Switch

ალბათ დამეთანხმებით, რომ ზემოთ მოყვანილი 5 ფუნქციონალი ძალიან გამოსადეგი და საინტერესოა, მაგრამ ეს ჩემი ფავორიტია. თუ პრეზენტაცია რამდენიმე ენაზე გჭირდებათ თარგმანზე ფიქრი აღარ მოგიწევთ, თქვენთვის სასურველ ენაზე Canva გადათარგმნის, მოდით ვნახოთ როგორ:

ექსპერიმენტისთვის ქართულ ენაზე შევქმენით პრეზენტაცია Founders-ის შესახებ, მისი თარგმნა ინგლისურად კი Canva-ს მივანდეთ

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, რას იტყვით თქვენი პრეზენტაციის ვებსაიტად, ინსტაგრამ ან facebook პოსტას რომ გადავაქციოთ?

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს